Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2019

Новости за 12.08.2019

ფოთში ჩვილზე ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ, ძიძა გამოკითხვაზე იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

„ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს. ვიკითხე, ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო? სამი სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა“, - წერს Facebook-ზე მშობელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ძიძა მის ჩვილზე ძალადობდა.  ვიდეოჩანაწერში, რომელიც მშობლის თქმით, ფარულად არის გადაღებული, სავარაუდოდ, ბავშვის ცემის ხმა და შეძახილი („ჭამე!“) ისმის.  ვიდეოში ბავშვთან უხეშად მოპყრობის სხვა კადრებიც ჩანს. პოლიციამ უკვე გამოკითხა მშობელი.  როგორც შინაგან... Читать дальше...

მხილებულია 6 არასრულწლოვანი ბახმაროს თეატრის კედლების და ინვენტარის დაზიანების საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს ცნობით, ბახმაროს თეატრის შენობაში დააზიანეს დარბაზის შიდა კედლები და რამდენიმე სავარძელი. მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა. როგორც გამოძიება იუწყება, ამ საქმეზე მხილებულია 6 არასრულწლოვანი. ისინი კურორტში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.  გამოძიების ცნობით, მხილებული მოზარდები არიან: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ. Читать дальше...

ნაცებმა შემოგვითვალეს, For.ge-ს ვიყიდით, ოღონდ, ისევ თქვენ უნდა აკეთოთ (რა თქმა უნდა, მათი კარნახით)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი 2011 წელს იხსენებს, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ კრიტიკული მედიასაშუალება PRESA.GE წაართვა. “2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა. გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოტანა აკრძალულია, მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს. არასამთავრობოები არაფერს იმჩნევენ, ე.წ. ჟურნ. ეთიკის ქარტიას ზვიად ქორიძე განაგებს, სოროსის ფონდში მედია-გრანტებს ალ. ელისაშვილი გასცემს, ღირსებისა და […]

Source



„შენ ან მოკვდები, ან - არა“ - ფოტოგრაფის სურათები დონბასის ფრონტის ხაზიდან

Radiotavisupleba.ge 

ანდრეი დუბჩაკი, ალბათ, ერთადერთი ფიტოჟურნალისტია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დროიდანვე იღებს სურათებს. ამ ფოტოგალერეისთვის მან, თავისი აზრით, ყველაზე ფასეული მოგონებები შეარჩია. ​„ეს სამხედრო პირი ედუარდ ფიოდოროვია. საზღვაო ქვეითი იყო. ეს სურათი 2018 წლის მარტში გადავიღე, როდესაც ის წინა ხაზისკენ მიწევდა მეგზურობას მარიუპოლის მახლობლად. მთხოვდა, რომ სახსოვრად რამდენიმე ფოტო მიმეცა, 27 ივნისს კი მას სასიკვდილო ტყვიამ უწია. ხუთი დღის განმავლობაში იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად - უშედეგოდ. Читать дальше...

დიდგორობა ბათუმში „ქართული მარშის“ გარეშე აღინიშნა

Radiotavisupleba.ge 

დიდგორობა ბათუმში აქცია-მსვლელობით აღინიშნა. აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლისკენ დროშებითა და ტრანსპარანტებით გაემართნენ. ისინი დიდგორობის ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად დაკანონებასა და 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას მოითხოვდნენ. ბათუმში იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მან თქვა, რომ დღესასწაულს ორგანიზატორების მიწვევით შეუერთდა და დიდგორობა, როგორც „ისტორიის ოქროს ფურცლის“ მარადიული ხსოვნა, სახელმწიფო დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს. ​დიდგორობის ოფიციალურ... Читать дальше...

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მოგება-წაგებით გახსნეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ოლიმპიურ აუზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ანგარიშზე თითო მოგება და წაგებაა. ქართველმა ჭაბუკებმა, პირველ ტურში რუმინელ თანატოლებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დღეს ჩერნოგორიასთან წააგეს - 5:9. სოსო მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი B ჯგუფში გამოდის და ერთადერთი თამაში დარჩა გასამართი, საბერძნეთთან, რომელიც ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია. საქართველოსა და საბერძნეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 13 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატი 18 აგვისტომდე გაგრძელდება. Читать дальше...

რაზმაძის გარდაცვალების გარემოებებზე ლიბიიდან შედეგებს ელოდებიან უახლოეს დღეებში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. როგორც სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ლიბიიდან გამოძიების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გარდა ამისა, რაზმაძის გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით მუშაობას აწარმოებს საქართველოს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სხეულის ხრწნის გამო ვერ მოხერხდა... Читать дальше...

გროზნოში მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის თანამდებობიდან დაითხოვეს სტადიონის თანამშრომელი

Radiotavisupleba.ge 

გროზნოში თანამდებობიდან დაითხოვეს სტადიონ „ახმატ არენას“ თანამშრომელი, რომელმაც ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით მთელი სტადიონის გასაგონად მსაჯს უწოდა „თხა“ (რუსულად „კოზიოლ“) . ინცინდენტი მოხდა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩის დროს, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ „ახმატი“ და „სპარტაკი“. მაყურებლის აღშფოთება დაიწყო მატჩის 82-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა ალექსეი სუხინმა, უხეშად თამაშის გამო მოედნიდან გააძევა „ახმატის“ მოთამაშე აბლაია მბენგა, უცნობმა ხმამ, რომელიც წააგავდა „ახმატის“ პრეზიდენტის მაგომედ დაუდოვის ხმას... Читать дальше...



დიდგორობა ბათუმში ქართული მარშის გარეშე მსვლელობით აღინიშნა

Radiotavisupleba.ge 

აქციის ძირითადი მოთხოვნა იყო 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადება და მომავალში დიდგორობის თარიღის ოფიციალურად საზეიმოდ აღნიშვნა. ამ მოთხოვნით ქარტია ორგანიზატორებმა აქციაზევე გაავრცელეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგროც აქციის ორგანოზატორმა ვატო მებურიშვილმა უთხრა რადიო ტავისუფლებას, წელს დიდგორობას არ შეუერთდნენ ქართული მარშის წევრები, რომლებიც დიდგორობის ბათუმურ მსვლელობაში შარშან მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი აქცია აპოლიტიკური და საზეიმო იყო.

ვოლსკი ხაზარაძის გეგმებზე: პარტიის შექმნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ეს ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით. ხაზარაძემ ახალი მოძრაობის სექტემბერში დაფუძნება კიდევ ერთხელ დააანონსა 12 აგვისტოს. გია ვოლსკის შეფასებით, ამ ეტაპზე პოლიტიკოსებისგან სწორი არ არის „ამ თემაში შესვლა“ და პროგნოზების გაკეთება.   „2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ იცის. მე არ მგონია... Читать дальше...

რუსეთში დღეს დაკრძალეს არხანგელსკში დაღუპული „როსატომის“ გამომცდელები

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ საროვში 12 აგვისტოს დაკრძალეს არხანგელსკის ოლქში, ერთ-ერთ ბირთვულ პოლიგონზე ცდების დროს დაღუპული კორპორაცია„როსატომის“ ხუთი თანამშრომელი. ქალაქში კი ორდღიანი გლოვა მიმდინარეობს.   იუწყებიან, რომ დაღუპულ გამომცდელებს სახელმწიფო ორდენებზე წარადგენენ. ამის შესახებ ადგილობრივ ეთერში განაცხადა რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის დირექტორმა, ვალენტინ კოსტიუკოვმა. მან დააზუსტა, რომ აფეთქება მოხდა არა პოლიგონის გრუნტოვან ნაწილში, როგორც ეს რუსეთის სამხედრო უწყებამ მანამდე განაცხადა, არამედ თეთრი ზღვის აკვატორიაში. Читать дальше...

რომან გოცირიძე: ხაზარაძემ არ უნდა შექმნას ფულიანების პარტია

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში საკმაო წარმატებას უწინასწარმეტყველებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. მას ეჭვი არ ეპარება, რომ „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ 12 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაანონსებული მოძრაობა 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება. როგორც რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას „ქართული ოცნების“ მიერ გაწბილებული ამომრჩევლები დაუჭერენ მხარს. „ხაზარაძეს აქვს საკმაო სოციალური კაპიტალი, აქვს დიდი ფინანსური... Читать дальше...

პროტესტის 54-ე დღეს „ოცნების დანაშაულებზე" ისაუბრებენ

Radiotavisupleba.ge 

„სისტემამ ომი გამოუცხადა გავრილოვის ქვეყანაში შემოყვანისა და ოკუპაციის წინააღმდეგ გაერთიანებულ ადამიანებს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოებით ამართლებს მათ დაკავებასა და სისხლის სამართლის უმძიმესი მუხლებით გასამართლებას", - ამბობენ პროტესტის 54-ე დღეს ორგანიზატორები.  12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გადაცემა #სირცხვილიას პირველი ბლოკის სტუმარი იქნება ბიოლოგი ლევან ბუთხუზი, თემით, „გავრილოვის პატიმრები". მეორე ბლოკის სტუმარი იქნება პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, რომელიც ილაპარაკებს „ქართული ოცნების"... Читать дальше...

დვალი და აქიმიძე: განწირულია ივანიშვილის სურვილი

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება  „ნაციონალური მოძრაობის“ გზას დაადგა და ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გზით „სამართლებრივი ბრძოლის გართულებას“, - აცხადებენ ტელეკომპანიის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მათი შეფასებით, დაგეგმილია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მფლობელისთვის. დვალი და აქიმიძე აფრთხილებენ ტელეკომპანიის პოტენციურ მყიდველებს, რომ ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები, რადგან „რუსთავი 2“ თავის დროზე სრულიად უკანონოდ წაართვეს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს... Читать дальше...

საპატრიარქო: ყინწვისის ტაძარში იატაკის თვითნებური გამოცვლა გაუმართლებელია

Radiotavisupleba.ge 

"საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე", - წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტის თანახმად, მიუხედავდ იმისა, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, იატაკის შეცვლამ ძეგლის დაზიანება არ გამოუწვევია, უნებართვო, თვითნებური ქმედება „ყოვლად გაუმართლებელია“. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი... Читать дальше...

გამოქვეყნდა “შინდისის” პირველი ოფიციალური ტრეილერი

Radiotavisupleba.ge 

რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის “შინდისის” პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, „ოსკარზე“ საქართველოდან დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმი, „შინდისი“ გაიგზავნება და ის მონაწილეობას მიიღებს კონკურსში - საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში. დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი. შინდისთან ბრძოლაში შვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! – მამუკა ხაზარაძე სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს

News.ge 

ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის! – “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სექტემბრიდან გააქტიურებას აანონსებს. ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქვეყანას ღირსება უნდა დაუბრუნდეს. მისი თქმით, ქვეყანა არ იმსახურებს იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც ის ახლაა. “ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული ...

ნიკა ანთიძე უშგულის აქციას ეხმიანება

Radiotavisupleba.ge 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, რომ სვანური კოშკების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქციებით ეს პროცესი ვერ დაჩქარდება. ნიკა ანთიძე: „21 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლა სვანეთში და 30 ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი მზადდება, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ სვანეთში არაფერი კეთდება. 160 ძეგლს სჭირდება გადაუდებელი სამუშაოები. ერთიანად ამ 160 ძეგლის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება ვერც ადამიანური და ვერც ფინანსური რესურსებით. ჩაქსელიანების კოშკის თაობაზე ვანგარიშობთ... Читать дальше...

12 აგვისტო - გორის უახლესი ისტორიის მძიმე ფურცელი

Radiotavisupleba.ge 

11 წლის წინ ალეკო როშნიაშვილი გორის ჰოსპიტალთან ახლოს იმყოფებოდა, როცა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა. ხმა ცენტრალური მოედნის მხრიდან მოდიოდა და ალეკოც იქით გაიქცა, მოედანზე მისულს კი ადგილზე ბევრი დაჭრილი და დაღუპული დახვდა.


Музыкальные новости
Сергей Шнуров

Mash: лидер «Ленинграда» Шнуров задолжал ФНС более 4,5 млн рублей





Rss.plus
Актёр

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве




Акция «Лес будущего» прошла в Дмитровском городском округе

Ушел из жизни журналист, заслуженный работник культуры Российской Федерации, ветеран магаданского радио Георгий Яковлевич Радченко

Грядет аномальное лето: что ждет различные регионы России с июня по август

В «Спартаке» рассказали о потерях перед матчем с «Рубином»




"საქართველოს რკინიგზამ" თანამშრომლებთან მედიაციის პროცესი დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

"საქართველოს რკინიგზაში" მედიაციის პროცესი დაიწყო.მოლაპარაკების პროცესზეა დამოკიდებული გაიფიცებიან თუ არა რკინიგზის თანამშრომლები. 12 აგვისტოს მედიატორი რკინიგზის ადმინისტრაციას შეხვდა, შემდეგ კი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა და ამ პროცესში მხარეებს ერთმანეთის არგუმენტები გააცნო.  რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცესი ითვალისწინებს, მოლაპარაკებების გამართვას და ორივე მხრიდან მომლაპარაკებელი პირების შერჩევას. Читать дальше...

ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი – ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება

News.ge 

პირადად შენ, პაატა სალია, დახურე “რუსთავი2“ და ამიტომ აუცილებლად აგეხევა სახე – გპირდები! – ამ განცხადებით “რუსთავი2“-ის ყოფილმადირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის მოქმედ დირექტორს პაატა სალიას მიმართა. გვარამიამ სალიას და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ქიბარ ხალვაშის ბრალდებებს ამავე ტელევიზიის ეთერში უპასუხა. “ვერაფერს გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი “ქოცები“ წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ. შენს ფეხქვეშ ...

მამუკა ხაზარაძე: შევეშვათ წარსულის კრიტიკას, ვიმოძრაოთ მომავლიკენ

Radiotavisupleba.ge 

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგ განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. მოძრაობის დაფუძნებას მამუკა ხაზარაძე სექტემბერში აპირებს.  მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა და ღირსების დაცვა იქნება. მამუკა ხაზარაძის სიტყვებით “ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება”. მისი სიტყვებით მცირე ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც... Читать дальше...

პაატა შავაძე ნაზი ჯანეზაშვილს: “თქვენ нквд-ს მეთოდებით აწარმოებთ ადამიანების დაკითხვას”

News.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებასნ აგრძელებს. ადვოკატ პაატა შავაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე წარიმართა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებმაგააღიზიანა. საბჭოს არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, მისი აზრით, რა გააკეთა მიხეილ ჩინჩალაძემ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. პაატა შავაძემ განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა უფრო მეტად პოზიტიური განცხადებები უნდა გააკეთოს, თუნდაც მაგალითისთვის იმასთან დაკავშირებით, რა... Читать дальше...

ნიკა გვარამია: ხალვაში და სალია ვერ იცხოვრებენ საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშსა და პაატა სალიას ჰპირდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ისინი საქართველოში ვერ იცხოვრებენ. ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 12 აგვისტოს გააკეთა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ისტორია სწორედ ქიბარ ხალვაშისა და პაატა სალიას ხელით დასრულდა. შესაბამისად, გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დაჭერა ელის, ხოლო პაატა სალია იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა. Читать дальше...

პაატა სალია: კომპანიის შემოსავლები მცირდებოდა - მენეჯმენტი იღებდა პრემიებს

Radiotavisupleba.ge 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შემოსავლები კი მცირდებოდა, თუმცა ზარალის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით ლარის პრემიებს იღებდა. „წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში... Читать дальше...



Москва

NYT: встреча Путина и Си Цзиньпина показала непоколебимость поддержки РФ Китаем


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Булат Окуджава

Самарцы исполнили стихи и песни Булата Окуджавы




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ

Новыми соперниками тульского АКМ станут команды из Магнитогорска, Москвы и Нижнего Новгорода

Вау-эффект. Как будут выглядеть четыре стадиона Москвы после реконструкции


ATP

Теннисист Медведев может потерять свое место в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Синоптик Тишковец: в Москве ожидается небольшая облачность 19 мая



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России