Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2023

Новости за 05.03.2023

ელგუჯა ხოკრიშვილი: გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან

News.ge 

“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. “ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის ...

მედიის ადვოკატირების კოალიცია პაპუაშვილს: დაუყოვნებლივ აღუდგინეთ ტაბულასა და პუბლიკის ჟურნალისტებს აკრედიტაცია

News.ge 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს. “სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად... Читать дальше...

გიორგი ჯანელიძე: მჯერა, რომ იმ ხალხის წარდგენილი კანონი არ იქნება ქვეყნისთვის კარგი

News.ge 

„ვინც ეგ კანონი წარადგინა… მჯერა, რომ იმ ხალხის წარდგენილი კანონი არ იქნება ქვეყნისთვის კარგი“, – ასე აფასებს გადაცემა „კაცების“ წამყვანი გიორგი ჯანელიძე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ  რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  საქართველოს პარლამენტი აპირებს. გიორგი ჯანელიძეს ვკითხეთ, მისი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს საზოგადოებაზე. „ქართული საზოგადოება ისეთი რამეა, ვერ გამოიცნობ წინასწარ, რა მოახდენს ...

ზურაბ ჯაფარიძე: ადრე გაღვიძება თუ გეზარება ამ მოცემულობაში, ფბ-ზე უკრაინის დროშების ფრიალი ვერ გიშველის

News.ge 

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს 6 მარტს დილის 09:30 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლისკენ მოუწოდებს. „ხვალ 09:30 საათზე გადის ე.წ. აგენტების კანონი იურიდიულ კომიტეტზე. ამ კანონის მიღება ნიშნავს ევროპა-ნატოს დროში შორს გადასროლას და რუსულ წუმპეში კიდევ უფრო ღრმად ჩაძირვას. ამას გვეუბნება ევროპა-ნატო იშვიათად ცხადი მოცემულობაა სად არის სინათლე და სად ნაბიჭვრობა. ადრე გაღვიძება ...

ოლაფ შოლცი: პუტინმა ჯარები უნდა გაიყვანოს, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი

News.ge 

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკისრება. „ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ ის წარმატებას ვერ მიაღწევს თავისი შეჭრით და იმპერიალისტური აგრესიით. მან ჯარები უნდა გაიყვანოს, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი“, – აცხადებს შოლცი. კანცლერის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რაც უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას. „უკრაინელების გარეშე გადაწყვეტილებები არ იქნება”, – ...

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

News.ge 

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებსა და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს. Читать дальше...

საქართველოს პატლამენტთან ხვალ აქციაა დაგეგმილი

News.ge 

საქართველოს პატლამენტთან ხვალ აქციაა დაგეგმილი. აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამართავენ და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს გააპროტესტებენ, რომლის განხილვაც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დილით არის ჩანიშნული. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 09:00 საათზე შეიკრიბებიან. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. Читать дальше...

მოსკოველებმა აღნიშნეს სტალინის სიკვდილის 70-ე წლისთავი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში, წითელ მოედანზე 5 მარტს თავი მოიყარა ათასზე მეტმა მოქალაქემ, საბჭოთა დიქტატორის, სტალინის სიკვდილის 70-ე წლისთავის აღნიშვნის მიზნით. სტალინის მემკვიდრეობა აჩრდილად გასდევს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომს. კიევი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმას საფუძვლად უდევს სტალინის პერიოდის იმპერიალისტური მიდრეკილებები, ხოლო რუსეთის შიგნით ხელისუფლების კრიტიკოსების მკაცრი ჩახშობა საბჭოთა მეთოდებს მოგვაგონებს. წითელი დროშებით და სტალინის პორტრეტებით ხელში, მოქალაქეები გრძელ რიგში იდგნენ... Читать дальше...



ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირს ჯერ არ უნახავს მტკიცებულება, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირს აშშ-სგან "ჯერჯერობით არ უნახავს მტკიცებულება", რომელიც მიანიშნებდა, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის ომისთვის - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 5 მარტს. ასეთი მიწოდების შემთხვევაში ჩინეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან მიმართებით ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ეს "ჰიპოთეზური კითხვაა, რომელსაც პასუხი გაეცემა მხოლოდ მაშინ, თუ ის რეალობა და ფაქტი გახდება". ფონ დერ ლაიენი ამ განცხადებებით აღმოსავლეთ გერმანიაში გამოვიდა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად. Читать дальше...

რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?

News.ge 

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ჩნდე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში. ის ხში­რად ხდე­ბა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად. პო­ლი­ტი­კო­სი ერთ-ერ­თია კო­ლე­გე­ბი­დან, რო­მელ­საც “ბრენ­დუ­ლად” ჩაც­მა უყ­ვარს. ერთი წლის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მდი­ნა­რა­ძის “გუ­ჩის“ ფირ­მის “ლო­ფე­რე­ბი”, რომ­ლის ფა­სიც 895 დო­ლა­რია. მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე წლე­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი მე­უღ­ლე ნათია კუნ­ჭუ­ლი­აა. წყვილს ორი შვი­ლი ... Читать дальше...

არჩილ თალაკვაძე: მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სჭირდება და არ დააზიანებს არცერთ ორგანიზაციას, ვინც ნამდვილად ემსახურება ჩვენს ქვეყანას

News.ge 

ყველანი ვთანხმდებით და ეს საკამათოც არ არის, რომ ინფორმირებული საზოგადოება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ეს არის ის ღირებულებები, რომელიც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა. „მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სჭირდება და არ დააზიანებს არცერთ ორგანიზაციას, ვინც ნამდვილად ემსახურება ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას. ...

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. გერმანიის დედაქალაქში საქართველო ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელია. „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობის ქვეყანა“ ... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება – ვაია, არ მიიღონ – ვუია – კანონი რომ არ მიიღონ სისუსტის გამოვლინება იქნება, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ

News.ge 

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება – ვაია, არ მიიღონ – ვუია – კანონი რომ არ მიიღონ სისუსტის გამოვლინება იქნება, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ – ქალაქში“ განაცხადა, რითაც ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტებით ხდება იმ იდეის დისტრიბუცია, რომ დასავლეთი მტერია. „ამ კანონის ...

"ვაგნერი" გადაბირების ცენტრებს რუსეთის სპორტულ კლუბებშიც ხსნის

Radiotavisupleba.ge 

რუსულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, "ვაგნერმა" - რომელიც უკრაინაში რუსეთის რეგულარულ და გაწვეულ სამხედროებთან ერთად იბრძვის - ბოლო სამ დღეში სულ მცირე სამი გადაბირების ცენტრი გახსნა რუსეთის სპორტულ კლუბებში. ამ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ში განთავსებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW). "ვაგნერის" დაქირავებულ სამხედროთა რიგებში უკვე არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ თავისუფლებას დაპირდნენ.  ISW ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გადაბირების ცენტრების გახსნაზე დინამოს სპორტულ ობიექტზე სამარაში... Читать дальше...

პუბლიკის და ტაბულის ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა

Radiotavisupleba.ge 

ონლაინ გამოცემა პუბლიკა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა მათ სამ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მუშაობის შეზღუდვაზე სამუშაო დღეს ჩააბარებენ. „პუბლიკის“ ჟურნალისტები, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გამო იმყოფებოდნენ. Читать дальше...

ბრიტანეთი: რუს რეზერვისტებს უკრაინელთა პოზიციებთან საბრძოლველად "იარაღით და ნიჩბებით" გზავნიან

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ომზე თავის ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ მობილიზებულ რუს რეზერვისტებს უკრაინელთა პოზიციებზე შეტევებში გზავნიან "ცეცხლსასროლი იარაღით და ნიჩბებით" შეიარაღებულებს.    "სტანდარტული წარმოების,  MPL-50-ის ტიპის სათხრელი იარაღის ლეტალურობა რუსეთში განსაკუთრებით მითოლოგიზებულია" - წერს სამინისტრო. "ცოტა რამ თუ შეიცვალა 1869 წელს მისი შექმნის მერე - მისი იარაღად კვლავ და კვლავ გამოყენება წარმოაჩენს სასტიკ და დაბალტექნოლოგიურ ბრძოლას, რომელიც დიდწილადაა ამ ომის მახასიათებელი"... Читать дальше...

პატიმრობა შეეფარდა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქალაქო სასამართლომ - გიგაშვილს ბრალი პროკურატურამ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს წარუდგინა. მას ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა ედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა... Читать дальше...

ყარაბაღელი სომხები და აზერბაიჯანი იუწყებიან მსხვერპლზე განახლებული ძალადობისას

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამი სომეხი პოლიციელი დაიღუპა სროლაში აზერბაიჯანელი საბოტაჟის ჯგუფის მხრიდან შეტევის დროს, ხოლო ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ცდილობდა არ დაეშვა სომხების მანქანებით სეპარატისტულ რეგიონში იარაღის შეტანა.  "პოლიცია მანქანით მოძრაობდა ყარაბაღის მხრიდან ჩვენი პოლიციის სადგურის მიმართულებით" - აცხადებს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი 5 მარტს და დასძენს, რომ მანქანაში არც იარაღი იყო და არც ტყვია-წამალი. Читать дальше...

რუსეთის შეტევების გაძლიერების ფონზე, უკრაინის თავდაცვა კვლავ ითხოვს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანი 5 მარტს კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით უკრაინას მიეწოდოს თანამედროვე დასავლური საბრძოლო თვითმფრინავები, უწინარესად აშშ-ის წარმოების F-16, რუსეთის მხრიდან შორი რადიუსის რაკეტებით და ბომბებით გაძლიერებული თავდასხმების ფონზე.  პრესმდივანმა, იური იგნატმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ამგვარი საჰაერო ხომალდები უკრაინას საშუალებას მისცემდა მოეგერებინა რუსეთის თვითმფრინავები, რომლებიც ასეთ იარაღს ისვრიან. იგნატის თქმით, რუსეთის მხრიდან დონბასზე შეტევების ინტენსიფიკაცია სხვა არეალებსაც დაეტყო... Читать дальше...


Музыкальные новости




Rss.plus





სააკაშვილი BILD-თან ინტერვიუში: პუტინმა ისაუბრა, რომ "კვერცხებით" დამკიდებდა

Radiotavisupleba.ge 

გერმანული გამოცემა BILD-ი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. კლინიკიდან გამოგზავნილ ფურცლებზე პატიმარი ჟურნალისტებს წერს, რომ თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს და ამის თქმის საფუძველს აძლევს პუტინის ფრაზა, რომ ის მას "კვერცხებით დაკიდებდა." "მან და მედვედევმა რამდენჯერმე ისაუბრეს ჩემი გასამართლების აუცილებლობაზე. მათ 2 მილიარდი დოლარი მისცეს ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე. ეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლი იყო. პირველი საქმეები აღიძრა როგორც კი მე ოდესის გუბერნატორი გავხდი. Читать дальше...

მიღწეულია საერთაშორისო შეთანხმება საზღვაო ბიომრავალფეროვნების დასაცავად

Radiotavisupleba.ge 

4 მარტს გაეროს წევრი ქვეყნები პირველად შეთანხმდნენ ერთიან ხელშეკრულებაზე საზღვაო ბიომრავალფეროვნების დასაცავად საერთაშორისო წყლებში - რითიც დასრულდა ნიუ-იორკში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები. შეთანხმების თანახმად, 2030 წლისთვის ოკეანის წყლების 30 პროცენტამდე გახდება დაცული აკვატორია - რაც შესაძლებელს გახდის საზღვაო ფლორის და ფაუნის დაცვასა და აღდგენას.  საზღვაო კანონზე გაეროს კონვენცია 1994 წელს ამოქმედდა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზღვაო ბიომრავალფეროვნება არ იყო ცნებად მყარად დამკვიდრებული. Читать дальше...

ესტონეთში არჩევნებია, პარტიებს განსხვავებული პოზიციები აქვთ უკრაინის დახმარებაზე

Radiotavisupleba.ge 

5 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, გაძლიერდნენ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდების მოწინააღმდეგე, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები.  გამოკითხვების შედეგების მიხედვით ვარაუდობენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, თუმცა, მას ალბათ კოალიციის შექმნა დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად.   ბალტიისპირეთის ეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, ბოლო წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე... Читать дальше...

ჩინეთი ზრდის სამხედრო ხარჯებს, "საფრთხეების ესკალაციის" გამო

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთმა 5 მარტს გამოაცხადა, რომ ზრდის ხარჯებს სამხედრო სფეროში, და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეები "ესკალაციას" განიცდის. ეს განცხადებები გაკეთდა ქვეყნის გენერალური ხაზის მხარდამჭერი პარლამენტის სხდომაზე, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, სი ძინპინს პრეზიდენტობის მესამე ვადას მიანიჭებს.  ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, აცხადებს, რომ მომავალ წელს მიზნად ისახავს ეკონომიკის დაახლოებით ხუთი პროცენტით გაზრდას - რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Читать дальше...

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთმა "წააგო ენერგიის ომი"

Radiotavisupleba.ge 

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის, ფატიჰ ბიროლის განცხადებით, რუსეთმა - ერთ დროს "ენერგიის გლობალური სისტემის ერთ-ერთმა ქვაკუთხედმა" - დაკარგა გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის წამყვანი ექსპორტიორის როლი.   "რუსეთმა წააგო ენერგიის ომი" - უთხრა ბიროლმა საფრანგეთში გამომავალ Liberation-ს 4 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას მან უწოდა "გადამწყვეტი მომენტი" და დასძინა - "მსოფლიო არასოდეს გამხდარა ასეთი სიღრმის და კომპლექსურობის ენერგეტიკული კრიზისის მოწმე". Читать дальше...

თურქეთი აცხადებს, რომ მუშაობს მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაზე

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ანკარა აქტიურად მუშაობს საიმისოდ, რომ გახანგრძლივდეს გაეროს მხარდაჭერით შემოღებული ინიციატივა, რომლის პირობებითაც უკრაინამ შეძლო მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის მიერ ბლოკირებული პორტებიდან.  შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიიღეს, და მან სამი პორტიდან გახადა შესაძლებელი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი. შეთანხმება ნოემბერში გახანგრძლივდა და მას ამჟამად 18 მარტს გასდის ვადა... Читать дальше...




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России