ფრაქცია „ქართული ოცნება“ ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სოლიდარობას გამოხატავს როგორც ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება „უზნეობის მსხვერპლი გახდეს“.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.
„მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი“, - წერია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.