არჩევნების შედეგი და შეცდომების აღიარება
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თავმჯოდმარე ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გასაანალიზებლად და მეორე ტურის სამოქმედო სტრატეგიის დასაგეგმად. ყველაზე მეტი კრიტიკა პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაიმსახურეს. დეპუტატებიც საკმაოდ თვითკრიტიკულად აფასებენ თავის როლს.

