Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 28.10.2021

პირველად მსოფლიოში უმაღლესი ლიგის ფეხბურთელმა გააკეთა „კამინგ-აუტი“

Radiotavisupleba.ge 

თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეროვნული ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის გუნდის მოთამაშემ გააკეთა „კამინგ-აუტი“ - საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. ავსტრალიის „ადელაიდა იუნაიტედის“ 21 წლის ნახევარმცველმა ჯოშუა კავალომ „სიამაყით საჯაროდ“ გამოაცხადა, რომ ის გეია. მან თქვა, რომ გაკვირვებულია, რომ საფეხბურთო პროფესიონალებს შორის მსოფლიოში არ არიან ღია გეები. გუნდის მწვრთნელმა და სხვა მოთამაშეებმა, ასევე ავსტრალიის სხვა კლუბების და ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენლებმა, მას მხარი დაუჭირეს. Читать дальше...

პენიტენციური სამსახური მინის ბარიერზე: სააკაშვილი პირბადეს არ ატარებდა, მაგიდაზე ასული ეკონტაქტებოდა ადვოკატებს

Radiotavisupleba.ge 

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ხსნის შუშის დამცავი ბარიერის განახლების საკითხს იმ ოთახში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უფლებდამცველებმა 27 ოქტომბერს თქვეს, რომ მათ შეუზღუდეს კომუნიკაცია ოთახში აღმართული ბარიერის გამო. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ შუშის ბარიერი განახლდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს, არ წარადგენდნენ PCR ტესტის შედეგებს, მსჯავრდებული კი შეხვედრებისას არ იყენებს პირბადეს. Читать дальше...

რუსეთში ყოფილი ტუსაღი პატიმრების წამების ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო დაუსწრებლად გაასამართლეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სარატოვის ოლქის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა ბელორუსი პროგრამისტი, სიარჰეი საველიეუ კანონით დაცული ინფორმაციის არასამართლებრივი გზით მოპოვებისთვის. რუსეთი გეგმავს, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ეჭვმიტანილმა უფლებადამცავებს გადასცა ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მიერ პატიმრების წამება. ჩანაწერები ინახებოდა სისტემის საცავში, რომელსაც ის უწევდა ადმინისტრირებას. საველიეუს დაუსწრებლად დაპატიმრების და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის... Читать дальше...



აშშ-ში გაიცა პირველი პასპორტი, სადაც სქესი დაუზუსტებელია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გასცა პირველი პასპორტი, სადაც მოქალაქის სქესი აღნიშნულია „X“-ით, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება იმ ადამიანების უფლებების აღიარების საქმეში, რომლებიც თავს ან კაცად, ან ქალად არ თვლიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ ცნობა გაავრცელა 27 ოქტომბერს, მაგრამ არ დაუზუსტებია, ვის მისცა პასპორტი. უწყება აცხადებს, რომ „პასპორტის ამ ვარიანტს უკვე შესთავაზებენ ყველას, ვინც განაცხადს შეიტანს, 2022 წლის დასაწყისისთვის, როცა შესაბამისი სისტემა შეივსება და ფორმა განახლდება. ლგბტ-თემის საგანგებო წარმომადგენელმა... Читать дальше...

ენგურთან ე.წ. საზღვარი ისევ ნაწილობრივ ჩაკეტეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 28 ოქტომბრის დილიდან ცალმხრივად დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. „აფხაზეთიდან ზუგდიდში არავინ გვიშვებს. დღეს დილიდან ჩაიკეტა. მიზეზი არავინ იცის. გუშინ ჩვეულებრივად იყო ორივე მხრიდან მოძრაობა და ამ გადაწყვეტილებას დღეს არ ველოდით“... Читать дальше...

კობახიძე მედიას: ბურჯანაძესთან როცა ქმნით პარტიას და გავრილოვს ახსენებთ, საკუთარ თავში ჩაიხედეთ

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ საქართველოში, სადაც რუსი დეპუტატი გავრილოვი შემოვიდა, არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, პასუხობს, რომ გავრილოვზე საუბრის უფლება არ აქვს მას, ვინც კოალიციას ქმნის ნინო ბურჯანაძესთან. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ მოიხსენია სამი სატელევიზიო არხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად. "ერთ რამეს გეტყვით რუსულ თემასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს ჰქონდათ რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე, უხეშად ვიტყვი... Читать дальше...

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საქართველოს ხელისუფლებას პასუხს სთხოვს გორდონის ქვეყანაში არშეშვების გამო

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის პროფესიულ მოვალეობებს და მისთვის საქართველოში შესვლის უარის საფუძვლები განმარტოს. „უკრაინელ ჟურნალისტს დმიტრი გორდონს საქართველოში შესვლაზე, ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს, ის ციხეში მყოფ, მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს გეგმავდა. "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განმარტოს მიზეზები და პატივი სცეს მის უფლებას, შეასრულოს თავისი მოვალეობა“... Читать дальше...

ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს ენერგოკრიზისის დასაძლევად

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მოლდოვას გამოუყოფს 60 მილიონ ევროს ენერგოკრიზისის პერიოდში დასახმარებლად, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა. კიშინიოვმა რუსეთთან ვერ მიაღწია ენგრომატარებლების მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა მოლდოვის მიერ პოლონეთისგან მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვას. მთავრობის თანახმად, ეს იყო ალტერნტიული წყაროსგან გაზის შეძენის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი მოლდოვის ისტორიაში. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიტამ... Читать дальше...



კობახიძე დმიტრი გორდონის არშემოშვებაზე: შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის არშემოშვებაზე საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "შოუს დადგმის" უფლებას არავის მისცემენ. ის არ ვარაუდობს, რომ მსგავსი შემთხვევები საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს და ამბობს, რომ "ერთადერთი, რაც ქმნიდა უხერხულობას ორი მეგობრული სახელმწიფოს ურთიერთობაში, იყო სააკაშვილის ფაქტორი". „მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ. პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობაში მეორე კაცია გვარამია, მან ასი ათასზე მეტ ადამიანს ბიომასა უწოდა

Radiotavisupleba.ge 

"როცა ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იგრძნობა ხოლმე. გუშინ ნახეთ როგორი მუხტი იყო. გუშინ გახსოვთ შეძახილები - "საქართველოს გაუმარჯოს!" თქვენ აქციაზე ისმოდა შეძახილები: "თავისუფლება მიშას!" იქით იდგა მიშა, თქვენი დამნაშავე ლიდერი, აქეთ იდგა საქართველო. ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის", - ასე პასუხობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას 27 ოქტომბრის აქციაზე საჯარო მოხელეების მონაწილეობის შესახებ. კობახიძე არ აკონკრეტებს "ქართული ოცნების" აქციაში მონაწილეთა რაოდენობას... Читать дальше...

სკოლა პოლიტიკური ვნებების ცენტრში - აღდგება სწავლა 119-ე სკოლაში?

Radiotavisupleba.ge 

28 ოქტომბერს 119-ე საჯარო სკოლასთან  მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას აპროტესტებდნენ.

სააკაშვილი: მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ 27 ოქტომბერს არის დაწერილი. ამ პოსტში ის საუბრობს 27 ოქტომბერს მის მიერ მიღებულ გადაყვეტილებაზე, უარი თქვას ყველანაირ სამედიცინო დახმარებასა და პროცედურაზე, სანამ ადვოკატებთან შეუზღუდავი კომუნიკაციის საშუალება კვლავ არ მიეცემა. სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის, "ადვოკატურაც გაგვიუქმეს." "მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ... Читать дальше...

გიორგი სიორიძე: არჩევნების მეორე ტურის ვიდეოფიქსაციაში მოხვდება სუბიექტების მიხედვით შეკრული ბიულეტენები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ, მართალია, მეორე ტურის ხმის დათვლის ვიდეოფიქსაცია შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე არ გასტანს, თუმცა მასში მოხვდება სუბიექტების მიხედვით შეკრული ბიულეტენები. კერძოდ, მისი განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისია მითითებას მისცემს შესაბამის საუბნო კომისიებს, რომ ხმამაღლა გამოცხადდეს, რომელმა სუბიექტმა რამდენი ხმა მიიღო: „ვიდეოფიქსაციაში მოხვდება უკვე სუბიექტების მიხედვით შეკრული ბიულეტენები... Читать дальше...

საქართველოში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ყაზახი ბიზნესმენი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს ყაზახ ბიზნესმენს, მარგულან სეისემბაის, რომელიც 2020 წელს, მიხეილ სააკაშვილმა მიიწვია პარტნიორად მის მიერ უკრაინაში შექმნილ ორგანიზაციაში, „მარტივი გადაწყვეტილებების და შედეგების ოფისში“. 27 ოქტომბერს, ღამით სეისემბაიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ საქართველოში ჩავიდა „გორდონის აკადემიის ფორუმზე გამოსასვლელად, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ „საშიშ ელემენტად“ ჩათვალა და ქვეყანაში არ შეუშვა. „როგორც ჩანს, შეეშინდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რაღაცას გავაკეთებდი. Читать дальше...

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 4000-ზე მეტ ადამიანს, 45 გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9900-ს აჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 46 107 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 009 შემთხვევა. 5177-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 28 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 8.69%; ბოლო 7 დღის - 8.89%; ბოლო 14 დღის - 8.97%. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა... Читать дальше...


Музыкальные новости
Жанна Агузарова

Жанну Агузарову вырезали из трансляции МУЗ-ТВ





Rss.plus
Сергей Собянин

Сергей Собянин. Главное за день




В усадьбе Салтыковых-Чертковых пройдет спектакль «Гример»

Роль отзывов в формировании репутации и другие секреты имиджевой составляющей HR-направления

Захарова: Москва даст адекватный ответ, если США закроют визовые центры России

В Астане загорелся 26-этажный небоскреб




სენატორი შაჰინი: რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა

Radiotavisupleba.ge 

„რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია”, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა განაცხადა 27 ოქტომბერს, სენატში გამართულ მოსმენაზე. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იმსჯელა, როგორი უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სენატორი შაჰინი მიიჩნევს, რომ მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის ბოროტი აქტივობებისთვის... Читать дальше...

რევოლვერში, რომლითაც ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი, საბრძოლო ტყვია იყო

Radiotavisupleba.ge 

ჰოლივუდის ფილმის, Rust-ის გადაღებისას გამოყენებული რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც კინომსახიობმა ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი, კარგად შემოწმებული არ იყო, რადგან საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა. გამოძიების ზოგიერთ დეტალზე ნიუ-მექსიკოს შტატის სანტა-ფეს ოლქის შერიფმა და პროკურორმა ილაპარაკეს 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ალეკ ბოლდუინისთვის რევოლვერის გადაცემის პროცესში მონაწილეობდნენ რეკვიზიტზე პასუხისმგებელი ჰანა გუტიერეში და რეჟისორის თანაშემწე დეივ ჰოლსი. გუტიერეშის ჩვენების მიხედვით... Читать дальше...

Курс лари на четверг – 3,1557 GEL/$1

ИА «Новости-Грузия» 

По сравнению с предыдущим значением, курс грузинской национальной валюты понизился на 0,0129 лари по отношению к доллару



Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Радость встречи с клоунами приносят массу положительных эмоций детям в Бурятии - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


ATP

Теннисисты Медведев и Рублев сохранили позиции в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Frustrated England stars including Kane and Bellingham consoled by Wags and family in stands after tame Denmark draw



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России