სასამართლოში ხოშტარიას საქმის განხილვის პარალელურად ელენე ხოშტარიამ ზაჰესის იზოლატორიდან წერილი გამოგზავნა, სადაც ის წერს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ის განმარტავს, რომ მისთვის "ტყუილსა და ფარსში მონაწილეობა" მიუღებელია.
"დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვენლობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.
გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა... Читать дальше...