Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 21.12.2018

გიორგი გახარია: დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“

Radiotavisupleba.ge 

"დავით კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს", - ამის შესახებ პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. შსს მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უთხრა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი კანდიდატურას წარადგინა. თავად პრეზიდენტს კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს: ცესკოს მოქმედი თავჯდომარე თამარ ჟვანია,„ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია, პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ექსპერტი. სამი კანდიდატიდან ცესკო უახლოეს მომავალში ერთ-ერთს აირჩევს.

ნანა ყუფარაძე - ხელოვანი, ხატმწერი, აღმზრდელი შინ - უცხოეთში, დანიაში

Radiotavisupleba.ge 

საბავშვო ბაღის კედლები მოხატა, დანიის მართლმადიდებელი ეკლესიაში ფრესკა და ხატები შექმნა, ტილოზე გადააქვს, რასაც ისურვებს, ვის პორტრეტსაც მოინდომებს, და სამ შვილს ზრდის დანიაში, როსკილდეში, ნანა ყუფარაძე. რუბრიკის ავტორი, ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი, ილია სამურგანიდი სკანდინავიაში სტუმრობისას ხელოვანს შეხვდნენ.



სტალინის დაბადების დღე საბჭოთა დროშებით

Radiotavisupleba.ge 

სტალინის სახლ-მუზეუმთან კომუნისტებმა და სტალინისტებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. მთელი საქართველოდან ორასიოდე კაცი შეიკრიბა და მიტინგი ჩაატარეს. მათ ბელადის ძეგლის დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ტურიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

Radiotavisupleba.ge 

ინტერნეტში არაერთი ტურისტული კომპანია იძებნება, რომელიც თავის მომხმარებლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოგზაურობას და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება. ნასტასია არაბული იკვლევდა ტურისტული ბიზნესის თავისებურებებს ოკუპირებულ რეგიონებში.

გიორგი გახარია: სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაზე ნატოს წვრთნებში

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს, 21 დეკემბერს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში - 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი „აილენდის“ მარკის გემი და ეს ის საშუალებაა, რომელიც აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან... Читать дальше...

„კა-გე-ბეს“ აგენტების არქივში ნახეს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ბარათი

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ბარათი ნახეს ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის „კა-გე-ბეს“აგენტების კარტოთეკაში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ლატვიის ეროვნული არქივის საიტზე. აგენტის ბარათი ეკუთვნის 1939 წელს დაბადებულ ალექსანდრ ივანეს ძე კუდრიაშოვს. ბარათში არსებული მონაცემები სრულად ემთხვევა ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, რიგის და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტის, ალექსანდრეს (კუდრიაშოვის) ბიოგრაფიულ მონაცემებს. როგორც ბარათში წერია, კუდრიაშოვი გადაიბირეს როგორც „კა-გე-ბეს“ აგენტი... Читать дальше...

გიორგი გახარია: საარჩევნო კანონის დარღვევისთვის საქმეები ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე აღიძრა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, 21 დეკემბერს,  პარლამენტის სხდომაზე, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კანონის დარღვევისთვის სულ 26 სს საქმე აღიძრა, „სამწუხაროდ“ უმრავლეს შემთხვევაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე ამიმართ. მანვე თქვა, რომ ახალქალაქში მომხდარ მძიმე  ინციდენტზე, როცა, ოპოზიციის წარმომადგენელზე მოხდა თავდასხმა,  5 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. „კარგად გვესმის, რომ საარჩევნო დარღვევებსა და ახალქალაქის  ინციდენტზე  საერთაშორისო ორგანიზაციებში შეფასებები გაიგზავნება... Читать дальше...



გახარია - ინაუგურაციის დღეს პოლიციაზე თავდასხმა განზრახული პოლიტიკური აქტი იყო

Radiotavisupleba.ge 

"მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რაც მოხდა 16 დეკემბერს" - უპასუხა  გიორგი გახარიამ ინაუგურაციის დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ შეკითხვას პარლამენტში. "ზოგიერთმა ოპოზიციის წამრომადგენელმა წინა დღეს გამოაცხადა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს იყო განზრახული პოლიტიკური აქტი.  "როცა გაქვს სურვილი მოაწყო რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გქონდეს, რომ წახვიდე იქ სადაც საჭიროა, ის პერიოდი რაც სჭიროა. Читать дальше...

გახარია - ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიამ ახალი გარემოებები ვერ დაადგინა

Radiotavisupleba.ge 

"როცა ამ პარლამენტში კომისია შეიქმნა, მას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მიმართ გარკვეული გადაცდომები, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ კომისიამ ვერ დაადგინა. გარდა ამისა, სამწუხაროდ აბსოლუტურად გაუმართლებლად, კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა", განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში კითხვებზე პასუხის გაცემისას. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას საპარლამენტო დემოკრატია უნდა განევითარებინა თავისი მუშაობით, თუმცა  სანაცვლოდ ამ კომისიის დისკრედიტაცია მოახდინა. Читать дальше...

უზბეკეთი და ყაზახეთი თებერვალში „აბრეშუმის ვიზის“ პროგრამის ამოქმედებას იწყებენ

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთი და ყაზახეთი თებერვლიდან აპირებენ აამოქმედონ პროგრამა სახელწოდებით, „აბრეშუმის ვიზა“. ამ პროგრამით, უცხოელს, რომელსაც ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთის ვიზა აქვს, შეეძლება მეორეშიც იმოგზაუროს. ამის თაობაზე განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ულუგბექ ყოსიმჰოჯაევმა. ტაშკენტში, 20 დეკემბერს მან რეპორტიორებს უთხრა, რომ პროგრამის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარებაა. მისი თქმით, შუა აზიის კიდევ ორმა სახელმწიფომ, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა გამოთქვეს პროგრამაში ჩართვის სურვილი. Читать дальше...

რომან გოცირიძე: მმართველმა პარტიამ ოპოზიციას დაასწრო მწვავე კითხვების დასმა

Radiotavisupleba.ge 

„ბატონო გიორგი, თქვენ ეხლა დაინახეთ ძალიან თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა უმრავლესობის, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თურმე დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა, რაც კი არსებობს თქვენს მიმართ და ხელისუფლების მიმართ,“- უთხრა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. რომან გოცირიძის თქმით,  გიორგი გახარიამ ქვეყანაში ჩადენილი ლამის ყველა დანაშაულის შესახებ უმრავლესობისგან მოისმინა... Читать дальше...

რა იწვევს აზრთა სხვაობას აშშ-ის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის, შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისას - ამის შესახებ თვითონ მატისი აცხადებს გადადგომის შესახებ წერილში.

ხომ არ უნდა ელოდოს საზოგადოება ნულოვანი ტოლერანტობის ზღვარზე დაბრუნებას? – მათიკაშვილი გიორგი გახარიას

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ხომ არ უნდა ელოდოს საზოგადოება ნულოვანი ტოლერანტობის ზღვარზე დაბრუნებას?“, – ამ შეკითხვით მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე. “სტატისტიკა კრიმინალის შესახებ თითქმის ყოველ თვე ქვეყნდება. საზოგადოება, მასმედიის საშუალებით აკვირდება სიტუაციას.მასმედია ასუქებს როგორც კრიმინალის შესახებ ფაქტებს, ამავდროულად აქტიურად შუქდება ისიც რომ კრიმინალის წინაარმდეგ ბრძოლა აქტიურად ხდება და შსს ეფექტურია. მე მინდა […]

"ქალთა მოძრაობა" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას გამართავს დიმიტრი გაბუნიას მოხსნის მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

"ქალთა მოძრაობა" 22 დეკემბერს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციას გამართავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას მოხსნის მოთხოვნით სლოგანით: "გადმოდი ქალების მხარეს!". როგორც „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმამოხსნას მის მიერ დანიშნული საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, „ვინაიდან დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით ახდენდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას“.„ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტმა... Читать дальше...

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტარები არაერთგვაროვნად აფასებენ

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი დღეს სამ კანდიდატურას წარადგენს. თავად პრეზიდენტს კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს: ცესკოს მოქმედი თავჯდომარე თამარ ჟვანია, „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია, პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ექსპერტი. სამი კანდიდატიდან ცესკო ერთ-ერთს აირჩევს.    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს... Читать дальше...

თამარ ხულორდავა მისი მანქანის დაზიანების საკითხზე გიგი უგულავას პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საპასუხოდ განმარტავს, რომ მისი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და 17 დეკემბერს თავად იყო გამოკითხვაზე. „ევროპული საქართველოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, რადგან სამართალდამცავებმა არ მოახდინეს იმ მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელმაც 16 დეკემბერს თამარ ხულორდავას ავტომანქანა დააზიანა... Читать дальше...

გიორგი გახარია: ჩვენ აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა  პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო პარლამენტს ჩააბარებს 2018 წლის ანგარიშს და მზად არის ასევე დებატებისთვის. „ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები  2018 წელზე და რა თქმა უნდა... Читать дальше...

"სამხრეთაფრიკელი ფერმერი 20 წლით ადრე ემზადება "ნახტომისთვის""

Radiotavisupleba.ge 

ერთი წლის წინ საქართველოს რეგიონების ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა დააფუძნა "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია", რომლის თანადამფუძნებელი მაია მამულაშვილი ამბობს, რომ მთავარ საკითხად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისთვის დაფინანსების მიღება რჩება:


Музыкальные новости
Элвис Пресли

Дом Элвиса Пресли атаковали аферисты





Rss.plus
Анастасия Заворотнюк

«Она ведь была в прямом смысле нашей няней» // В Москве простились с актрисой Анастасией Заворотнюк




«Новый путь». Что грозит Аязу Шабутдинову, который продает курсы из СИЗО

Нино сравнял счёт в Суперфинале Кубка России с «Балтикой»

Италия недополучила €10—15 млрд из-за антироссийских санкций

Парк в Шатуре превратился в город профессий в День защиты детей




რუსეთში მედიის მარეგულირებელი ორგანო სწავლობს BBC-ის მუშაობის კანონიერებას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში მედიის მარეგულირებელი ორგანო, როსკომნადზორი აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთში BBC-ის საერთაშორისო არხის და ვებსაიტების მუშაობის კანონიერების შესწავლა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მედიის დასამკვირვებლო ორგანომ, ოფკომმა თქვა, რომ რუსეთის ტელეარხმა RT-მ დაარღვია მიუკერძოებლობის წესები. 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში როსკომნადზორი ამბობს, რომ შემოწმების მიზანია დადგინდეს რამდენად შეესაბამება BBC-ს მუშაობა რუსეთის კანონებს. ერთი დღით ადრე ოფკომმა თქვა, რომ განიხილავს სანქციების დაწესებას რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული RT-სთვის... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება 21 დეკემბერს შეუწყვიტა. კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა. სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის შესარჩევად შუალედური არჩევნები თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ლონდონის გეტვიკის აეროპორტი შეზღუდულად ამუშავდა

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის გეტვიკის აეროპორტი აცხადებს, რომ თანდათან განახლებას იწყებს ფრენები, მას შემდეგ, რაც დრონების გამო მისი ასაფრენი ტრასა 24 საათზე მეტი ხნით დაიკეტა და  ათი ათასობით მგზავრი აეროპორტში ჩარჩა სადღესასწაულო სეზონზე. აეროპორტი 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "გეტვიკის ასაფრენი ტრასა ამუშავდა და იწყება თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობის მიღება და გაშვება". თუმცა, აეროპორტი დასძენს, რომ ფრენებს  კვლავაც შეეხება დაგვიანება და გაუქმება და მგზავრებს მოუწოდებს აეროპორტში მისვლამდე შეამოწმონ თავიანთი რეისების სტატუსი. Читать дальше...

თანამდებობას ტოვებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა ტრამპისას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი თანამდებობას დატოვებს მომავალი წლის დასაწყისში, გადადგომის შესახებ წერილში ის ამბობს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისას, მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის თვალსაზრისით. მეტისის განცხადებები გავრცელდა 20 დეკემბერს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილით, რომელიც გასაჯაროვდა მალევე მას შემდეგ, რაც ტრამპმა ტვიტერით დაწერა, რომ მეტისი 2019 წლის თებერვლის ბოლოს გადადგება. მეტისის წასვლის შესახებ მყისიერად გამოთქვეს შეშფოთება აშშ-ის კანონმდებლებმა... Читать дальше...

ავღანეთის პრეზიდენტი: აშშ-ის სამხედროთა შესაძლო გასვლა არ იმოქმედებს უსაფრთხოებაზე

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის პრესმდივნის თქმით, ავღანეთში მყოფი აშშ-ის სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება არ იმოქმედებს უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ეს ავღანეთის მხარის პირველი ოფიციალური რეაქციაა აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყვანას, ვრცელდება ცნობები, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "მათი ავღანეთიდან გასვლა არ შეეხება უსაფრთხოებას, იმიტომ, რომ ბოლო ოთხნახევარი წლის განმავლობაში... Читать дальше...

ზუგდიდში გარდაცვლილი მასწავლებლის შვილს პროკურატურაში სამშაბათს გამოკითხავენ

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა... Читать дальше...



Москва

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве создана самая маленькая схема метро в мире



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Композитор

Композитор Гладков предложил создать Театр юного зрителя в Чите




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024


Даниил Медведев

Медведев вышел в 1/8 финала «Ролан Гаррос» — 2024



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Так вкусно»: Путин поблагодарил главу Минсельхоза Узбекистана за фрукты



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России