აფეთქება მოხდა პეკინის გამზირზე - არავინ დაშავებულა
პეკინის გამზირზე, ბულაჩაურის ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.
ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს, არავის დაშავებულა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბინა მისმა მფლობელმა დღეს გააქირავა და მისი სიტყვებით, იქ უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.