გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნების ვადა დაუწესეს
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ, რომელიც ვენესუელის ვითარებას ეძღვნება, გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა გამოაცხადეს, რომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს აღიარებენ გარდამავალ პრეზიდენტად, თუ რვა დღის განმავლობაში არ გაიმართა არჩევნები. ნიკოლას მადურომ, რომელიც სადავო არჩენებში გაიმარჯვა შარშან და რომლმაც ფიცი დადო, 10 იანვარს, უარი თქვა გადაგომაზე მიუხედავად ოპოზიციის და უცხოეთის ზეწოლისა. „ჩვენ არ ვესწრაფვით მთავრობების დასმას და გადაყენებას, ჩვენი მიზანია დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ვენესუელაში, განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ტვიტერით გაავრცელა განცხადება და თითქმის იმავე დროს იგივე დაწერა, რაც სანჩესმაა და რაც, ჩანს, ევროკავშირისშეთანხმებული განცხადებაა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლმა, მარტინა ფიცმა განაცხადა, რომ თუ არჩენები არ ჩატარდება მომავალ რვა დღეში, მზად ვართ ვაღიაროთ გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 25 იანვარს განაცხადა, რომ მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს, რომელმაც 23 იანვარს თავი გამოაცხადა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად, როცა ვენესუელელები ქუჩაში გავიდნენ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდნენ. მადურომ გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი აშშ-თან და ამერიკის დიპლომატიური კორპუსს ქვეყნის დატოვება მოთხოვა. გუაიდომ პრესკონფერენციაზე, 25 იანვარს მოუწოდა მომხრეებს, მოაწყოს მასობრივი დემონსტრაციმები მომავალ კვირაში და უთხრა, მათ, თავისი დაპატიმრების შემთხევაში გააგრძელოს მშვიდობიანი გამოსვლების კურსი. მადუროს დიალოგის მომხრეა. აშშ-მა, ევროპის კავშირმა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნახევარზე მეტმა, ასევე ალბანეთმა, ოპოზიციას გამოუცხადა მხარდაჭერა. რუსეთი, ირანი, თურქეთი, კუბა, ბოლივია და ნიკარაგუა მადუროს ემხრობიან.