ჩემი შვილის კომპანიასთან ტრანსპორტირების საკითხში ვთანამშრომლობთ – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მას ბიუჯეტის ფული პირადი სარგებლისთვის არ გამოუყენებია. გელა ბერუაშვილი ადასტურებს, რომ ტურნირის გამარჯვებულისთვის საჩუქრად გადასაცემი ბინა საკუთარი შვილების სამშენებლო კომპანიაში შეიძინა, მაგრამ მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბიუჯეტის თანხის დაზოგვის მიზნით გააკეთა. „ბინა, რომელიც გამარჯვებულ კაციაშვილს გადავეცით, კვადრატული 330 დოლარად […]