თბილისში დააკავეს მძარცველი, რომელმაც მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა
თბილისში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს 1999 წელს დაბადებული ნ.ლ., რომელმაც ერთ-ერტ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.