Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 13.06.2019

დაურ კოვე: საქართველოში აქტიურად იყენებენ "აფხაზეთის ფაქტორს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში"

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ფიქრობს, რომ ბოლოხანს „საქართველოში შეუდგნენ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აფხაზეთის ფაქტორის აქტიურად გამოყენებას“. ეს შეფასება მან გამოთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან სახუმში გამართულ შეხვედრაზე. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრა დაეთმო მოლაპარაკების მოახლოებული, 48-ე რაუნდის მოსამზადებელ კონსულტაციებს. ამავე წყაროს თანახმად, კოვემ ყურადღება გაამახვილა „ქართულ პოლიტიკაში“ წარმოქმნილ ტენდენციაზე, მსოფლიო თანამეგობრობას... Читать дальше...

გარდაიცვალა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე

Radiotavisupleba.ge 

51 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე. არსებული ინფორმაციით,  გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

გულიკო ჭიტაძე - „ცხოველების დედის“ სიკვდილი

Radiotavisupleba.ge 

გულიკო ჭიტაძე ერთ-ერთი იყო ზოოპარკის იმ სამ თანამშრომელს შორის, რომელთა სიცოცხლეც 13 ივნისის წყალდიდობამ შეიწირა. 13 ივნისის ღამეს დაიღუპნენ ასევე: მისი მეუღლე - მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი.



ძლიერმა წვიმამ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა

Radiotavisupleba.ge 

გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, რომლებიც წყალს ტუმბავენ წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლების პირველი სართულებიდან და ეზოებიდან. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა და ნიაღვარმა გორის მუნიციპალიტეტის სამი და ქარელის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზარალა. სახლების პირველი სართულების და ეზოების გარდა დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ფართობები. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში პრობლემა შექმნა სარწყავ არხში მოვარდნილმა წყალმაც... Читать дальше...

ბრიტანეთის შს მინისტრმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ. ამის შესახებ მან უთხრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს. ჯავიდის განმარტებით, 14 ივნისს სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ასანჟის ექსტრადიციის საკითხზე.  ინტერნეტპორტალ "ვიკილიკსის" დამფუძნებელ ასანჟს მოელის 18 მუხლით ბრალდება შეერთებულ შტატებში, რომელიც მას ადანაშაულებს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვებაში, ისევე როგორც აშშ-ის არმიის ყოფილ წევრთან, ჩელსი მენინგთან... Читать дальше...

ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსესუსი და არა ულტიმატუმების ენით საუბარი

News.ge 

მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლებელია, გარკვეულ პირებს ჰქონდეთ სურვილი, მოახდინონ დასაწყისშივე მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია – ასე უპასუხა პარლაემნტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციას, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებას მოითხოვს. ანრი ოხანაშვილმა ოპონენტები პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ექმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს... Читать дальше...

პროპორციული საარჩევნო სისტემა – ოპოზიციასთან ერთად 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს

News.ge 

საარჩევნო სისტემის რეფორმა – სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ოპოზიციის მსგავსად, სამოქალაქო სექტორშიც თვლიან, რომ 2020 წლისთვის სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო პროცესის მისაღებად, ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება იქნება, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მოესწრება. „2020... Читать дальше...

ტაო-კლარჯეთი - ისტორია და ლეგენდები

Radiotavisupleba.ge 

ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ამ მხარეს ორი მნიშვნელოვანი თემის - ტაოსა და კლარჯეთის გამო ეწოდა, სინამდვილეში კი ის გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს -  შავშეთს, არტაანს, ერუშეთს, ფოცხოვს, თორთომს, ართვინს, არდაგანს... ამ გალერეაში ტაო-კლარჯეთში არსებულ რამდენიმე ტაძრისა და ციხის ფოტოს შემოგთავაზებთ. ეს ტბეთის ტაძარია, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, შავშეთის რაიონში მდებარეობს. ... Читать дальше...



ომანის ყურეში ისევ მოეწყო თავდასხმა ტანკერებზე

Radiotavisupleba.ge 

ომანის ყურეში ორ ტანკერზე მოეწყო ისეთივე თავდასხმა, როგორიც ერთი თვის წინ მოხდა ამავე რეგიონში. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“. ხომალდების ეკიპაჟები ევაკუირებულია.  ომანის ყურე ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას. „როიტერსის“ მონაცემებით, თავდასხმა მიმართული იყო ნორვეგიის კომპანია „ფრონტლაინის“ ტანკერისა და პანამაში დარეგისტრირებული ტანკერის წინააღმდეგ. დაშავდა ერთი ადამიანი. ცნობილია აგრეთვე, რომ ხომალდებზე ხანძარი გაჩნდა. საინფორმაციო საშუალებების თანახმად... Читать дальше...

პუტინი: ვაშინგტონთან მოსკოვის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ „მირთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოსკოვის ურთიერთობა „სულ უფრო და უფრო უარესდება“. მაგრამ პუტინი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყანა „რაიმე გადაწყვეტილებებზე გავა" ივნისის ბოლოს იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს მაისში განაცხადა, რომ აპირებს პუტინთან შეხვედრას ოსაკაში სამიტის მსვლელობაში. კრემლში არ გამორიცხავენ ასეთ შეხვედრას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ რუსეთს არ მიუღია ვაშინგტონის ოფიციალური მიმართვა. Читать дальше...

აშშ-ის საელჩო აქვეყნებს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ლგბტ პრაიდის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩომ საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ლგბტ პრაიდის შესახებ. „ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს... Читать дальше...

ისრაელის სადეპორტო ცენტრში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი ხვდება

Radiotavisupleba.ge 

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება რამლეს სადეპორტო ცენტრში და ხვდება იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაცია იგეგმება საქართველოში. მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  სამინისტროს თანახმად, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძიენა ბილეთები. დანარჩენისათვის ბილეთებს ეტაპობრივად შეიძენენ.  „გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქმიანი ფორმატის უარყოფად და ფეხების ბაკუნად შეაფასა ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა  საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა. თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ, როცა სამუშაო ფორმატი შეიქმნა და რეკომენდაციებზე მუშაობა დაიწყო, ამბობენ, რომ ეს მეორეხარისხოვანია. „დღეს ოპოზიცია ისე აჩვენებს ხალხს თავს, თითქოს... Читать дальше...

რადიო თავისუფლებამ გახსნა ახალი ბიურო ბულგარეთის დედაქალაქში

Radiotavisupleba.ge 

რთე/რთ-მ კვლავ აამოქმედა ბულგარული სამსახური და გახსნა ახალი ბიურო სოფიაში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ბულგარეთში მუშაობდა ცივი ომის დროს და რამდენიმე წელი მის შემდეგაც, 2004 წლამდე. მაშინ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასავლურმა ფასეულობებმა გაიმარჯვა. რადიოს ხელმძღვანელობის განმარტებით, ახლა აშკარაა, რომ ბევრ ქვეყანაში ეს არ მომხდარა და დრო სჭირდება თავისუფალი მედიასაშუალებების ჩამოყალიბებას. წლის დასაწყისში რადიო თავისუფლების ბიურო გაიხსნა ბუქარესტში. Читать дальше...

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომა დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძემ დატოვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც საარჩევნო კანომდებლობის რეფორმირებაზე მსჯელობენ. კაპანაძემ მიზეზად დაასახელა მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვა. „მთავარი საკითხი, რასაც ოპოზიციური სპექტრი სვამს, არის 2020 წლის საპარამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ამ მოთხოვნის პირობებში ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია. არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ. Читать дальше...

გარდაიცვალა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე

Radiotavisupleba.ge 

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც თავდაცვის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას კაპრალი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა. მას გავლილი ჰქონდა გეგმური სამედიცინო შემოწმება. Читать дальше...

შსს-მ ბავშვებზე მშობლების ძალადობის სტატისტიკა გამოაქვეყნა

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ხუთ თვეში, არასრულწლოვან შვილებზე მშობლების მხრიდან ძალადობაში მხილებულია 110 პირი - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში მამა, ან მამინაცვალი. შსს-ს ცნობითვე, ამ შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. ძალადობის ფორმები იყო სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური ძალადობა, ასევე მუქარა და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა. მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის... Читать дальше...

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

News.ge 

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კოლაბორაცია Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ გამყარდება. ვოლვოს ტექფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში. Volvo Cars-მა და Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ატარო ნამდვილი ავტომობილი და ...

გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

News.ge 

ოპოზიციის ულტიმატუმი – გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები.  ამ მოთხოვნით იწყებს შეხვედრებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი. იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ პროპორციულ სისტემას არ დატოვებს, ოპოზიცია შეხვედრების ამ ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებს. „20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით შეგვაქვს საინიციატივო ჯგუფის წინადადება პარლამენტში, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. სხვა ცვლილებები,რომელიც შეიძლება ...


Музыкальные новости
Виктор Цой

«Подали в суд»: Гагарина назвала себя жертвой конфликта из-за песни Цоя





Rss.plus
Арцах

Лидер движения «Всеармянский фронт», Аршак Карапетян выступил 5 июня 2024 на радио «Аврора» в прямом эфире авторской программы «Другой глобус» с Дарьей Митиной. ВИДЕО




"Говорите пароль": Как цыгане "вскрывали" украденные в метро телефоны. Рассекречена хитрая схема

В Русском драматическом театре побывали потомки Николая Бестужева

Диакон Александр и Вера Растворовы: Если бы не МГУ, мы бы не познакомились

В ВТБ рассказали о зеркальных мерах с частными активами иностранцев в РФ




სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა – ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

News.ge 

სასამართლო რეფორმის ე.წ. მე-4 ტალღა – კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს, კონსესუსით მომზადდა. „ოპოზიციის წარმომადგენლები პატივს არ სცემენ არც ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმას, რომ კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც სამწუხაროა, როდესაც თვითონ მსჯელობის დროს არ გაუპროტესტებიათ რაიმე საკითხი ისე, რომ ჩვენი მხრიდან პასუხი არ ჰქონოდათ. ...

ოკუპირებულ ცხინვალში ევროკავშირის, ნატოს და აშშ-ის აზრი არ აინტერესებთ

Radiotavisupleba.ge 

„სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს“ - ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა. მედოევის თქმით, ახალი არაფერია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა არ აღიარეს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „სიტყვების ეს ნაკრები უკვე 30 წელია გვესმის. მათ არ სურთ დაიჯერონ, რომ 1989 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო... Читать дальше...

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე მსჯელობენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანომდებლობის რეფორმირების საკითხზე. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა დახურული ფორმატით მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს უკვე მომდევნო, 2020... Читать дальше...

საქართველოს ახალგაზრდული სარაგბო ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება

Radiotavisupleba.ge 

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა და თორმეტი მონაწილე ნაკრები შედეგების მიხედვით ახალ ჯგუფებში გადანაწილდა. პირველი ოთხეული საჩემპიონო ბრძოლას გააგრძელებს. მეორე ოთხეული მეხუთე-მერვე ადგილებზე გადანაწილდება. ოთხი უარესი შედეგის მქონე ნაკრების ამოცანა კი მსოფლიოს ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება. მათ შორის ყველაზე სუსტი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის მიღმა დარჩება. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დასკვნით ტურში შოტლანდიის ძლევა არ ეყო რვა საუკეთესო გუნდს... Читать дальше...

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა – ქართული მხარე ეკონომიკური ურთიერთობების განხილვას გეგმავს

News.ge 

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი უკვე პრაღაში იმყოფება. შეხვედრის დროს ორი ქვეყნის წარმომადგენელი განიხილავს ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, აბაშიძის თქმით, ფორმატით ეს გათვალისწინებული არ არის, თუმცა ის მაინც გეგმავს კარასინთან ამ თემაზე საუბარს. „ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ...

“არანაირი სპეცოპერაცია და განსაკუთრებით ქართველების მიმართ არ ტარდება,” – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

News.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ისრაელში მასობრივ დაკავებას უარყოფს. ლაშა დარსალია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალური ყოფნისუფლება არ ჰქონდათ და ამიტომ ისინი  დეპორტაციას დაექვემდებარებიან. “არანაირი სპეცოპერაცია და განსაკუთრებით ქართველების მიმართ არ ტარდება. ისრაელის საემიგრაციო სამსახური პერიოდულად ამოწმებს თუ რამდენად აქვს პირს ლეგალურად ყოფნის უფლება. ასეთი შემთხვევა გვქონდა საქარათველოს რამდენიმე მოქალაქესთან,”-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.



Москва

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: в Москве построят роботизированный завод по выпуску грузовиков



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Надежда Бабкина

Фестиваль-марафон под руководством Надежды Бабкиной пройдет на Псковщине




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин


ATP

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России