ევროპის პარლამენტმა ვენესუელის გუაიდო აღიარა ვენესუელის „ერთადერთ და კანონიერ დროებით პრეზიდენტად“
“ევროპის პარლამენტმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ჯუან გუაიდო აღიარა „ერთადერთ და კანონიერ დროებით პრეზიდენტად“ .
უფრო ადრე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ, თუ ვენესუელა გამოაცხადებს ვადამდელ არჩევნებს. შარშან პრეზიდენტად არჩეულმა ნიკოლას მადურომ ულტიმატუმი უარყო.
ევროპარლამენტის 439 წევრი მიემხრო პრეზიდენტად გუაიდოს დროებით აღიარებას „ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების“ ჩატარებამდე, წინააღმდეგი იყო 104 დეპუტატი, თავი შეიკავა 88-მ.
პარლამენტის წევრებმა დაგმეს კარაკასში დემონსტრაციების დროს რეპრესიები და ძალადობა, მოითხოვეს, შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევა და მოითხოვეს, პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული.