Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 22.12.2022

ევგენი პრიგოჟინი: რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა, ისინი უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ

News.ge 

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ოპოზიციონერებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება მისცა. პრიგოჟინის განცხადებით, ოპოზიციონერები უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაეშვათ. „მე გლობალურად არ ვეთანხმები სახელმწიფოს პოლიტიკას, რომ ნავალნის მსგავს ყველა ადამიანს მისცემოდა საშუალება, საზღვარგარეთ გაქცეულიყო. ისინი უნდა შეეკრიბათ, შეექმნათ ერთი საჯარიმო ბატალიონი და ჩემთვის უნდა გადმოეცათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, ...

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

News.ge 

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებული ნანგრევებიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.

რუსთავში შენობა ჩამოინგრა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი ორსადარბაზოიანი შენობის კუთხე ჩამოინგრა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ შენობის ნანგრევები საავტომობილო გზის ნაწილზეც ყრია. ადგილზე მუშაობენ საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ, როგორც ამ დროისთვის მისთვის არის ცნობილი, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარბეის ბრიგადამ გადაიყვანა... Читать дальше...



თურქეთი: შვედეთმა ჯერ კიდევ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები ნატოში გასაწევრიანებლად

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი აფასებს შვედეთის ნაბიჯებს ნატოში გაწევრიანებისთვის თანხმობის მისაღებად, მაგრამ ჯერ კიდევ "ნახევარ გზაზეც" არ არის იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომლებიც ანკარის მხარდაჭერის მისაღებად იკისრა, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 22 დეკემბერს. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, არ გადასცეს თურქეთს 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებასთან სავარაუდო კავშირებისთვის ძებნილი პირი, "მოწამლა" სამხედრო ალიანსში შვედეთის წევრობაზე მოლაპარაკებების პოზიტიური ატმოსფერო. Читать дальше...

კაცი, რომელმაც გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

Radiotavisupleba.ge 

კაცი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, კვერცხები ესროლა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. "ალტ-ინფოს" მხარდამჭერის, იოსებ სირაბიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო დღეს, 22 დეკემბერს, განიხილავდა. როგორც რადიო თავისუფლებას სასამართლოდან აცნობეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატები კი - გირაოს შეფარდებას. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იოსებ სირაბიძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. Читать дальше...

თათრეთში საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტი 23 დეკემბერს უნდა განეხილათ საბჭოს დასკვნით სხდომაზე. დოკუმენტი, რომელიც თათრეთის კონსტიტუციაში 63 ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, რუსეთის მმართველი პარტია „ედიანაია როსიას“ დეპუტატებმა წარადგინეს. ერთ-ერთმა ცვლილებამ, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის სახელის შეცვლას ეხება... Читать дальше...

ექსპერტი გეჯაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდება მისი სტრატეგიის ნაწილია 

Radiotavisupleba.ge 

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, მისი სტრატეგიის ნაწილია. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია ადვოკატთან არაერთხელ ჰქონია. "ჰქონდა მანამდეც და მერეც კომუნიკაცია ჩემთან. მაძლევდა ხოლმე გარკვეულ ინფორმაციას. რამდენიმე თვის წინ ხდებოდა ეს და არა იმ მდგომარეობით, როგორც ახლაა ბატონი სააკაშვილი. Читать дальше...



სახელმწიფოსა და ექიმების ინტერესია, იყოს ჯანმრთელი. კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი - პაპუაშვილი სააკაშვილზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუძლურება მის მეგობრებს მისი ციხიდან გამოყვანის გამო უნდათ. შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს პარლამენტის ეზოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახელმწოფოს და ექიმებს უნდათ ის ჯანმრთელი იყო. "როდესაც ექიმებს არ ემორჩილება და არ მიჰყვება იმ დანიშნულებებში, რომელიც მათ აქვთ, შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნას... მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან... Читать дальше...

სწრაფად პროგრესირებადი დემენცია აქვს - რა უთხრა სასამართლოს ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის დიაგნოზზე

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ამერიკელი ფსიქიატრი, ერიკ გოლდსმიტი სასამართლოს ჩვენებას აძლევს. მან ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ დიაგნოზზე ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს. "მიხეილ სააკაშვილს აქვს მეხსიერების დაკარგვის მძიმე პრობლემები. ისევე, როგორც დემენციის ყველა პაციენტს, მასაც კარგად ახსოვს მისი წარსული, მისი ბავშვობა, ახალგაზრდობა, კარიერა, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან... Читать дальше...

დონეცკში სასტუმროზე საარტილერიო თავდასხმის დროს დაიჭრა დმიტრი როგოზინი, დაიღუპა ორი პირი

Radiotavisupleba.ge 

დმიტრი როგოზინი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ერთ დროს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი, უკრაინის არმიის  საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიჭრა დონეცკის მახლობლად არეალში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. როგოზინმა Telegram-ით გაავრცელა ცნობა, რომ მას საავადმყოფოში უკეთებენ ოპერაციას მას მერე, რაც 21 დეკემბერს მხარში დაიჭრა. თავდასხმის დროს დაშავდნენ სხვა პირებიც. ბიბისის ცნობით, ორი პირი დაიღუპა. როგოზინი აცხადებს, რომ ვიღაცამ „ინფორმაცია გასცა“ იმის შესახებ, ვინ იყო სასტუმროში. როგოზინი ამბობს, რომ რამდენიმე თვეა იქ იმყოფება... Читать дальше...

ვიოლა ფონ კრამონი სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს: ბოლო შეხვედრის დროს ჯანმრთელი იყო

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე აქვეყნებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოს და წერს, რომ "ყველა პატიმრის კეთილდღეობა მთავრობის პასუხისმგებლობაა". ევროპარლამენტარი ამავე ტვიტში აღნიშნავს, რომ ბოლო შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო. "ბოლოს როცა შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის დღეს, საქართველოს ციხეში ერთ წელზე ცოტა მეტი ხნით ყოფნის შემდეგ. ყველა პატიმრის კეთილდღეობა, სააკაშვილის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა"... Читать дальше...

Reuters: შანხაის საავადმყოფომ პერსონალი გააფრთხილა, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ „ტრაგიკული ბრძოლისთვის“ მოემზადონ

News.ge 

შანხაის საავადმყოფომ პერსონალი გააფრთხილა, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ „ტრაგიკული ბრძოლისთვის“ მოემზადონ, რადგან დიდი ალბათობით, 25-მილიონიანი ქალაქის მცხოვრებლების ნახევარი წლის ბოლომდე დაინფიცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „რიოიტერი“ ავრცელებს. ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების ფონზე საავადმყოფოების დატვირთვა მკვეთრად გაიზარდა. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ქვეყანაში ნაკლები ტესტირება ტარდება. „წელს შობის ღამე, ახალი წელი სახიფათოა. ამ ტრაგიკულ... Читать дальше...

ვიოლა ფონ კრამონი: ბოლოს, როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი ადამიანი იყო – აი, როგორ გამოიყურება ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ

News.ge 

ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი ადამიანი იყო. აი, როგორ გამოიყურება ის ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ საქართველოს ციხეში ყოფნის შემდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან 2021 წლის ივნისში გამართული შეხვედრის და ასევე ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დღევანდელი ონლაინ ჩართვის ფოტოებს აქვეყნებს. „საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კეთილდღეობაზე“, ...

თენგიზ ფხალაძე: ზელენსკი დღეს არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო

News.ge 

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“ მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ისტორიული ვიზიტი შეაფასა. თენგიზ ფხალაძემ ზელენსკის ვიზიტს ისტორიულ ფაქტად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო. მისი თქმით, ზელენსკის მთავარი ამოცანა უკრაინის გამარჯვებაა. „ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება და ზელენსკის ვიზიტი არის სწორედ ამის გამოხატულება. ზელენსკი გარდამტეხ როლს თამაშობს ...

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია… სააკაშვილს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები

News.ge 

დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, ამასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას. კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის წონის კლება გამოიწვია „შერჩევითმა კვებამ“ და კუჭის ოპერაციამ. „რაც შეეხება მის ვიზუალს, ის არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის ...

უკრაინის არმია: რუსეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს დონბასში, დაბომბეს საავადმყოფო ზაპოროჟიეში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოიგერეს რუსეთის არმიის რამდენიმე შეტევა. რუსებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში საარტილერიო იერიში მიიტანეს საავადმყოფოზე ზაპოროჟიეს რეგიონში, იუწყება უკრაინის არმიის გენერალური შტაბი 22 დეკემბერს. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარმა შეტევები მოიგერია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების 16 ადგილას. რუსეთის ძალებმა ისევ ამოიღეს მიზანში ბახმუტი და ავდეევკა, სადაც ბოლო თვეებში ყველაზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა. შეტევები განხორციელდა რეგიონების სხვა ადგილებშიც. Читать дальше...

ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ფასი, სანდუმ მიხედოს თავის პატიმარ პრეზიდენტს - კობახიძე

Radiotavisupleba.ge 

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე "ფასი არ აქვს". ამას გარდა, მოლდოვის პრეზიდენტის ამავე შინაარსის მოწოდებაზე კობახიძე უპასუხებს, რომ "სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს". "[მაია] სანდუს ჰყავს მოლდოვის პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. ზელენსკის... Читать дальше...

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს დაინიშნა, ადგილი გადაწყვეტილი არ არის

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია. "შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა. ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნილი მიწვევა არ ნიშნავს... Читать дальше...


Музыкальные новости
Вольфганг Амадей Моцарт

«Моцарт vs Шопен» от Amadeus Concerts





Rss.plus
Россия

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России




Астролог Шевченко назвала самые скандальные знаки зодиака

В Москве арестовали повара-мигранта в рамках дела о массовом отравлении

В России предложили проверять видеоигры на «формирование девиантного поведения»

Загрутдинов: на станции метро «Бачуринская» облицевали пол платформенной части




პარლამენტმა ვერ აირჩია სახალხო დამცველი

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა და ვერ აირჩია სახალხო დამცველი. წარდგენილი 19 კანდიდატიდან ყველა ჩავარდა. კონსტიტუციითა და კანონმდებლობით პარლამენტი სახალხო დამცველს, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, 90 ხმით ირჩევს. ხმების ეს რაოდენობა არცერთ საპარლამენტო პარტიას აქვს და საჭიროა პოლიტიკური კონსენსუსი. საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს: ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს და ნაზი ჯანეზაშვილს უჭერდა. Читать дальше...

დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია - კობახიძე სააკაშვილზე

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენაზე ამბობს, რომ ვნახეთ "უნიჭო სიმულაცია". "დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება მის ვიზუალს, არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, ამანაც გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი... Читать дальше...

დემოკრატიის უკუსვლისთვის გაკრიტიკებული ორბანი გამოდის ევროპარლამენტის დაშლის მოწოდებით

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დადგა დრო ევროკავშირში "დაშრეს ჭაობი". ეს მან 21 დეკემბერს განაცხადა და გამოვიდა ბლოკის საკანონმდებლო ორგანოს დაშლის მოწოდებით. ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ორბანმა თქვა, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მონაწილეობით ახლახან მომხდარი კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი ამ ინსტიტუტის სანდოობას აყენებს კითხვის ქვეშ და რომ ის მხარს უჭერს ამ ორგანოს გაუქმებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად არსებობს. "უნგრელებს სურთ ამჟამინდელი ფორმის ევროპის პარლამენტი დაიშალოს... Читать дальше...

პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. 150-წევრიან პარლამენტში, დღევანდელი მოცემულობით, 141 დეპუტატია დარჩენილი. 22 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ასეთია: თამარ ალფაიძე: მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0. რევაზ ეგაძე: მომხრე - 1, წინააღმდეგი - 0. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის... Читать дальше...

ზელენსკის ხუთი გზავნილი აშშ-ის კონგრესიდან

Radiotavisupleba.ge 

„დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ. ჩემთვის ნამეტანია. ეს ყველაფერი ჩვენი დიდებული ხალხისთვისაა. ძალიან დიდი მადლობა“, - აშშ-ის კონგრესის დარბაზში შესული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თითქმის ორი წუთის განმავლობაში ისმენდა კონგრესის წევრების აპლოდისმენტებს და შეძახილს „სლავა უკრაინე“, დრო და დრო უხერხულად იღიმოდა და ემოციის დამალვას თავის დახრით ცდილობდა. „მიუხედავად უიმედო სცენარისა, უკრაინა არ დაცემულა. უკრაინა ცოცხალია და აგრძელებს ბრძოლას“, - ზელენსკიმ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად მესამასე დღეს... Читать дальше...

ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთი არ ასრულებს მთიან ყარაბაღში კონტროლის ვალდებულებას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი ფაქტობრივად, არ ასრულებს მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ნაკისრ ვალდებულებას. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფაშინიანმა თქვა, რომ ლაჩინის დერეფანში კრიზისი გრძელდება და ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, აზერბაიჯანის მიერ დერეფნის "უკანონოდ დაბლოკვის" გამო, ასეულობით ოჯახი ერთმანეთისგან გაყოფილია და მთიან ყარაბაღში პირველადი საჭიროების პროდუქციის... Читать дальше...



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Моргенштерн

Моргенштерн* жестко ответил хейтерам и защитникам Дилары




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


ATP

«Ну и где здесь «группа смерти?» ATP показала, каким был бы Евро-2024 с теннисистами



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В деревне округа Зарайск объявлен конкурс на реконструкцию сетей теплоснабжения



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России