Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2018

Новости за 14.11.2018

„რუსთავი 2“: გამოკითხულთა 56% გრიგოლ ვაშაძეს, 44% კი სალომე ზურაბიშვილს მისცემს ხმას

Radiotavisupleba.ge 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა მორიგი კვლევა ჩაატარა. რუსთავი 2-ის ცნობით ამომრჩევლისთვის დასმულ შეკითხვაზე „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“. ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგეს აჩვენებს, გამოკითხულთა 56% -ის თქმით, ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, 44% – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. Читать дальше...

სოსო, ნიკო და შიშველი მსუქანი კაცები

Radiotavisupleba.ge 

სოსო ბერიკაშვილი, რომელიც აგერ 17 წელია, რაც სუმოს უყურებს, თავიდანვე ამბობს - ეს სპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე მსუქანი კაცების ბღლარძუნიო. აბა, მაშ რატომ დავარქვით ასეთი სათაური? იმიტომ, რომ სასაცილოა!

კობახიძე: სააკაშვილის მიერ ორშაბათს დანიშნული არჩევნები იყო ყველაზე აქტიური უახლეს ისტორიაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასაწყვეტია და დამოკიდებულია ოქმის შეჯამებაზე.  „არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. თქვენ გახსოვთ, რომ მაგალითად სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათ დღეს დანიშნა არჩევნები, თუმცა ეს არჩევნები იყო ყველაზე აქტიური საქართველოს უახლოეს ისტორიაში. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის ნამდვილად არ არის რაიმე საფუძველი “ - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს... Читать дальше...



„ოჯახში მცემეს ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო“ - 70 წლის ქალი კახეთიდან

Radiotavisupleba.ge 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ბრიტანელი მუსლიმები ლონდონს მოუწოდებენ, თავშესაფარი მიანიჭოს პაკისტანელ ქრისტიან ქალს

Radiotavisupleba.ge 

გავლენიანი ბრიტანელი მუსლიმები შეუერთდნენ მოწოდებას ლონდონის მიმართ, თავშესაფარი მიანიჭოს ასია ბიბის - პაკისტანელ ქრისტიან ქალს, რომელსაც პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებით ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, შემდეგ კი გაამართლეს. წერილობითი მიმართვის შინაარსი 13 ნოემბერს გასაჯაროვდა. ხელმომწერებს შორის არიან პარლამენტის 15 წევრი და სამი იმამი. ასია ბიბი, რომელმაც რვა წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში, გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მანამდე პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი,... Читать дальше...

“ირჩევ ვაშაძეს? ირჩევ ძალადობას. არ დაბრუნდე წარსულში!” – (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

“დღეს არჩევანი პრინციპულია. ერთ მხარეს დგას წარსული – ჩაგვრით, დაპირისპირებითა და უკუსვლით, მეორე მხარეს კი, მომავალი – სტაბილურობით, განვითარებითა და სიმშვიდით. ირჩევ ვაშაძეს? ირჩევ ძალადობას. არ დაბრუნდე წარსულში! გააკეთე პრინციპული არჩევანი!” – ამ ტექსტით ვრცელდება “ქართული ოცნების” “ფეისბუქ” გვერდზე ვიდეორგოლი, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაა ასახული. არ დაბრუნდე წარსულში! გააკეთე პრინციპული არჩევანი! დღეს არჩევანი პრინციპულია. ერთ […]

ნავალნიმ შეძლო რუსეთიდან გამგზავრება სტრასბურგის სასამართლოს სხდომაზე დასასწრებად

Radiotavisupleba.ge 

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შეძლო რუსეთიდან გამგზავრება, რათა დაესწროს თავის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას. წინა დღეს, 13 ნოემბერს მას აეროპორტში უარი უთხრეს რუსეთიდან გაშვებაზე და არ განუმარტეს აკრძალვის მიზეზი. მოგვიანებით გაირკვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკავშირდება „კიროვლესის“ საქმეზე ნავალნისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობას. სამშაბათ საღამოს ნავალნიმ თავის ბლოგში გამოაქვეყნა ორ მლნ რუბლზე მეტი თანხის ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. Читать дальше...

ია მეტრეველი: ზაზა სარალიძის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს

Radiotavisupleba.ge 

„ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხა და მკვლელების გვერდით დგომა“, –განაცხადა,2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პრესკონფერენციაზე 14 ნოემბერს. მისი სიტყვებით,მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იმჟამინდელი ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს ნამდვილად არ აპატიებდა იმას, როგორც ზაზა სარალიძე იქცევა. „ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით [ზაზა] სარალიძე, ეს უკვე დემოკრატიაშიც აღარ ჯდება.ჩემთვის მიუღებელია. Читать дальше...



მერკელი მხარს უჭერს მაკრონის წინადადებას ევროპის არმიის შექმნის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოვიდა ევროპის არმიის შექმნისაკენ მოწოდებით, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელ განცხადებას ამ თემაზე. მერკელმა ევროპული არმიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა 13 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. „ერთიანი ევროპული არმია მსოფლიოს აჩვენებდა, რომ აღარასოდეს იქნება ომი ევროპის ქვეყნებს შორის“, განაცხადა მან. მერკელს, მისივე თქმით, წარმოუდგენია ევროპული არმია, რომელიც ნატოს პარალელურად იმქომედებს და დაექვემდებარება ევროპის უშიშროების საბჭოს... Читать дальше...

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართა ბრიფინგი ევროპარლამენტში 13 ნოემბერს გამართული სხდომის გამო, რომელზეც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხი. „ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად, ევროპარლამენტისგან საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა“ - განაცხადა ბახტაძემ. მან ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. Читать дальше...

გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს თაღლითობაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ თაღლითობად შეაფასა ცესკოში 13 საათზე დანიშნული სხდომის გადადება. „სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც "ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მით უმეტეს, დღეს გამოქვეყნდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ. Читать дальше...

რა მნიშვნელობა აქვს ჰააგის ტრიბუნალში საქართველოს აქტიურობას?

Radiotavisupleba.ge 

ნიკა ჯეირანაშვილი თვეებია ცდილობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას, პასუხად - "არანაირი გამოხმაურება, არანაირი ინტერესი. წლის დასაწყისიდან ხდება ეს. რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს და რაიმე ტიპის გამონათქვამებს", - ამბობს ის "დილის საუბრებში".

ცესკომ სხდომა 6 საათით გადადო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 19 საათისთვის გადაიდო 13 საათზე დანიშნული სხდომა, რომელზეც ცნობილი უნდა გახდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი. ცესკომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები უნდა შეაჯამოს და მიიღოს განკარგულება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

არის თუ არა აფხაზეთი „კრაუზეს“ ნუმიზმატიკურ კატალოგში?

Radiotavisupleba.ge 

ელენა ზავოდსკაია, „ეხო კავკაზა“, სოხუმი თვითაღიარებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის ცნობით, აფხაზური მონეტები - „აფსარები“ - წარმოდგენილია ამერიკული გამომცემლობის „კრაუზეს“ ნუმიზმატიკურ კატალოგში, თუმცა სოციალურ ქსელ ფეისბუკის ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს ინფორმაცია გამონაგონად მიიჩნია. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე ბესლან ბარათელია ამბობს, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და ამტკიცებს, რომ „კრაუზეს“ ილუსტრირებულ 2019 წლის გამოცემაში წარმოდგენილია აფხაზეთის ბანკის მონეტები შესაბამისი წარწერით... Читать дальше...

არასამთავრობოები ცესკოს ურჩევენ არჩევნები უქმე დღეს დაინიშნოს

Radiotavisupleba.ge 

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათის დანიშვნა საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების დაცვის წინაპირობაა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია 14 ნოემბრის სხდომის შემდეგ, დღის წესრიგის თანახმად, შედეგების შეჯამებასთან ერთად მეორე ტურის კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს... Читать дальше...

ოთარ კახიძემ პროტესტი გამოუცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ. პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კომიტეტმა სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა დადგენილების პროექტი, რომლითაც „ევროპული საქართველო“ მოითხოვს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შესწავლის შედეგად მომზადებული რეკომენდაციების შესრულებას. ამ საკითხის განხილვა პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 12 ნოემბერს დაავალა. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტით... Читать дальше...

ნიკა ჯეირანაშვილი: "ვერ ვხედავ ჰააგაში საქართველოს ხელისუფლების აქტიურობას"

Radiotavisupleba.ge 

"საერთაშორისო დონეზე არ შეიძლება დღეს იყოს ამაზე მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოსთვის", - ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რამდენიმე წელია თვალყურს ადევნებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ნიკა ჯეირანაშვილი დიდი ხანია გამოთქვამს წუხილს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს უშუალოდ ჰააგაში ჰყავდეს მინიმუმ წარმომადგენელი... Читать дальше...

ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ ცნო სააპელაციო სასამართლომაც

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. 2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან... Читать дальше...

მაკედონიის ხელისუფლება ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას შეეცდება

Radiotavisupleba.ge 

მაკედონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კორუფციაში ბრალდებულმა ნიკოლა გრუევსკიმ უნგრეთს პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა. წელს მაისში, მაკედონიის სასამართლომ გრუევსკი დამნაშავედ ცნო ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ავტომანქანის შეძენისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გასულ კვირაში არ დაკმაყოფილდა ნიკოლა გრუევსკის ბოლო სააპელაციო საჩივარი, რის შემდეგაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი უნდა დაეპატიმრებინათ. თუმცა, სამართალდამცავებმა მის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს და ძებნილად გამოაცხადეს. Читать дальше...

50-ს მიაღწია კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

50-მდე გაიზარდა ამერიკის კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 48 ცხედარი ნაპოვნია ქალაქ პარადაისში, რომელიც ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა და ორი საკურორტო ქალაქ მალიბუში. მანამდე დადასტურებული იყო 44 ადამიანის გარდაცვალება. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი ადამიანი. ტყეში გაჩენილმა ბუნებრივმა ხანძარმა, რომელიც დასახლებულ პუნქტებზე სწრაფად გავრცელდა, ასობით კვადრატულ კილომეტრზე გაანადგურა ტყეები და რამდენიმე ათასი საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 150000-ზე მეტი ადამიანი. Читать дальше...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დღეს გაირკვევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე შეაჯამებს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მეორე საკითხია განკარგულება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ. სხდომა 13 საათზე დაიწყება. 28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად, მეორე ტურში გავიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

ამერიკული ნავთობი გაიაფდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში მოპოვებული ნავთობი ერთ დღეში დაახლოებით 7%-ით გაიაფდა. 13 ნოემბერს, კონტინენტთაშორის ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებისას WTI-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა შეადგინა 55 დოლარი და 69 ცენტი, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 65 დოლარი და 47 ცენტი გახდა, რაც ყველაზე დაბალია 2018 წლის მარტის შემდეგ. ბირჟის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაიაფებას ხელი შეწუყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებულმა განცხადებამ, რომ არსებული ფასები გადამეტებულია. Читать дальше...



Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

В Тульской области продолжается культурный проект «Классика: история и современность»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы


Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Татьяна Левитина: «Конкурс получился достаточно крупный»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России