თანამდებობიდან დაითხოვეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც მზად არის ხელი ჩამოართვას ნავალნის
რუსეთის ქალაქ დიმიტროვგრადში მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდელი, გიორგი სუხობოკი, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანამდებობიდან დაითხოვა. სუხობოკი მელეკესკის ეპარქიის პრესცენტრსა და საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 33 წლის მღვდლის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა სუხობოკის მიერ სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნისათვის ანდრეი სახაროვის პრემიის მინიჭების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება და იმის აღნიშვნა, რომ მზად არის ჩამოართვას ხელი პოლიტიკოსს, რომელსაც მანამდე აკრიტიკებდა. Читать дальше...