ტრამპის ყოფილ მრჩეველს ყალბი განცხადებების ვაკეთებასა და მოწმეებზე ზეწოლაში ედება ბრალი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, როჯერ სტოუნს, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა 25 იანვარს, შვიდ შემთხვევაში სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშულში ედება ბრალი. საქმე უკავშირდება საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებას რუსეთის თაობაზე.
გამოძიების ფედერალურმა ბიუროს თანამშრომლებმა სტოუნი დააკავეს მის ბინაში, ფლორიდის შტატში. „სი-ენ-ენ-მა“ გადასცა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს კარზე გამოძიების ფედერალურმა ბიუროს თანამშრომელი დ აყვირის , „გააღეთ კარი!“.
სასამართლომ ფლორიდაში, მოგვიანებით, ის გაათავისუფლა გირაოს, მეოთხედი მილიონი დოლარის სანაცვლოდ.
გვიან, 25 იანვარს, სტოუნმა უარყო წაყენებული ბრალდებები და თქვა, რომ მისი დაპატიმრება პრეზიდენტ ტრამპის მტრების მიერაა პოლიტიკურად მოტივირებული. „არავითარ გარემოებაში არ ვაპირებ ყალბი ჩვენება მივცე პრეზიდენტის წინააღმდეგ და არც სიცრუეს ვიტყვი ჩემზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, თქვა სტოუნმა, რომელსაც მიულერის უწყების თანახმად, ბრალი ედება ოფიციალური სასამართლო გამოძიებისთვის ხელის შეშლაში, ხუთ შემთხვევაში ყალბი განცხადების გაკეთებაში და ერთში, მოწმეებზე ზეწოლაში.