Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2020

Новости за 26.03.2020

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე 100-მდე ადამიანი შეამოწმეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბოლნისისა მარნეულის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის შემდეგ 100-მდე ადგილობრივს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ და 100-მდე ადამიანს აუღეს შესაბამისი ნაცხი და ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული გვაქვს პასუხები", - თქვა მინისტრმა. ერთ-ერთ შემთხვევაზე მან დღევანდელ ბრიფინგზეც ისაუბრა. საქართველოში ინფიცირებული 79 ადამიანიდან ერთი ფეხმძიმე ქალია. Читать дальше...

ზუგდიდში საქველმოქმედო აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა. მოქალაქეები ჯგუფურად შეგროვდნენ, ისე რომ დისტანცია არ დაუცვიათ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომლის მოწოდების მიუხედავადაც, მოქალაქეებმა წესრიგი არ დაიცვეს. აქცია „ახალი ლიდერების“ ინიციატივითა და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ჩატარდა. „ახალი ლიდერების“ წარმომადგენელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არეულობა მოქალაქეებმა შექმნეს, რადგან ისინი წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ. Читать дальше...

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში  2-ით გაიზარდა და 79-ს მიაღწია. 2 ახალი შემთხვევიდან ერთია ორსული ქალი, რომელსაც  ვირუსი სწრაფი ტესტირების გზით, ბოლნისში დაუდგინდა. STOPCOV.Ge-ის თანახმად, 79 შემთხვევიდან 10 გამოჯანმრთელებულია. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია-4346, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ-247 ადამიანი.



27 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.48 ლარი ღირს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. 27 მარტისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი - 3.4842  ლარი (26 მარტი - 3.4576​); 1 ევრო - 3.8159  ლარი (26 მარტი - 3.7370) 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1650 ლარი (26 მარტი - 4.1190); 100 რუსული რუბლი - 4.4618 ლარი (26 მარტი - 4.4135); 1 თურქული ლირა - 0.5415 ლარი (26 მარტი - 0.5389). 26 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.4550 ლარი. 26 მარტს ზოგი კომერციული ბანკის გაცვლითი კურსი... Читать дальше...

პაატა იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე: არ არის ახლა პიარის დრო

Radiotavisupleba.ge 

"არ არის ახლა პიარის დრო და ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს ამისი დრო. ხო შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ერთ-ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ მოსახლეობის ასეთი შეკრება, ამდენი შეგნება და ტვინი ხო ყველა უნდა ჰქონდეს?!," - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზუგდიდში ჩატარებულ საქველმოქმედო აქციას. ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა. Читать дальше...

ფოთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათო ამანათები გადეცემათ

Marshalpress.ge (მარშალ) 

აღნიშნულ პროცესს დღეს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. თხუთმეტივე საჯარო ბაღში დაიწყო აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათების გაცემა. სასურსათო ამანათები გამზადებულია რეგისტრირებული 1904 ბავშვისთვის. ბაღების ადმინისტრაციას ჰქონდა მშობლებთან კომუნიკაცია და ისინი შესაბამისი გრაფიკების მიხედვით ახორციელებენ მათ გატანას, ამით კი ვახერხებთ სოციალურ დისტანცირებას. პროდუქტების გაცემის დროს დაცულია კორონავირუსის... Читать дальше...

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ტესტებზე კერძო კლინიკებში ფიქსირებული თანხა იქნება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოთხ კერძო კლინიკას კორონავირუსის სწრაფი ტესტების ჩატარებისა და PCR ტექნოლოგიების განხორციელების უფლება მისცეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კომპანიების მხრიდან იმ ფასების დაფიქსირებას, რომელიც უკვე იყო საქართველოში. ჩვენ, ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება ფასების ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ექიმის დამადასტურებელი ცნობა"... Читать дальше...

ხუთშაბათს ევროპისა და აზიის საფინანსო ბირჟებზე კურსებმა კვლავ ვარდნა იწყო

Radiotavisupleba.ge 

ხუთშაბათს ევროპისა და აზიის საფინანსო ბირჟებზე კურსებმა კვლავ ვარდნა იწყო. ინვესტორების ყურადღების ცენტრშია ეკონომიკისთვის კორონავირუსის კრიზისის გამო მოსალოდნელი გამანადგურებელი ეფექტი. ეკონომიკის ზრდის კურსის მკვეთრი შემცირება იგრძნობა სინგაპურში, რომლის ეკონომიკა მსოფლიო ვაჭრობის სიჯანსაღის ბარომეტრად მიიჩნევა. მკვეთრად დაეცა დოლარის კურსი მთავარ კონკურენტ ვალუტებთან მიმართებაში. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი... Читать дальше...



რთული სცენარებისთვის ვემზადებით, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ

News.ge 

ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჟურნალისტებს განუცხადა. სესიაშვილმა იმ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, რომლებიც საკარანტინო ზონაში მუშაობენ, მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პოლიციელები და ჯარისკაცები ყველა შესაბამისს წესს ზედმიწევნით ასრულებენ და ამასთან, მაქსიმალურად არის დაცული მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. „ჩვენი ჯარისკაცები და... Читать дальше...

ბოლნისში სწრაფი ტესტით ახალი კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს 22 კვირის ორსული, რომელსაც ახალ კორონავირუსი სწრაფი ტექსტით დაუდასტურდა ბოლნისში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, ქალს ჩივილები არ აქვს, აღენიშნება დაბალი ტემპერატურა: „პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, რაც შემოიყვანეს და ახლა გამოკითხვის და კვლევის პროცესში ვართ. ახალგაზრდა ქალია, 22 კვირის ორსულია, სწრაფი ტესტი გაუკეთდა და პასუხი დადებითია, სულ ეს ვიცი. ჩივილები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა - 37,2 აქვს. Читать дальше...

აბდულა აბდულა: თალიბების განთავისუფლება სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ყოფილმა მთავარმა აღმასრულებელმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ თალიბი პატიმრების განთავისუფლება სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და ხელს შეუწყობს ავღანეთში სამშვიდობო პროცესს. აბდულამ ეს განცხადება 26 მარტს გააკეთა მას მერე, რაც წინა დღით ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები თალიბანის დელეგაციასთან შესახვედრად ემზადებიან გასამხედროებული დაჯგუფების პატიმრობაში მყოფი წევრების გასათავისუფლებლად. თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდებიან უახლოეს დღეებში... Читать дальше...

საპატრიარქო: მეუფე იაკობმა ხატით შემოუფრინა თბილისს და დალოცა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)  იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი. საპატრიარქოს ცნობით, ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.

თეირანი უარყოფს, რომ აქვს ცნობა FBI-ის ყოფილი აგენტის ადგილსამყოფლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

თეირანმა უარყო, რომ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად არის რობერტს ლევინსონი, რომლის თაობაზე აშშ-მა „სრული ანგარიშის“ ჩაბარება მოითხოვა. გავრცელდა ცნობა, რომ ლევინსონი ირანის საპატიმროში გარდაიცვალა. ირანმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ მისმა ოფიციალურმა უწყებებმა არაფერი იციან „ლევინსონის ადგილსამყოფელის შესახებ და ის არ არის ირანის საპატიმროში, ეს ფაქტები არ შეცვლილა“, - განაცხადა ტვიტერით 26 მარტს ალირეზა მირიუსეფიმ, გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა. ლევინსონის ოჯახმა უფრო ადრე განაცხადა... Читать дальше...

სამ დღეში, StopCoV ფონდში 9 მილიონი ლარის შემოწირულობა შევიდა

Radiotavisupleba.ge 

ანგარიშის გახსნიდან ზუსტად სამ დღეში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოში 9 მილიონი ლარის შემოწირულობა შეგროვდა.  საქართველოს ხელისუფლებამ 23 მარტს შემქნა სპეციალური პლატფორმა “StopCoV ფონდი” და განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი ბიზნეს კომპანიების ნაწილმა თავად გამოთქვა სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის სურვილი. ფონდში თანხის გადარიცხვა კომპანიების გარდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.  შემომწირველთა სრული სია კონფიდენციალურია, თუმცა ათობით კომპანია თავისი სურვილით აცხადებს, თუ რა თანხა გადარიცხა ფონდში. Читать дальше...

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ იყიდება

News.ge 

13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+ და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად უკვე იყიდება. ასევე, იყიდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, სამსუნგის ინოვაციური დრეკადი ეკრანით აღჭურვილი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტალიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები. Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია. სმარტფონში ...

სომხეთმა COVID-19-ის პაციენტები მსუბუქი სიმპტომებით შეიძლება, სასტუმროებში მოათავსოს

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის მთავრობა აპირებს, გადაიხადოს სასტუმროებში ოთახების საფასური და პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, იქ მოათავსოს. ეს იდეა განიხილეს სომხეთის მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავმჯდომარეობდა. პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯებით მთავრობას სურს დაეხმაროს სასტუმროების ბიზნესს, რომლსაც დიდი დარტყმა მიაყენა კორონავირუსის პანდემიამ. ფაშინიანმა მოუწოდა სასტუმროების მფლობელებს, დაიწყონ შეთავაზების განხილვა და წარმოადგინონ საუკეთესო ფასები. „ეკონომიკის... Читать дальше...

ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინს სამადლობელი დეპეშა გაუგზავნა

Radiotavisupleba.ge 

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამადლობელი დეპეშა გაუგზავნა. „ნება მომეცით გამოვხატო გულწრფელი მადლობა თქვენს მიერ გამოგზავნილი მოსალოცი დეპეშის გამო, რომელიც შეეხება ჩემს არჩევას აფხაზეთის პრეზიდენტად. აფხაზეთისა და რუსეთის სამოკავშირეო ურთიერთობებს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო განვითარებისთვის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად მონაწილეობას აფხაზეთის რესპუბლიკის გაძლიერებაში... Читать дальше...

საქართველოში გაიზარდა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

26 მარტის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 ადამიანი. სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს რიცხვი 4055 იყო.  მცირედით 252-დან 247-მდე შემცირდა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთა რაოდენობა. ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 77 შემთხვევა. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

ჩაკეტილი ზონა - დღე მეოთხე

Radiotavisupleba.ge 

საზღვრებჩაკეტილ მარნეულსა და ბოლნისში ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებენ. სოფლებში დადის მანქანები ხმოვანი გამაფრთხილებლებით - მოსახლეობას რამდენიმე ენაზე აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის საფრთხის შესახებ. სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ. აფთიაქებში, აქაც, სხვა ქალაქების მსგავსად, ნიღბების და სპირტის დეფიციტია. ზოგიერთ სოფელში მოხალისეებმა თავად დაიწყეს პირბადეების კერვა. მაღაზიების ვიტრინებზე კორონავირუსისგან თავდასაცავად გამაფრთხილებელი პლაკატები მიაკრეს. ოჯახებს სამედიცნო ბრიგადები ამოწმებენ. Читать дальше...


Музыкальные новости
Баста

«Пытаются продвигать за наш счет свои услуги»: в Красноярске появилась фейковая реклама VK Fest с Бастой





Rss.plus
Сергей Собянин

Собянин рассказал, что столичные промышленники производят для метро Москвы




Команда из Мытищ победила в турнире Подмосковья по стритболу

Столб густого чёрного дыма был виден за сотни метров: В Москве за считаные минуты сгорел автокран

Таджикистан

Российский ВПК производит в 7 раз больше техники и боеприпасов, чем весь Запад




“ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია”

News.ge 

„პოსტკრიზისულ პერიოდში ჩემთვის პირადად, ის რაც სავალუტო ბაზარზე ხდება, საკმარისი იქნებოდა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო,“- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია. როგორც პაპავა აცხადებს, საბანკო, ...

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

News.ge 

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19″-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. კომპანიამ 300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე – დანიშნულებით #Stopcov ფონდი. „ვიმედოვნებთ რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება სად ...

თავდაცვის სამინისტრო 5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

News.ge 

თავდაცვის სამინისტრო ვაზიანიდან 5 სამხედროს მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. News.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს... Читать дальше...

“აჩვენეს მსოფლიოს, თუ რამდენად არიან დამოკიდებულები ისინი ჩინეთზე”

News.ge 

საიტი bfm.ge აქვეყნებს  სოციალური ქსელის მომხმარებლის, კონსტანტინ იაკიმოვის სტატუსს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ: “ყველაფერი როგორ გარკვევითაა გაწერილი!!! მათთვის, ვინც ჯერ ვერ გაიგო რა ხდება. რა მიიღო ჩინეთმა ბოლო სამი თვის განმავლობაში: ჩინეთი ეფექტურად მოემზადა ახალი, ბიოლოგიური ომისთვის – მათ ჩაატარეს საველე სამუშაოები და მსოფლიოს დაანახეს მასტერკლასი და ბიოლოგიური ომის არაეფექტურობა მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩაატარეს მოსახლეობის აღწერა. ...

ნინო ევგენიძე COVID-19-ის ეკონომიკურ ეფექტზე

Radiotavisupleba.ge 

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების ეთერში აანალიზებს COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოსთვის და ფიქრობს, რომ სიმძიმის მიუხედავად, ვითარება არ არის უიმედო: „ნებისმიერი კრიზისი და გამოუვალი მდგომარეობა, არის ამავე დროს ახალი შესაძლებლობების და განვითარების მაპროვოცირებელი და ამიტომ რამენაირად ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. შეიძლება ჩემი ოპტიმიზმი ცოტა გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ერთად თუ დავემორჩილებით... Читать дальше...

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა 15 მარტიდან 15 მაისის პერიოდში განხორციელდება

Radiotavisupleba.ge 

ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს ცხრა ძირითადი  სასურსათო პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება, - ამის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს თანახმად, ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით უკვე შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა”. Читать дальше...



Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Пушной

"Фактор 2" для трезвых. Группу "Комната культуры" из Барнаула обсудили в шоу Пушного




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арцах

Валерия Олюнина: Особенности армянофобии в России и Александр Артамонов. Армения и Ватикан



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России