თბილისის გრანსლემი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრანსლემზე ექვსი მედალი მოიპოვა და ქალთა და ვაჟთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, სამოცდაერთი ქვეყნის ნაკრებს შორის. სამდღიანი შეჯიბრების ორმა დღემ ისე ჩაიარა, ქართველი ძიუდოისტები ოქროს მედალს ვერ შეწვდნენ. სულ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეულები და მასპინძელთაგან კვარცხლბეკზე მხოლოდ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ავიდნენ. სარდალაშვილი მეორე საფეხურზე, შავდათუაშვილი - მესამეზე. Читать дальше...