Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

Новости за 30.08.2022

გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი

Radiotavisupleba.ge 

91 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის კომპარტიის უკანასკნელი გენერალური მდივანი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ფაქტობრივი ლიდერი - მიხალ გორბაჩოვი. ამის შესახებ 30 აგვისტოს განაცხადა ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ, იტყობინება სახელმწიფო სააგენტო ტასი. გორბაჯოვის დროს სსრკ-ში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. მის დროს დაწყებული რეფორმების შედეგად ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტეს სსრკ-მ და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტურმა რეჟიმებმა. გორბაჩოვის სახელთანაა დაკავშირებული ცივი ომის დასრულება. Читать дальше...

მიხაილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

საბჭოთა კავშირის ბოლო პრეზიდენტი, მიხაილ გორბაჩოვი გარდაიცვალა – ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ის 91 წლის იყო.

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა

News.ge 

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



ზურაბ ჯაფარიძე: ეგ ვერტმფრენი თუ ვერტმფრენები წინა ხელისუფლების ხელში სულ 2 წელი იყო, 2010-შია ნაყიდი. ამათ ხელშია უკვე 10 წელია

News.ge 

“ბიძინას მოურავის გუშინდელ ‘სამთავრობო’ მესიჯებზე 1. წინა ხელისუფლების დროს ნაყიდ ვერტმფრენს უკან მივყიდით მწარმოებელს და სამ სხვანაირს ვიყიდითო ეგ ვერტმფრენი თუ ვერტმფრენები წინა ხელისუფლების ხელში სულ 2 წელი იყო, 2010-შია ნაყიდი. ამათ ხელშია უკვე 10 წელია. 2014-ში კვირიკაშვილმა ვყიდითო და დღემდე ალპობენ. დედა რომ ეტირება რაღაცას ან ვიღაცას, მერე ახსენდებათ და მორიგ დაპირებას ისვრიან, აი ...

გასაიდუმლოებული კონტრშეტევა და ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" გამოცხადება - რა ხდება უკრაინაში?

Radiotavisupleba.ge 

კიევი არ ასაჯაროებს დეტალებს და არც რუკებს აქვეყნებს სამხრეთის ფრონტის ხაზიდან, სადაც უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევა 29 აგვისტოს წამოიწყო. ხერსონის ოლქიდან გავრცელებული ინფორმაცია ბრძოლის გაგრძელებაზე მიუთითებს. კიევი ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" დაწყებაზე მიანიშნებს.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, შექმნან სპეციალური მისია უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, შექმნან სპეციალური მისია უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა პრაღაში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე. „ლაპარაკია არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებებზე, არამედ მთლიანად იმაზე, თუ როგორ იწარმოება ომი, სწორედ ამას შეისწავლიან სამხედრო მოსამსახურეები,“ დააზუსტა შეხვედრის შემდეგ ბორელმა. მისი სიტყვებით, უკრაინას ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ეხმარება ჯარისკაცების სწავლებასა და გადამზადებაში... Читать дальше...

“ყველაზე ცუდი კი ის არის, მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს,­ გარდაცვლილი ქართველის საქართველოში გადასვენებისთვის”

News.ge 

გზა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრამდე რთულია, ძვირი და სიცოცხლისთვის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს­ წინასწარ აქვთ ინფორმაცია, სიცოცხლისთვის სახიფათო გზის შესახებ, მაინც მიდიან. საქართველოს ასობით მოქალაქე თითქმის ყოველდღიურად კვეთს მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს და ლტოლვილად ბარდება.­ უმრავლესობა ახალგაზრდაა, ზოგჯერ ოჯახებით, ჩვილი ბავშვებით,­ ზოგჯერ მარტოც მიდიან, მაგრამ დათქმებით – მოეწყობიან და ცოლ-შვილსაც წაიყვანენ. სტატისტიკის ეროვნული ...

როგორ (რატომ) სჯობნის უკრაინა რუსეთს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა რუსეთთან ომში წარმატებით იყენებს წინააღმდეგობის მეთოდს, რომელიც აღწერილია აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ შემუშავებულ “წინააღმდეგობის ოპერატიულ კონცეფციაში” (The Resistance Operating Concept - ROC). ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, წინააღმდეგობის ეს კონცეფცია შეერთებულ შტატებში შეიქმნა 2013 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და, ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად, მოიცავს ომში არა მხოლოდ სამხედროების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მონაწილეობას. კონცეფცია უკრაინის ხელისუფლება არ მალავს... Читать дальше...



გარემოს ეროვნული სააგენტო: ცალკეულ რაიონში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 38-40 გრადუსს მიაღწიოს

News.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 3 სექტემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. „3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38-40 გრადუსს მიაღწიოს. არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი ...

კულება ემხრობა რუსებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, არ გამორიცხავს გამონაკლისებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა განაგრძობს იმის მოთხოვნას, რომ რუსეთის მოქალაქეებს სრულად აეკრძალოთ შენგენის ვიზების მიღება, თუმცა ის უშვებს გამონაკლისების შესაძლებლობას - ჰუმანიტარული მიზეზებით, ასევე რუსეთის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდგეებისა და დისიდენტებისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა 30 აგვისტოს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ არ ემხრობა მოსაზრებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოქმედებებისთვის რუსეთის აბსოლუტურად ყველა მოქალაქის „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ თაობაზე... Читать дальше...

მედვედევი: ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაუღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს

News.ge 

ევროკავშირის მიერ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვის შემოღებაზე საუბარი აჩვენებს, თუ როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა „ტვინი წაიღეს თავისი მოსაბეზრებელი რუსოფობიური კრიახით“. „ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაუღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ ...

პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი დაგმო

News.ge 

პაპმა ფრანცისკემ დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი დაგმო და კონფლიქტს „მორალურად უსამართლო, მიუღებელი, ბარბაროსული, უაზრო, საზიზღარი და მკრეხელური” უწოდა. ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი საუბრობს როგორც მოძღვარი, რომელიც იცავს ყველა ადამიანის სიცოცხლეს და არა როგორც პოლიტიკოსი. წმინდა საყდარი ამ განცხადებით ერთი კვირის წინ, პაპი ფრანცისკეს მიერ რუსი პროპაგანდისტისა და იდეოლოგის, ალექსეი დუგინის ქალიშვილის, დარია ...

გრიგოლია: ძალიან ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან.. ის, რაც ეწერა გუშინ „ტვ პირველის“ ფბ გვერდზე(სათაური) ჩემთვის ცალსახად მიუღებელია

News.ge 

28 აგვისტოს გაიმართა “ნაპოლისა” და “ფიორენტინას” მატჩი, სადაც ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობდა. „ტვ პირველის“ ფეისბუქ გვერდზე ქართველი “კვარადონას” შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ „ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გატანა ვეღარ შეძლო“, რასაც სოციალურ ქსელში ხალხის გაღიზიანება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. “მე ძალიან ...

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა

News.ge 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9045 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0438 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9126 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ...

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად

News.ge 

ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე – ამით ვერავის შეაშინებ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად მუქარის ენით ესაუბრება. “ჩვენ ეს 12 პუნქტი უნდა შევასრულოთ, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ოპოზიციის ხმების გარეშე ...

რა არის SEPA, რომლის წევრობასაც საქართველო აპირებს  

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის განცხადებით, დაგეგმილია საქართველო SEPA-ს შეუერთდეს. ეროვნული ბანკის ავტორობითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც შემოდგომაზე პარლამენტს განსახილველად წარედგინება.  რა არის SEPA?  SEPA - Single Euro Payment Area არის ერთიანი ევრო გადახდის სისტემა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს.  რა უპირატესობა აქვს SEPA-ში შესვლას? SEPA აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. Читать дальше...

Black Hornet-ები: მიკროდრონები, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველს დაზვერავენ

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებულმა სამეფომ და ნორვეგიამ ახლახან გამოაცხადეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ასობით მცირე ზომის დრონს - უპილოტო საფრენ მოწყობილობას, სახელწოდებით Black Hornets (ქართულად: "შავი ონავრები") ქვემოთ მოგითხრობთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ საფრენ მოწყობილობებს და რისი - არა. გაერთიანებული სამეფოს დროებითმა, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ბორის ჯონსონმა, 24 აგვისტოს გამოაცხადა 63 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც შეიცავს 850 ამ მიკროდრონს. Читать дальше...

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად დე ფაქტო ცხინვალი სპეციალური ყუთების განთავსებას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის (ICRC) წარმომადგენლობამ 20 სპეციალური ყუთი დაამონტაჟა სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სოფლებში, რათა ანონიმურად შეეგროვებინა ინფორმაცია 1990-იან და 2008 წლებში გაუჩინარებული მოქალაქეების შესახებ, - თქვა წითელი ჯვრის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა თედეთიმ, ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე. მას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ომბუდსმენი ინალ ტასოევი. „სპეციალური ყუთების დაყენება 10 აგვისტოს დავიწყეთ. პარალელურად, ამოქმედდა ნდობის ხაზი მათთვის... Читать дальше...

"ფუკუსიმის" აეს-ის მახლობლად მდებარე ქალაქის მოსახლეობას შინ დაბრუნების ნება დართეს

Radiotavisupleba.ge 

იაპონიის ქალაქმა ფუტაბემ, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ატომური ელექტროსადგური „ფუკუსიმა-1“, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა, გააუქმა მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება. ახლა მათ შინ დაბრუნება შეუძლიათ. მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, არ დაბრუნდეს. „ფუკუსიმაში“ ავარიამდე ფუტაბეში შვიდი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად ქალაქი აჩრდილადაა ქცეული. შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, ფუტაბეში დაბრუნება სურს მოსახლეობის მხოლოდ 11%-ს. ოფიციალური მონაცემებით, ქალაქის ტერიტორიის 80%-ზე მეტზე ჯერაც ფიქსირდება რადიაციის მაღალი დონე.


Музыкальные новости
Фридерик Шопен

17 интересных фактов о Фредерике Шопене





Rss.plus
Яндекс

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация!




Эксперт Чубуков рассказал, какие недочеты в ЕГЭ стоит устранить

Воробьев подписал соглашение об установке боксов для сбора вещей на переработку

Участники «Бойцовского клуба РЕН ТВ» провели битву взглядов в преддверии турнира

«Он кричал, а я плакала». Как живут люди с самой малоизученной болезнью




რატომ გვეპარება ეჭვი საკუთარ თავში

News.ge 

მსგავს სიტუაციაში ერთხელ მაინც აღმოვჩენილვართ, როდესაც ვერ ვიგებთ სწორ ნაბიჯს ვდგამთ თუ არა. როდესაც სხვა ადამიანების უფრო გვჯერა, ვიდრე საკუთარი თავის და გაურკვევლობის გამო უამრავ შეცდომას ვუშვებთ. ამ ეჭვების გამომწვევი მიზეზი, უპირველესად, თავდაჯერებულობის ნაკლებობაა. ზედმეტი ფიქრი იმაზე, რომ თუ საკუთარ თავს ვენდობით, მაშინ მოვლენები არასწორად განვითარდება. საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ყოფნა, რა თქმა უნდა, სასარგებლო ...

კლიმატურმა ცვლილებამ შესაძლოა შოკოლადის დეფიციტი გამოიწვიოს

News.ge 

შოკოლადის წარმოებას კლიმატური ცვლილებები ემუქრება.  ოკეანისა და ატმოსფერული ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კაკაოს ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები კოტ დ’ივუარი, განა და ინდონეზია განიცდიან ტემპერატურის ზრდას 2.1 გრადუს ცელსიუსით 2050 წლისთვის. წვიმა ტემპერატურასთან ერთად არ მოიმატებს, რაც გამოიწვევს ტენიანობის დონის შემცირებას. შედეგად, კაკაოს წარმოებისთვის სიცოცხლისუნარიანი მიწა მნიშვნელოვნად შემცირდება. 2014 წლის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის: ზემოქმედება, ...

კრის როკი ოსკარებზე დაბრუნებას არ აპირებს

News.ge 

კრის როკი ამბობს, რომ მას “ოსკარების” 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიის მასპინძლობა შესთავაზეს, მაგრამ მოწვევაზე უარი თქვა. როგორც თავად განმარტავს, მიზეზი ის სამარცხვინო შემთხვევა იყო, რომელიც წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა, როდესაც უილ სმიტმა წამყვანს სილა გააწნა. მიზეზი უილის მეუღლეზე ნათქვამი ხუმრობა გახდა. Arizona Republic-ის თანახმად, კრისმა ოსკარებზე დაბრუნება დანაშაულის ადგილზე დაბრუნებას შეადარა. მასპინძლობის შეთავაზების განხილვისას კომიკოსმა ...

ვატიკანმა დუგინას დაღუპვაზე რომის პაპის სიტყვები განმარტა

Radiotavisupleba.ge 

ვატიკანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა  რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას დაღუპვასთან დაკავშირებით, რომის პაპის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო გამოწვეულ კრიტიკასთან დაკავშირებით. ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ რაც შეეხება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები მკაფიო და ცალსახაა, ის გმობს "მორალურად გაუმართლებელ, დაუშვებელ, ბარბაროსულ, უაზრო, საზიზღარ და მკრეხელურ ომს". კრიტიკოსები თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამბობდნენ... Читать дальше...

რეფერენტული ფასი წამლებზე - რას ნიშნავს და რას შეცვლის  

Radiotavisupleba.ge 

მედიკამენტებზე ფასის დასაწევად საქართველოს მთავრობა ახალი წესების შემოღებას გეგმავს. დადგინდება რეფერენტული ფასი, რაც ხელისუფლების დაპირებით, წამლებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.   რას ნიშნავს რეფერენტული ფასი? მედიკამენტის გასაყიდი ან საექსპორტო ფასის ზედა ზღვარი, რომელსაც სახელმწიფო ადგენს. როგორ გამოითვლება ზედა ზღვარი? იმავე წამალზე სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ფასების მიხედვით. ყველა მედიკამენტზე დაწესდება ზედა ზღვარი? ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს, ზოგი შედარებით მცირე რაოდენობაზე აწესებს ზედა ზღვარს, ზოგი - მეტზე. Читать дальше...

ალექსეი ნავალნი იტყობინება, რომ ის კვლავ ჩასვეს სადამსჯელო საკანში

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იტყობინება, რომ ის კვლავ აღმოჩნდა სადამსჯელო საკანში. ინფორმაცია გაჩნდა პოლიტიკოსის სოცქსელებში. ნავალნიკოლონიაში იხდის პატიმრობას ვლადიმირის ოლქში. სამშაბათს გამოჩენილ ცნობაში ნავალნი ამბობს, რომ ის კვირას გამოუშვეს სადამსჯელო საკნიდან, მაგრამ ორშაბათს კვლავ ჩასვეს. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ „პატიმრისთვის ის პოლიტიკურად ძალზე აქტიურია“, დიდ გაღიზიანებას იწვევს ჩემ მიერ შექმნილი პატიმართა პროფკავშირებიო, წერს ის. პოლიტიკოსის სიტყვებით, კრემლის განსაკუთრებულ რისხვას იმსახურებს „6000-ის სია“... Читать дальше...



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

По Красноярску расклеили фейковые листовки VK Fest с Бастой — QR-код ведёт на сайт мошенников




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России