ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა. გუგა გაგნიძე ბახმუტთან ბრძოლაში დაეცა
ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა. გურგენ (გუგა) გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. კერძოდ ჯგუფი, რომელშიც ქართველი მებრძოლიც იმყოფებოდა, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ ალყაში მოხვდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ რამდენიმე ქართულ გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება. 40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა. ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა. Читать дальше...