Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 17.06.2019

მინისტრის შეცვლას ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ვერაფერს უშველის

News.ge 

სერგეენკოს შეცვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გადააყენებენ. ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს, რომელიც არ მოგვარდება ვიდრე ხელისუფლება სრულად არ შეიცვლება. “თუ მინისტრის ცვლილება ჯანდაცვის სფეროში სინამდვილეს შეესაბამება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ უზარმაზარ პრობლემებსა... Читать дальше...

მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა – თბილისში რუსი დეპუტატები ჩამოვლენ

News.ge 

საქართველოში იგეგმება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რუსეთის დუმის დეპუტატები – აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი ავრცელებს. ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, დელეგაციაში, რომლის წევრებიც საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ, იქნება დეპუტატი გავრილოვი, რომელიც კანდელაკის მტკიცებით, ლევან ვასაძის თანამოაზრეა. „ბატონი გავრილოვი არის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი საეკლესიო საკითხებით მანიპულირებისა... Читать дальше...

"ევროპული საქართველო" რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მომტანად აფასებს საქართველოში დაგეგმილ, რუსეთის დუმის წევრთა ვიზიტს. პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, 19 ივნისს თბილისში დაგეგმილია მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას აპირებენ რუსეთის დუმის დეპუტატებიც. „საუბარია სერგეი გავრილოვზე, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გავრილოვი... Читать дальше...



ოფიციალური სტატისტიკით წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა 1092 ლარს მიაღწია

Radiotavisupleba.ge 

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყოველთვიური საშუალო, ნომინალური ხელფასი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა - ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემები. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასის ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა... Читать дальше...

ანაკლიის პორტისკენ გზის მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები სრულდება

Radiotavisupleba.ge 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ცნობით, დასრულების ეტაპზეა ტოპოგეოდეზიური სამუშაოები და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად მუშაობს 4 საპროექტო ჯგუფი. მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტებიც. ანაკლიაში საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ საქართველოს საავტომობილო... Читать дальше...

ნათია მეზვრიშვილი: არ ვიცი ვინ არის რაინდი, მაგრამ პოლიციაზე ვერავინ აღმართავს ხელს

Radiotavisupleba.ge 

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძის განცხადებაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება უკანონო ფორმირების მუხლით დავიწყეთ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილის სიტყევბიტ, იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს. „ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო უწყებების მსგავსი ფუნქციებით რაიმე ტიპის ე.წ. ფორმირებების და წარმონაქმნების შექმნის ნებისმიერი მცდელობა... Читать дальше...

თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის განცხადებებზე: ეს არის ძალადობის პროპაგანდა

Radiotavisupleba.ge 

განცხადებები, რაც გუშინ ისმოდა, ჩემი შეფასებით, ცალსახად არის ძალადობის პროპაგანდა და ძალადობისკენ მოწოდება, - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. თამარ ხულორდავას თქმით, სახელმწიფო ძალადობას არ დაუშვებს. "პოლიციამ ძალიან სწორად იმოქმედა 14 ივნისს. იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ საღ გონებას , სიმშვიდეს და გავემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას. მგონი, დროა ვიფიქროთ ვის აძლევს ხელს ამ დაძაბულობის შემოტანა ქართულ სივრცეში... Читать дальше...

სახალხო დამცველი მისი მოადგილეების მიმართ მუქარის გამოძიებასაც ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებას ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე.  გამოძიების დაწყების შესახებ შსს-მ 16 ივნისს განაცხადა. სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებსაიტზე 17 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მოჰყვა მის მოწოდებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვისკენ „ქვეყანაში 18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სახალხო დამცველი... Читать дальше...



პავლე ჯაფარიძე შინ - უცხოეთში. ქლორიანი წყლის სიყვარული

Radiotavisupleba.ge 

პროფესიონალ წყალბურთელს - გერმანიაში, მაგდებურგის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელს და პოეტს,  პავლე ჯაფარიძეს - "სულით თავადს და ფეტიშისტს, მხოლოდ აუზის ქლორი იზიდავს" და რაჭაში, მდინარეში შესვლა ენატრება. მაგდებურგში პავლეს ვესტუმრეთ, მისი კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები გავიცანით და საყვარელი კნაიპეც მოვინახულეთ. ევროპამოვლილმა სპორტსმენმა გვითხრა: "ყოველთვის მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას".

პავლე ჯაფარიძე - ქლორიანი წყლის სიყვარული

Radiotavisupleba.ge 

პროფესიონალ წყალბურთელს - გერმანიაში, მაგდებურგის წყალბურთელთა გუნდის მწვრთნელს და პოეტს,  პავლე ჯაფარიძეს - "სულით თავადს და ფეტიშისტს, მხოლოდ აუზის ქლორი იზიდავს" და რაჭაში, მდინარეში შესვლა ენატრება. მაგდებურგში პავლეს ვესტუმრეთ, მისი კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები გავიცანით და საყვარელი კნაიპეც მოვინახულეთ. ევროპამოვლილმა სპორტსმენმა გვითხრა: "ყოველთვის მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას".

"თავისუფლების #კითხვები": როგორ იქმნება ყალბი საზოგადოებრივი აზრი?

Radiotavisupleba.ge 

ტროლები ერთი ადმინისტრატორის მიერ მართული ფეისბუკერები არიან, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ და სხვის იდენტობას იპარავენ ყალბი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. რამდენად დიდია მათი გავლენა და არსებობს თუ არა მათი გაშიფვრის რაიმე ხერხი, გაიგეთ ამ კვირის "თავისუფლების კითხვებში".

ვისაც რა შეეძლო - მოხალისეები ივნისის ამბებს იხსენებენ

Radiotavisupleba.ge 

2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაზარალდა ათასზე მეტი ადამიანი, ზოოპარკში ცხოველები დაიხოცა... ამავე დროს ეს თარიღი ბევრისთვის ახალგაზრდების გაერთიანების და სპონტანური სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითად იქცა. სტიქიის შედეგების დასაძლევად უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში - ზოგი დაზარალებულ ოჯახებში საკვებს ეზიდებოდა, ზოგი მდინარე ვერეს ხეობას წმენდაა, ვისაც ფიზიკური შრომა არ შეეძლო - სხვა მოხალისეებს ეხმარებოდა.

ლევან ვასაძის მიერ "სახალხო ლეგიონის" შექმნის გამო გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, გაწევრიანებას, მონაწილეობას, ან უკანონო ფორმირების სასარგებლოდ საქმიანობას. Читать дальше...

თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

თბილისში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.“ მისი ორგანიზატორები არიან „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და „ახალი ეკონომიკური სკოლა.“ კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები, სამხედრო და ჰიბრიდული გავლენები, კულტურა, ნორმები და ფასეულობები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. კონფერენციაზე მსოფლიოში პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებული ექსპერტები განიხილავენ რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიას... Читать дальше...

დავით სერგეენკომ შესაძლოა, მინისტრის თანამდებობა დატოვოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება. მისი ინფორმაციით, აშშ-დან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავით სერგეენკოს 16 ივნისს, დღის ბოლოს შეხვდა. ინფორმაცია, რომ დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს, 14 ივნისს, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმაც,“ თუმცა, ეს სამინისტროს პრესსამსახურში არ დაუდასტურეს. Читать дальше...

აბა ვის გახსოვთ მაშინ ლევან ვასაძე სადმე აქციაზე გამოსული? არავის, რადგან მაშინ დავალება არ ქონია

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი ნინო ჯღაკავა სოციალურ ქსელში ლევან ვასაძის მიზნების შესახებ საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს: “თუ ჟურნალისტიკის და პიარის რამე მესმის დავდებ ჩემს პროგნოზს, დაიმახსოვრეთ და გაიხსენეთ ეს პოსტი! 2012 წლის მერე ყოველი წლის 17 მაისს ლგბტ თემი აღლუმს ან აწყობდა ან მცდელობა ქონდა, დაძაბულობებიც გვახსოვს, მამაოების ჩართულობაც, გამიშვი გამატარეც და საბოლოო ჯამში ვერ ახერხებდნენ ტაშფანდურას და პროპაგანდას, […]

Читать дальше...

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიასა და საფრანგეთში გამართავს ვიზიტს მომვალ კვირაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტის რანგში თავის პირველ ვიზიტს გამართავს გერმანიასა და საფრანგეთში. ევროპის ამ ქვეყნებში სტუმრობისას მისი მიზანია ქვეყანაში რეფორმების წინსვლა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტებთან კონფლიქტის მოგვარება. ზელენსკი ჯერ პარიზში ჩავა და ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება 17 ივნისს. მეორე დღეს ის უკვე ბერლინში, ბელვიუს სასახლეში გერმანიის პრეზიდენტს,  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მოელაპარაკება. ყოფილმა კომიკოსმა, ზელენსკიმ... Читать дальше...



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


Людмила Самсонова

Самсонова поддержала Андрееску после победы над ней в финале турнира в Хертогенбосхе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Frustrated England stars including Kane and Bellingham consoled by Wags and family in stands after tame Denmark draw



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России