Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

Новости за 24.08.2022

კადიროველები და საზარბაზნე ხორცი: უკრაინელი ბლოგერი კავკასიელ სამხედრო ტყვეებზე

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ ზოლკინი ერთადერთი უკრაინელი ბლოგერია, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს რუს სამხედრო ტყვეებთან. როგორც საძიებო პროექტის - „ეძებე შენიანების“ კოორდინატორმა, წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლის ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ, 300-ზე მეტ ტყვესთან ჩაწერა ვიდეო-საუბარი. ზოლკინი სამხედრო ტყვეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის საკითხს აყენებს - ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესს რუსეთის მხარე ანელებს. აპრილში მის YouTube არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო უკრაინაში მიტოვებული... Читать дальше...

დე ფაქტო "კაგებე" მოქალაქეების დაკავების ივლისის სტატისტიკას აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

ივლისში საოკუპაციო გამყოფი ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე 33 მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური. მისი განმარტებით, დაკავებულთაგან 21-მა დაარღვია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, 12-მა  - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმი. თითოეულ დარღვევაზე დე ფაქტო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო საქმისწარმოება, რის შედეგადაც 12 პირი დაჯარიმდა, სამი - დაჯარიმების გარეშე გააძევეს, 10 - გააფრთხილეს, კიდევ რვის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. Читать дальше...

გომელაური ციხეში ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლაზე: ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის საკითხზე შეკითხვას უპასუხა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. საქმე ეხება მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლას. „მე არ ვიცი... ამ დღეების არის თუ არა. წაშლილია, არ არის წაშლილი. არ მისმენია ნამდვილად, გულწრფელად გეუბნები. ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი. მე არ ვიცი შიგნით სისტემა როგორ აქვთ მოწყობილი. Читать дальше...



თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კაპიტანი და უმთავრესი ლიდერი - თორნიკე შენგელია გამოაკლდა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ნიდერლანდის წინააღმდეგ გამართული მატჩის მესამე პერიოდში შენგელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. „თორნიკე თამაშის მსვლელობისასვე, კლინიკაში გადაიყვანეს და გამოკვლევამ მხრის მოტეხილობა დაადასტურა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა... Читать дальше...

რკინის გალია მარიუპოლის ფილარმონიაში და 80 საქმე - რუსეთი "აზოვს" ტრიბუნალს უმზადებს

Radiotavisupleba.ge 

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, წელს, 6 თვე შესრულდა ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ამ სასტიკი ომის ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდად უკვე იქცა ქალაქ მარიუპოლის გმირული დაცვა. მარიუპოლის დამცველების მთავარ ძალას - ბატალიონ „აზოვს“ კრემლი სასტიკ „ტრიბუნალს“ უმზადებს.

გადარჩენიდან გამარჯვებამდე

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკრაინას მრავალი სირთულის გადატანა უხდებოდა, მაგრამ  დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე ქვეყანა აღმოჩნდა რეალობაში, რომელსაც ერთი წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა. 2022 წლის 24 აგვისტოს დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საომარი განგაშის სიგნალი ისმოდა, ხოლო უკრაინის არმია, რომელიც ტრადიციულად კიევის ცენტრში აღლუმზე უნდა მდგარიყო, 182-ე დღეა იგერიებს ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრილ რუსეთის ჯარებს. „დღეს ჩვენ ორ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. Читать дальше...

გომელაურის თქმით, მისთვის უცნობია კადიროვის მრჩეველის საქართველოში ყოფნის შესახებ 

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მრჩეველის ლევ დენგოვის საქართველოში ყოფნის შესახებ შეკითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ ლევ დენგოვი საქართველოშია. „არ ვიცი. ნამდვილად პირველად გავიგე [საქართველოში ლევ დენგოვის ჩამოსვლის შესახებ]. თუ დარღვეული აქვს [კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"], დამტკიცდება, რომ დარღვეული აქვს, ჯარიმდებიან, ვაჯარიმებთ ხოლმე", - თქვა გომელაურმა. Читать дальше...

გმირები უკრაინიდან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ომმა ბევრი გმირი დაბადა. 24 თებერვლიდან მოყოლებული მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ გამოდიოდა მოსახლეობა ტანკების წინააღმდეგ შიშველი ხელებით, როგორ იპარავდნენ ამ ტანკებს უკრაინელი ფერმერები და ტრაქტორებზე გამობმულები მიჰყავდათ, როგორ ცვლიდნენ ადგილობრივები სოფლების ტრაფარეტებს და ზედ „იდი ნა ხ...“-ს აწერდნენ.  აი, რამდენიმე მათგანი, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გავიხსენეთ.  ვიტალი სკაკუნი - ხიდის ამფეთქებელი 25 წლის ვიტალი სკაკუნი ომის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს დაიღუპა. Читать дальше...



გომელაური ხანძრის შესახებ: ავიაციამ მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა

Radiotavisupleba.ge 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია. ის თურქეთს დახმარებისთვის მადლობას უხდის. „დღეს ავიაციას სამი თვითმფრინავი დაემატა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღეს შეეტყო კიდეც. ქარი იყო და ვერტმფრენებს ძალიან უჭირდათ. დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ. ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა. Читать дальше...

ბათუმს რა უქნეს?! - არდაგანის მაყურებლები

Radiotavisupleba.ge 

“ახალ ბათუმს” როცა ახსენებენ, გონებაში ბეტონისა და შუშის, უცნაური ფორმის კოშკები წარმოგიდგება. ოდესღაც ქალაქის გარეუბანი, რომელიც ახლა ცათამბჯენებმა დაიპყრეს, ყველაზე კარგად უპასუხებს სინანულით ნათქვამს, “ბათუმს რა უქნეს”. ღამე ამ მიდამოებში რომ გაიარო, ვერც კი მიხვდები სად ხარ - ცათამბჯენებში ცოტა მეტი სინათლე რომ ენთოს, თავი დუბაიში გეგონებოდა. ამ მაღალსართულიან გიგანტებს შორის შემორჩა ძველი ბათუმის პატარა კუნძული, უცნაური სახელით: არდაგანი. ამ უბანში ბათუმის 140 წელი მაინცაა დამალული, ოღონდ კარგად უნდა მოძებნო. Читать дальше...

ერევანში შეწყდა სამაშველო სამუშაოები აფეთქებულ ბაზარში, ერთი პირი ჯერაც დაკარგულია

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა სამაშველო სამუშაოები ერევნის ცენტრში მდებარე სურმალუს ბაზარზე, რომელიც ათი დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაინგრა. ჯერაც ვერ მოხერხდა უგზო-უკვლოდ დაკარგული უკანასკნელი ადამიანის პოვნა. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს პრესსპიკერმა აიკ კოსტანიანმა 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ვანიკ ამირხანიანის პოვნის ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა შენობაში, სადაც ფეიერვერკები და სხვა სახის პიროტექნიკა ინახებოდა. აფეთქების შემდეგ პირველ ორ დღეს... Читать дальше...

ზაპოროჟიეს ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის მიერ დანიშნული მოხელე

Radiotavisupleba.ge 

ზაპოროჟიეს ოლქში 24 აგვისტოს ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ დაბა მიხაილოვკის ხელმძღვანელად დანიშნული ივან სუშკო. ამის შესახებ იტყობინება რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის წევრის, ვლადიმირ როგოვის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სუშკოს მანქანის სავარძლის ქვეშ იყო დამონტაჟებული. სუშკო საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად. როგოვმა მომხდარისთვის უკრაინულ მხარეს დასდო ბრალი. სუშკო აპრილში დანიშნეს მიხაილოვკის ხელმძღვანელად. მანამდე ის უკრაინის... Читать дальше...

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საფეხბურთო "თანამეგობრობის ლიგა“ იქმნება

Radiotavisupleba.ge 

ყირიმში მიმდინარე საფეხბურთო ფორუმზე გადაწყვიტეს საფეხბურთო „თანამეგობრობის ლიგის“ შექმნა, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის, ასევე რუსეთის ჯარების მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქების საფეხბურთო ნაკრებები შევლენ. ამის შესახებ ტელეკომპანია "Матч ТВ"-ის გენერალური პროდიუსერის მოადგილემ ვასილი კონოვმა განაცხადა. საფეხბურთო ფორუმი სახელწოდებით „თანამეგობრობა“ დღეს... Читать дальше...

თბილისსა და ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეებიც. უკრაინელები დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავენ. თბილისში დემონსტრანტებმა "პირველი რესპუბლიკის მოედნიდან" პარლამენტის შენობისკენ მოაწყვეს მსვლელობა. უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნა ბათუმში "ევროპის მოედანზე" დაიწყო. უკრაინელების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაზე უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები გაჟღერდა. Читать дальше...

ბრიტანეთი უკრაინას 63,5 მლნ დოლარის ღირებულების დრონებს გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა უკრაინისთვის გამოყოფილი იმ სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომლითაც ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჩავიდა კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ლონდონი უკრაინას დამატებით 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას გადასცემს. კიევი მიიღებს 200 თანამედროვე მოთვალთვალე დრონს, ასევე ე.წ. კამიკაძე-დრონებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ. გარდა ამისა, გაიგზავნება 850 ნანო-დრონი "Black Hornet -ი"... Читать дальше...

როცა ყველა უმუშევარი უმუშევარი არ არის - ანუ როგორ ვითვლით უმუშევრებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით, კაცებში კვლავ უფრო მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, ტრადიციადაა უკვე ქცეული. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა არც 2022 წლის პირველი ექვსი თვე.

ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა კიევში

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა, როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მან ტვიტერში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო. „ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომ ედგება დიდი ბრიტანეთი მომავალშიც გვერდში ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება და რომ ასეც მოხდება“, - დაწერა ჯონსონმა. მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში... Читать дальше...



Москва

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Дистрибьюция Музыки. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Муж Заворотнюк дал волю эмоциям на прощании с актрисой

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве


Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России