ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამი ნახევარფინალი მოიგეს
რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში ფინალისტები გამოვლინდნენ და ამ ხუთიდან სამში ოქროს მედლისთვის საქართველოს ნაკრების წევრები იბრძოლებენ. წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები წაუგებლად ჩაამთავრეს დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ). ფინალები კი 29 თებერვალს შედგება, თბილისის დროით 20:00 საათიდან. ხაჩიძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის სომეხ სურენ აღაჯანიანს დაუპირისპირდება. Читать дальше...