Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2019

Новости за 17.08.2019

ჰონგ-კონგში 50 ათასამდე ადამიანმა გამართა საპროტესტო მარში

Radiotavisupleba.ge 

17 აგვისტოს ათიათასობით ადამიანი გავიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში, მიუხედავად ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების გაფრთხილებისა. ქალაქში გრძელდება დემოკრატიული მოძრაობის ყოველდღიური დემონსტრაციები, რომლებიც მე-11 კვირა მიმდინარეობს. შაბათს დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მარშში, რომელმაც, ჟურნალისტების თანახმად, ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა ალაგ-ალაგ იყო შეტაკებები პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. საღამოს დემონსტრანტები მონგ-კოკის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ. Читать дальше...

რუსეთში აქტივისტებმა ერთკაციანი პიკეტები გამართეს თავისუფალი არჩევნების მოწოდებით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში აქტივისტებმა ერთკაციანი საპროტესტო პიკეტები გამართეს თავისუფალი არჩევნების მოწოდებით, რათა გვერდი აეარათ არასანქცირებული თავშეყრის შესახებ კანონისთვის. ინდივიდუალური დემონსტრანტები ერთმანეთისგან სულ მცირე 50 მეტრზე განლაგდნენ სამ სხვადასხვა ადგილას მოსკოვის ცენტში. მათ ხელში ეჭირათ საპროტესტო ბანერები მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციონერ კანდიდატთა დაშვების მოთხოვნით. ზოგიერთი დემონსტრანტი ასევე გამოვიდა მოწოდებით, ბრალდება მოეხსნათ იმ პირებს, რომლებიც წინა არასანქცირებული დემონსტრაციების დროს დააკავეს. Читать дальше...

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 7 მოქალაქის დაკავების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. მათი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.   იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო... Читать дальше...



ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

News.ge 

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე აცხადებს. „ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, -წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს რამდენიმე... Читать дальше...

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

News.ge 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას, სავარაუდოდ, 7 ადგილობრივი მამაკაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებულებს შორის ყველაზე უმცროსი 18 წლისაა. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე ფლობენ და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებულია სავარაუდოდ, 7 ადგილობრივი. ყველა უწყებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გვექნება, დეტალებზე საუბარი რთულია”... Читать дальше...

ჯერჯერობით უცნობია საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქის ადგილსამყოფელი

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე: გერკეული, ნასყიდაშვილი, ელიაური, ბაინდურაშვილი, ვარდანაშვილი, გერკეული და მიღრიჯანაშვილი. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ინფორმაციას ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერია. როგორც გორის ვიცე-მერმა, ერასტი ელიჯარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში გაემართნენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. Читать дальше...

ოკუპანტებმა დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ინფორმაციას ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ახალუბანში ტარიელ ვათიაშვილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.



რუსთაველის გამზირზე პროტესტის 59-ე დღეს მორიგი აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო  პროტესტის 59-ე დღეს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს სიტყვით „სირცხვილიას“ ორგანიზატორები მიმართავენ. აქციის მოთხოვნები უცვლელია. პარლამენტის წინ შეკრებილები აპროტესტებენ ისეთ მოცემულობას, როგორიცაა: გიორგი გახარია ისევ შს მინისტრია 18 ადამიანი უკანონოდაა დაკავებული გავრილოვის ღამის შემდეგ რუსეთმა საოკუპაციო ხაზი ისევ გადმოწია და გუგუტიანთკარსაც ვკარგავთ აქცია პარლამენტის წინ 22 საათამდე გასტანს.

გორის მაჟორიტარი ხუმრობს: ვუთხარი და უკან წავლენ [რუსები]

Radiotavisupleba.ge 

„აი, ნახავთ, ხვალიდანა უკან წავლენ, მე რომ აქ ამოვედი“,- ასე უპასუხა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „ვუთხარი უკვე და წავლენ უკანა“, - თქვა იოსებ მაკრახიძემ და ასევე ხუმრობით უპასუხა შეკითხვას, მიზანშეწონილია თუ არა გორის მერის შვებულებაში ყოფნა მაშინ, როდესაც გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს: „თუ მერის ამოსვლა რუსებსა ცხინვალამდის გადაიყვანდა, უფრო ადრე უნდა ამოსულიყო“,- თქვა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ.

რაულ ხაჯიმბა: "აეროპორტის გახსნას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება"

Radiotavisupleba.ge 

16 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას წელიწადნახევარი დასჭირდება, საზღვაო მიმოსვლისას კი - ერთი წელი.

დავით ზალკალიანი: ხელი პულსზე გვიჭირავს, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს

Radiotavisupleba.ge 

ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი იმისთვის, რომ აქ არსებული სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთლიანად დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით მაქსიმუმი კეთდება: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიურმა კორპუსმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი რესურსი არსებობდა... Читать дальше...

გიბრალტარში დაკავებული ირანის სანავთობო ტანკერი მზადაა 1-2 დღეში დატოვოს ნავსადგური

Radiotavisupleba.ge 

გიბრალტარში დაკავებული ირანის სანავთობო ტანკერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გემი მზადაა, „24-დან 48 საათამდე“ დროში დატოვოს ნავსადგური, მიუხედავად აშშ-ის მიერ უკანასკნელ წუთში განხორციელებული მცდელობისა, დააკავოს ის. რიჩარდ დე ლა როსამ, Astralship-ის მმართველმა დირექტორმა, 17 აგვისტოს განაცხადა, რომ მიმდინარეობს ლოგისტიკური მზადება და უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ახალი ეკიპაჟი გადაიბარებს გემს, რომელზეც 2,1 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი იმყოფება. სუპერტანკერი Grace 1 ერთ თვეზე მეტი ხნის წინ დააკავეს გიბრალტარში... Читать дальше...

ბახტაძე: წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წეროვანში დაათვალიერა სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა. კომპლექსი განკუთვნილია სამხედრო პირებისთვის და მათ საშუალებას მისცემს მკურნალობა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წეროვანში განაცხადა, ცენტრში გრძელვადიანი რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს: „ეს იქნება მსგავსი... Читать дальше...

პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში მეთევზეებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს, 17 აგვისტოს, იგი ფოთში ჩავიდა და შეხვდა მეთევზეებს, რომლებთანაც თევზჭერისა და თევზის რეწვის სფეროში არსებულ პრობლემებზე და შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა. „ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სოფლებში, ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო ვერ ახერხებენ პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან. Читать дальше...

17 აგვისტოს ოდესის სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა

Radiotavisupleba.ge 

17 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ოდესის სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, იტყობინება უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკში თავის გვერდზე დაწერა, რომ დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია. საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანახმად, ხანძარი ნაშუაღამევს გაჩნდა. განცხადებაში არაა ლაპარაკი ხანძრის მიზეზებზე და იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს სასტუმროში. სასტუმრო Tokyo Star-ში 273 ოთახია. Читать дальше...

გარდაიცვალა კინომსახიობი პიტერ ფონდა

Radiotavisupleba.ge 

79 წლის ასაკში გარდაიცვალა საკულტო ფილმის, Easy Rider-ის მთავარი გმირი პიტერ ფონდა. როგორც როიტერსი იტყობინება მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით, სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის უკმარისობა ფილტვის კიბოს ფონზე. პიტერ ფონდა არის მსახიობთა დინასტიის დამაარსებლის, გამოჩენილი კინომსახიობის, ჰენრი ფონდას ვაჟი. სამსახიობო კარიერის მანძილზე უმცროსმა ფონდამ ორი „ოქროს გლობუსი“ მიიღო და ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“.

„20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრების" წარმომადგენლები  გუგუტიანთკარში  ჩავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

ახლად შექმნილი აპოლიტიკური მოძრაობის „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“ დამფუძნებლები და მხარდამჭერები გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში ადგილზე ეცნობიან ვითარებას. მოძრაობის შექმნის ინიციატორის, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კოტე კემულარიას განცხადებით, გუგუტიანთკარი დღეს ყველაზე ცხელი და ყველაზე მტკივნეული წერტილია საქართველოში და საჭიროა იმ ხალხის გამხნევება, ვინც არ უშინდება ოკუპანტების თარეშს და დაუსჯელობას: „უკვე შეღობილის აღების შანსი მთავრობას არ აქვს... Читать дальше...

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის შვიდი სპორტსმენი დროებით ჩამოაშორა შეჯიბრებებს

Radiotavisupleba.ge 

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) რუსეთის შვიდი სპორტსმენი დროებით ჩამოაშორა შეჯიბრებებს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. მათ შორის არიან მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი დმიტრი ლაპიკოვი, ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები ადამ მალიგოვი და მაქსიმ შეიკო, ევროპის ორგზის ჩემპიონი ნადეჟდა ევსტიუხინა. გადაწყვეტილება მიღებულია იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან. როგორც ივლისში გახდა ცნობილი, WADA-ს ეჭვი აქვს... Читать дальше...


Музыкальные новости
Карди Би

Карди Би заявила, что в этом году не выпустит альбом





Rss.plus
Эвелина Блёданс

Эвелина Блёданс с сыном подарила сказку детям из «Вертикали»




Под Тулой для кота-инвалида напечатали протез на 3D-принтере

Музейная «Пушкиниана», миры Бажова и семейный калейдоскоп: «Областная газета» представляет гид по Ночи музеев в Свердловской области

Кинолог Голубев: йога со щенками должна выйти из «серой зоны»

В ЖК «Резиденции Сколково» Одинцовского округа построят два новых жилых корпуса




მტკვარში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

Radiotavisupleba.ge 

ორი დღის წინ მტკვარში დაკარგული 37 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დაიწყო 17 აგვისტოს რუსთავის ცენტრალური ხიდის აღმოსავლეთით. შს სამინისტროს საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან მიმდინარეობს. "მუშაობენ როგორც ცალკეული მყვინთავები, ასევე ვეძებთ გასაბერი ნავით", თქვა საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა. მტკვრის გაყოლებაზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიციის ჯგუფებიც. პოლიციის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადეს... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძე: „გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს“

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ - ბოტებია“, - წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. ფეისბუკ-პოსტში იგი ამბობს, რომ ვრცელდება  ვითომდა მის მიერ გაკეთებული განცხადებები და იქმნება  გვერდები, რომელთანაც მას საერთო არ აქვს. „იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე. მისი შეფასებით, ტროლ -... Читать дальше...

სამინისტრო - მოვუწოდებთ „ანაკლიის კონსორციუმს" წარადგინოს „კონტი ჯგუფის" ჩანაცვლების გეგმა

Radiotavisupleba.ge 

„მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე“, - აღნიშნულია  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება უწყების გამოხმაურებაა ინფორმაციაზე  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“... Читать дальше...

მოსკოვში იმართება კომუნისტების მიტინგი და დამოუკიდებელ კანდიდატთა მხარდამჭერი აქციები

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე, დაიწყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიტინგი პატიოსანი არჩევნებისთვის. აქციისთვის შეტანილია განაცხადი 60 მონაწილისთვის, იმდენივესთვის, რამდენიც მოგროვდა ერთი კვირის წინ იმავე ადგილზე გამართულ მიტინგზე, რომელიც დაურეგისტრირებელმა ლიბერტარიანულმა პარტიამ მოაწყო. პარალელურად ბულვარის წრეზე დღეს დაიწყება ერთკაციანი პიკეტების სერია მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატებისა და 27 ივლისის არეულობებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილთა მხარდასაჭერად. Читать дальше...

დავით ბაქრაძე გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესის გასაპროტესტებლად ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

„სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა",- განაცხადა სოფელ გუგუტიანთკარში "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი აზრით, ააუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი  რესურსი ოკუპაციის შეჩერებისკენ იქნას მიმართული. "დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესია... Читать дальше...

ნიკა გვარამიამ ერთი რამ თქვა და ორი ტყუილით, ახალი ტელევიზია დავარეგისტრირეთო? 

Marshalpress.ge (მარშალ) 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ნიკა გვარამიას სიცრუეში ამხელს: “ნიკა გვარამიამ ერთი რამ თქვა და ორი ტყუილით, ახალი ტელევიზია დავარეგისტრირეთო?  ჯერ ერთიც, ტელევიზია არა – შპს ზეა საუბარი, რომელიც შეუძლია ყველას, ვინც მივა საჯარო რეესტრში და გადაიდის 180 ლარს და მეორე და მთავარი, გუშინ (16 აგვისტოს) კი არა, პირველ მარტსაა კომპანია დარეგისტრირებული (რომელიც კარგად ჩანს საჯარო რეესტრის […]

Source



Москва

Актер из «Папиных дочек» пропал в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Игорь Бутман заявил, что Пугачева ему безразлична, и назвал ее ЖКП




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ярославское шоссе стало лидером сезонного спроса на спортивные площадки в коттеджных комплексах

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор

В Москве пройдет заплыв «Кубок Чемпионов» от организаторов Swimcup. В старте, который пройдет в гребном канале «Москва», примут участие более 1000 пловцов


WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Турнир по шашкам пройдет в центрах московского долголетия



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России