Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 21.06.2022

„აშკარაა, ეს არის ერთი ადამიანი - ბატონი ივანიშვილი“ - კერსტინ ლუნდგრენი

Radiotavisupleba.ge 

„იმედი მაქვს, ქართველი ხალხი შეძლებს და მოიპოვებს არა მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ იმასაც, რომ მათ სამართლიანად მოექცნენ, - ამბობს კერსტინ ლუნდგრენი, შვედი პოლიტიკოსი, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, - მათი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გრძელდება ე.წ. მცოცავი ოკუპაცია. ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, თუ ის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრება, ეს დიდი სირცხვილი იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, ისევე როგორც 2008 წელს, რეალობისთვის თვალის გასწორების ნაცვლად... Читать дальше...

"შინ ევროპაში" 20 ივნისამდე და შემდეგ - რას პასუხობს ხელისუფლება 

Radiotavisupleba.ge 

20 ივნისამდე ხელისუფლება და "ქართული ოცნების' მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ საზოგადოება არ მოტყუვდებოდა და "ნაცმოძრაობის" დაგეგმილ "პროვოკაციულ" აქციაზე არ გამოვიდოდა. მას შემდეგ კი, რაც 21 ივნისს ქუჩაში მრავალი ადამიანი შეიკრიბა, "ოცნება" ხალხის ევროპისკენ რეალურ სწრაფვაზე ალაპარაკდა.

როგორ შიმშილობდნენ და იხოცებოდნენ მარიუპოლში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი შიმშილს იარაღად რომ იყენებს, ამის შესახებ ბევრი ითქვა.  გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამa (WFP) უკრაინის პორტების ბლოკადაზე, ასევე უკრაინის კუთვნილი ხორბლისა და სიმინდის მარაგების მიტაცებასა და განადგურებასა და შიმშილის გლობალურ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას.  ადამიანის უფლებების დამცველთა შეშფოთებას კი იწვევს შიმშილისა და საკვების მწვავე დეფიციტის გამოყენება წამების ან ბრძოლის იარაღად, რომელიც მიმართულია ცალკეული ინდივიდის ან რომელიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობის წინააღმდეგ. Читать дальше...



“არ არის აუცილებელი მთელ საქართველოში ერთდროულად გათხრები ტარდებოდეს” - არქეოლოგები გათხრის უფლებას ვერ იღებენ

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი რამდენიმე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩაიშალა - მეცნიერებმა გათხრების ნებართვა ვერ მიიღეს. არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ახლა დასავლეთ საქართველოში ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს უნდა იკვლევდეს. წელს მან ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა, თუმცა გათხრების მაგივრად ის თბილისში, ეროვნული მუზეუმის წინ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს. ნიკოლოზი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თავმჯდომარეა და ერთ-ერთი მათ შორის... Читать дальше...

Milliyet-ი: მომავალ კვირაში შესაძლოა გაიმართოს უკრაინის მარცვლეულზე მოლაპარაკებები

Radiotavisupleba.ge 

მომავალ კვირაში სტამბოლში რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს წარმომადგენლებს შორის შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები უკრაინიდან ხორბლეულის ექსპორტის პრობლემებზე. ამის შესახებ გაზეთი Milliyet-ი იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან წყაროებზე დაყრდნობით. მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა წერს, რომ შეხვედრაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. კრემლის პრესმდივანმა... Читать дальше...

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვალია ვანიშვილის სახლთან საოკუპაციო ღობე აამაღლეს

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ვალია ვანიშვილის სახლთან მისულ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, სახლის წინ გავლებული საოკუპაციო ღობე დღეს ამაღლებული დახვდათ. მოძრაობის წევრებმა დათა ვანიშვილის ქვრივს პროდუქტები მიაწოდეს, თუმცა ეს მავთულხლართების დაწევის შემდეგ მოახერხეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსები ვალია ვანიშვილის სახლთან მუდმივად პატრულირებენ და ღობის ამაღლებით, მარტოდ დარჩენილ მოხუცს სრულ იზოლაციაში აქცევენ. დავით ქაცარავამ ისიც განაცხადა... Читать дальше...

რუსეთი ლიეტუვას „სერიოზული პასუხით“ ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

18 ივნისს ლიეტუვის მიერ რუსული ტვირთების კალინინგრადის გავლით ტრანზიტის აკრძალვის პასუხად, რუსეთის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს ლიეტუვის ელჩი, მარკუს ედერერი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საკორინთლოსა და დვანშიც გააქტიურდნენ

Radiotavisupleba.ge 

ხურვალეთის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. საკორინთლოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონმა რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძის თხრილი დააფიქსირა, კადრების მიხედვით, თხრილი იმდენად ღრმაა რომ სანგარს უფრო ჰგავს. საკორინთლოს მცხოვრებლები შიშით გათხრილ ადგილს ვეღარ უახლოვდებიან. მათი თქმით, სოფელი ყოველწლიურად მიწის ფართობებს კარგავს, საოკუპაციო ძალები კი მუდამ პატრულირებენ და იქით შემთხვევით მოხვედრილ მოქალაქეებსაც აკავებენ. Читать дальше...



ბათუმში „TV პირველის“ ოპერატორზე ძალადობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში „TV პირველის“ ოპერატორის მიმართ  ძალადობის საქმეზე ორი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) ბრალდებით დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ორი მოქალაქე. გამოძიების ვერსიით, „2022 წლის 18 ივნისს... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა

Radiotavisupleba.ge 

ამ დროისთვის 15-მდე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიმართ. ის პრეზიდენტებსა და მთავრობის ხელმძღვანელებს 24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითში მხარდაჭერას სთხოვს. ზურაბიშვილი ცალ-ცალკე მიმართავს ესტონეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, გერმანიის, ხორვატიის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს. Читать дальше...

აშშ-ის გენერალური პროკურორის გუნდი უკრაინას სამხედრო დამნაშავეთა დევნაში დაეხმარება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა პირობა დადო, სასამართლოს დაეხმაროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სამართლებრივ დევნაში. 21 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას მან თქვა, რომ ასეთი დანაშაულებისთვის პასუხისმგებელნი „ვერსად დაიმალებიან“. გარლანდი ლვოვის მახლობლად შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, ირინა ვედენდიქტოვას და გამოაცხადა ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის ყურადღების ცენტრში იქნება სამხედრო დამნაშავეთა ძებნა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ. შეერთებული... Читать дальше...

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იან მალქოლმ ჰოქი, რომელიც თიბისი ბანკის აქციონერია, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. იან მალქოლმ ჰოქის ინტერესების დამცველმა, ადვოკატი დიმიტრი ტორაძემ 21 ივნისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს. სასამართლომ კი უზრუნველყოფის სახით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 15 ივლისს თიბისი ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა. „დავის საგანი არის ამ გაცემული და ჩამოწერილი სესხის... Читать дальше...

ალექსეი ნავალნის პირველი საყვედური გამოუცხადეს ახალ კოლონიაში გადაყვანის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაყვანიდან ერთი კვირის შემდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პირველი საყვედური გამოუცხადეს. ამის შესახებ თავად იტყობინება ინსტაგრამში. მისი თქმით, მთლიანობაში მას გამოუცხადეს 30 საყვედური, რომლებიც უნდა გაუქმებულიყო 30 აგვისტოს - უკანასკნელი საყვედურიდან ერთი წლის გავლის შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალ კოლონიაში გადაყვანის წინ ნავალნიზე შეადგინეს მორიგი რაპორტი, თითქოს ტანსაცმლის ფორმის დარღვევისთვის: დილით პოლიტიკოსი პირის დასაბანად მაისურში გავიდა და არა ციხის პერანგში. Читать дальше...

ბოკერია: ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება გვჭირდება, რაც „ქართული ოცნების“ მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს

News.ge 

ეს არის მორიგი ბოდვა, სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ივანიშვილი არაა. მე საფრთხეს სხვა რამეში ვხედავ, რომ ოპონენტებს შორის საოცარი გაუგებრობა არ მოხდეს, რომ თითქოს რაიმე ფორმალური კანონების მიხედვით ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონზე გაკეთებულ განცხადებას. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების... Читать дальше...

ბურჯანაძე: გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა… ახლა მაინც უნდა დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი

News.ge 

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი შეფასებით, აქციაზე „შინ ევროპისკენ მოქალაქეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ რაც ახლა საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით ხდება, უბრალოდ, სირცხვილია. „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, რომ ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული... Читать дальше...

ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ენდობა თუ არა პუტინს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მას ეს კითხვა კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე დაუსვეს, რომელზეც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც იყო საუბარი. დისკუსიაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა რუსეთის შემოჭრასა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაზე, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და სანქციებზე. დისკუსიის ერთი ნაწილი საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივასაც დაეთმო. "ვიცით, რომ მხოლოდ... Читать дальше...

ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“: ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“

News.ge 

პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართა, ჩამოყალიბდნენ 20 ივნისის აქციის მხარდამჭერთა შეფასებებთან დაკავშირებით. „ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“. გუშინ ამბობდით, რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ...

ბენ სტილერი ზელენსკის: ჩემთვის ეს დიდი პატივია… თქვენ ჩემი გმირი ხართ

News.ge 

“ჩემთვის ეს დიდი პატივია… თქვენ ჩემი გმირი ხართ”, – ამ სიტყვებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ჰოლივუდის მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ბენ სტილერმა, რომლის ვიზიტიც უკრაინაში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს დაემთხვა. “ის, რაც თქვენ გააკეთეთ, თუ როგორ გააერთიანეთ თქვენი ქვეყანა და მსოფლიო, ეს ნამდვილად შთამაგონებელია”, – განაცხადა ჰოლივუდის 56 წლის მსახიობმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უკრაინისადმი ...


Музыкальные новости
Элджей

Рэпер Элджей стал зарабатывать меньше в восемь раз





Rss.plus
#123ru.net

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.




В Туле наградили победителей межрегиональных соревнований по эстетической гимнастике "Кубок Роксэт"

Ветеринары дали советы, как помочь питомцам справиться с жарой

21 передвижная камера во Владимирской области переедут на новые места

Над Россией выстроится парад из шести планет Солнечной системы 3 июня




ევროკავშირმა შესაძლოა ოქრო შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტში

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის შემუშავებას. ახალი შეზღუდვები შეიძლება ოქროს შეეხოს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა 23-24 ივნისს გაიმართება ბრიუსელში. სამიტის პროექტის თანახმად, რომელსაც გაეცნო Reuters-ი, შეხვედრის მონაწილეები განაცხადებენ, რომ „გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, მათ შორის მათი გაძლიერება და გვერდის ავლის თავიდან აცილება“. დიპლომატების თქმით, ევროკავშირის... Читать дальше...

“შეგეშალა, ჩემო ძმაო” - რა ვნახე და მოვისმინე "შინ, ევროპაში"

Radiotavisupleba.ge 

მეტეხის ხიდთან, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, შუქნიშნები წითელზეა გაყინული. ღამის თერთმეტის ნახევარია. მანქანების ნაცვლად, ხალხის დაუსრულებელი ნაკადი, ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფრიალით, ევროპის მოედნისკენ მიედინება. ყველამ იცის, რომ ევროკომისიამ მათი ქვეყნის კანდიდატობას ყვითელი აუნთო. თუმცა მწვანის შანსი ჯერ კიდევ არის - ხელისუფლებას 6 თვე აქვს ევროპელი კომისრების რეკომენდაციების შესასრულებლად. მსვლელობის მიზეზი ნაწილობრივ სევდიანი კია, მაგრამ ის მაინც დღესასწაულს უფრო ჰგავს. Читать дальше...

გონჩარენკო: ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარს გიჭერთ და ვამბობთ რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი (ვიდეო)

News.ge 

“ძვირფასო ძმებო ჩვენ მხარს გიჭერთ და ვამბობთ რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი” – უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო საპარლამენტო ანსაბლეაზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) დღეს უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სიტყვით გამოვიდა და მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ ასოცირებულ ტრიოს ევროპული საბჭოს შეკრებაზე. მათ შორის, გონჩარენკოს თქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ...

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბრაზილიასთან მატჩით გახსნის მსოფლიოს ჩემპიონატს

Radiotavisupleba.ge 

დღეს, ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება წყალბურთში. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. სერბი დეიან სტანოევიჩის დამოძღვრილი გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში მსოფლიოს თხუთმეტი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ჩაებმება. საქართველოს ნაკრებმა უმთავრესი სანაკრებო ფორუმის საგზური სამი თვის წინ მიიღო, სპორტის საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომელმაც ფინალური ეტაპის ერთი მონაწილე - რუსეთი ჩემპიონატიდან მოკვეთა, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო. Читать дальше...

კალაძე: აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას…

News.ge 

აქციას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ ასახავს რეალობას, რადგან ევროპას, ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისაც სურვილი აქვს, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს ძალიან ბევრი წინსვლა, თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია. ...

თამარ კორძაია: მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ - კანონი მიიღო, ჩვენ - გვყავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მოსახლეობას ფლაგმანის როლი აქვს. მან პარლამენტის ტრიბუნიდან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რატომ ჰგონია, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. "თქვენ დილიდან ცდილობთ გამრუდებული რეალობით ესაუბროთ ადამიანებს - დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია... როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოლდოვას ბევრი რეფორმა აქვს განსახორციელებელი, უკრაინას სხვა რამის გამო ეკუთვნოდა... Читать дальше...



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Джиган

Самойлова о поездке Джигана на «Выжить в Дубае»: «Поставила перед фактом, а он молился, чтобы рейс отменили»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024

ФК «Зенит» представил стартовый состав на суперфинал Кубка России в Москве


Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России