Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Декабрь
2023

Новости за 05.12.2023

სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროს შენობის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, შიმშილობა დაიწყო. პროტესტის ამ ფორმით ის სამინისტროს მაღალჩინოსნების ყურადღების მიქცევას ცდილობს. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იხსენებს, რომ დირექტორობის სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, როცა სერტიფიკატის მისაღები გამოცდები ჩააბარა - მაშინ ისეთ სკოლებს შესთავაზეს მისი კანდიდატურა, სადაც მოქმედი დირექტორებიც მონაწილეობდნენ კონკურსში. Читать дальше...

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 17-მა წევრმა ზუგდიდში

Radiotavisupleba.ge 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა დღეს, 5 დეკემბერს, გააკეთეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე. მათი განმარტებით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ჯერჯერობით არ აპირებენ ფრაქციის დაშლასაც. პარტიის... Читать дальше...

ბერბოკი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას მთლიანად უჭერს მხარს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება სლოვენიაში, განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები „მთლიანად და სრულად“ უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მისი თქმით, რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირი ვერ დაუშვებს „რუხი ზონების“ არსებობას. ე.წ. დასავლეთ ბალკანეთს ეკუთვნის ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და ასევე სერბეთის ყოფილი ოლქი კოსოვო. ეს ექვსივე ქვეყანა ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იმყოფება პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.



გამახარიას თქმით, ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ IPRM-ის ფორმატი აღდგეს

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე, ფაქტობრივად, მიღწეულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) დიალოგის აღდგენის შესახებ შეთანხმება. „არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ. ისინი არ მონაწილეობენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ან რაღაც უწყების წარმომადგენლები... Читать дальше...

რუსეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს და არაბთა საამიროებს ეწვევა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის მიმართ  დაპატიმრების ორდერია გაცემული, ამ კვირაში საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, შინ დაბრუნების შემდეგ კი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდება. საზღვარგარეთ თავისი იშვიათი მოგზაურობის დროს, კრემლის ცნობით, პუტინთან შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად განიხილება პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, ნავთობის ბაზართან დაკავშირებული საკითხები კი „ყოველთვის რჩება დღის წესრიგში“. საუდის არაბეთში დაგეგმილია ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან მოლაპარაკება... Читать дальше...

ზელენსკის სურს, თავად მიმართოს ამერიკელ სენატორებს დახმარების თხოვნით

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უნდა, სენატის დახურულ სხდომას მიმართოს თავისი ქვეყნისთვის აშშ-ის შემდგომი დახმარების გადაუდებლობის შესახებ განცხადებით, - ამის შესახებ თქვა აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის თავმჯდომარემ, ჩაკ შუმერმა. მან ყველას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან სხდომაში, რომელზეც ზელენსკის სურს განმარტოს, რატომ არის ახლა დახმარება უკრაინისთვის სასწრაფო და აუცილებელი.   თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა შალანდა იანგმა წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა... Читать дальше...

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლია ქალაქ ხერსონში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის ცენტრში 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა. გასულ ღამით და დღეს დილით დრონებით და რაკეტებით თავდასხმა იყო ლვოვის, დონეცკის და ხარკოვის ოლქებზეც. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიდნენ. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაზიანებულია 10-მდე მრავალბინიანი და კერძო სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა და 2 კერძო საწარმო. Читать дальше...



ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს, 5 დეკემბერს, ოთხდღიან ვიზიტს იწყებს. შეხვედრები დაგეგმილია უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან. დელეგაციაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის... Читать дальше...

დასახელდა ყირიმზე დრონებით შეტევის სავარაუდო სამიზნეები

Radiotavisupleba.ge 

ანექსირებულ ყირიმზე დრონებით დღევანდელი შეტევის სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე „საზღვაო ნავთობტერმინალი“ და ქერჩის გემთმშენებელი ქარხანა „ზალივი“. ამის შესახებ წერენ რუსული ტელეგრამ-არხები “ბაზა“ და „კრიმსკი ვეტერ“. მათი წყაროების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ნავთობტერმინალთან ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ცნობა ქარხანა „ზალივზე“ შეტევის შესახებ ჯერ კიდევ გადასამოწმებელია. 2023 წლის 4 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო... Читать дальше...

საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. "Первый отдел-ის" ადვოკატებისა და უფლებადამცველების განცხადებით, მას ტერორიზმში ედება ბრალი. „შეპელევი რუსი ძალოვნების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რომლის დროსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი-ტაგილის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ეტაპირება... Читать дальше...

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": როგორ ვზომავთ სიღარიბეს?

Radiotavisupleba.ge 

როგორ იზომება სიღარიბე საქართველოში, რას ეფუძნება სტატისტიკა - როგორ დგინდება ხაზი, რის ქვევითაც ადამიანი ღარიბად ითვლება და რამდენად უნივერსალური ან უნიკალურია სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკური მიდგომა? - ვასილ წაქაძე, საქსტატის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორია რუბრიკის სტუმარი:

ოზურგეთში საახალწლო ღონისძიებებისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

Radiotavisupleba.ge 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 322 734 ლარის დახარჯვა იგეგმება. ტენდერის გარეშე მომსახურების შესაძენად თანხმობის მისაღებად მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შესყიდვების სააგენტოს წერილით 1 დეკემბერს მიმართა. თალაკვაძე ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი სტიქიური მოვლენების გამო განვითარდა მეწყრული პროცესები და "აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო დროულად დაეგეგმა საახალწლო ღონისძიებები... Читать дальше...

თუშეთთან ტყეში ხანძარს ისევ ებრძვიან

Radiotavisupleba.ge 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფშავლის და ლეჩურის მთებში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თავდაპირველად ცეცხლის ერთ კერას ხედავდნენ, ახლა კი კვამლი მინიმუმ სამი ადგილიდან ამოდის. „ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია და ეს განსაკუთრებით ღამით გამოჩნდა. პირველად მცირე კვამლი შევნიშნეთ და 112-ში დავრეკეთ. როგორც გვითხრეს, მეხანძრეები ადგილზე არიან და მუშაობენ. დასახლებიდან შორია, მაგრამ ცეცხლი თუ დროულად არ ჩააქრეს, გვეშინია, სოფელშიც არ ჩამოვიდეს“, - უთხრა რადიო... Читать дальше...

Какими будут грузино-российские отношения – мнение эксперта и политолога

ИА «Новости-Грузия» 

О своем видении развития грузино-российских отношений рассказал директор Научного центра природных катастроф Грузинского политехнического университета, профессор Университета восточной Европы Темур Майсурадзе в Мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия

WSJ: ისრაელი განიხილავს „ჰამასის“ გვირაბების წალეკვის შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმიაში განიხილება ღაზის სექტორში არსებული გვირაბების ზღვის წყლით ჩაძირვის გეგმა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. საუბარია გვირაბებზე, რომლებსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ იყენებს. გამოცემის წყაროთა თანახმად, ისრაელის არმიის სამხედროებმა ნოემბრის შუა რიცხვებში ღაზის სექტორში, აშ-შატის დევნილთა ბანაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში დაამონტაჟეს, სულ მცირე, 5 ტუმბო. WSJ წერს, რომ საათში 1000მ³ წყლის გაშვების შემთხვევაში... Читать дальше...

ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს ვერ აძლევს დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიას

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიის მემარცხენე პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრაზილია, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, 2024 წელს უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს. რუსეთი ამ გაერთიანების წევრია, საერთაშორისო სასამართლოს კი, პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს... Читать дальше...

ანექსირებული ყირიმიდან ათეულობით აფეთქების შესახებ იუწყებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გასული ღამის განმავლობაში, ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე 30 აფეთქება მოხდა. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც. ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 04:25 საათისთვის ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ტელეგრამ-არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი... Читать дальше...

ინდონეზიაში გამოღვიძებულ ვულკანზე ასვლისას 11 ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ორშაბათს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ვულკან მერაპის კრატერთან 11 გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. მე-12 დაკარგულის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ BBC და Euronews იუწყებიან ამოფრქვევა კვირას დაიწყო. ერთი დღით ადრე, 75 ალპინისტისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიწყო ვულკანზე ასვლა. მათი უმრავლესობა გაქცევა მოახერხა. ზოგიერთი მათგანი დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მთა მერაპის სიმაღლე დაახლოებით სამი ათასი მეტრია, მედია იუწყება, რომ კვამლისა და ნაცრის ღრუბლის სიმაღლე კიდევ სამი კილომეტრი იყო. Читать дальше...



Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах развития специализированной медпомощи в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Филипп Киркоров в жюри и неожиданный приз от Сергея Жукова на грандиозном финале “Новой Фабрики звезд”




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Спартак" обыграл "Рубин" со счетом 3:1

«Спартак» обыграл «Рубин» в последнем домашнем матче Джикии

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


WTA

Рахимова прошла во второй круг турнира WTA в Рабате на отказе Таунсенд



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Бухалово и Париж: откуда появились необычные и смешные названия населенных пунктов в России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России