Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026

Новости за 28.02.2026

ნეთანიაჰუ: ბევრი ნიშანია, რომ ხამენეი "აღარ არის"

Radiotavisupleba.ge 

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 28 თებერვალს აცხადებს, იკვეთება ბევრი ნიშანი, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შესაძლოა მოკლულ იქნა ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის დარტყმების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ცნობებს ავრცელებენ უკრაინის რეგიონების ადმინისტრაციები, ინფორმაციას თავი მოუყარა "მედიაზონამ". ოთხი ადამიანი სუმის ოლქშია დაღუპული - იუწყება რეგიონის ადმინისტრაცია. იამპოლსკის რაიონში დაიღუპა ორი პენსიონერი ქალი, ვოროჟბიანსკის რაიონში ავტომობილებზე დარტყმებს ორი კაცი შეეწირა. დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი. ზაპოროჟიეს ოლქში, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დაიღუპა 86 წლის ქალი. Читать дальше...

„არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“ - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

„არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“ - უწყევეტი აქციების 458-ე დღეს, თბილისში, მოქალაქეებმა შაბათის მორიგი აქცია-მარში გამართეს. ფილარმონიასთან შეკრებილი ადამიანები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

მსოფლიო ეხმაურება აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის და ისრაელის ძალებმა დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქებზე, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწოდებს "მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებს". ტრამპმა ირანის ხელისუფლების ძალებს დანებებისკენ მოუწოდა, ისრაელის მიერ გამოცხადებული "პრევენციული დარტყმის" ფონზე. ამის პასუხად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მიზანში იღებს აშშ-ის ბაზებსა და ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, როგორც ნაწილს ოპერაციისა "მართალი დაპირება 4". დარტყმებს წინ უძღოდა კვირების განმავლობაში გამოთქმული მუქარები... Читать дальше...

"ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება" - საგარეო უწყება ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზე

Radiotavisupleba.ge 

“ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო უწყება “ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას -  უწყებამ განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე.

მერცი ტელეფონით ელაპარაკა ნეთანიაჰუს, კავშირზეა მაკრონთან და სტარმერთან

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 28 თებერვალს ტელეფონით ელაპარაკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანზე განახორციელეს იერიშები, აცხადებს გერმანიის მთავრობის პრესმდივანი, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს სააგენტო dpa. მერცი ელაპარაკა "სხვა პარტნიორებსაც რეგიონში" და კავშირზეა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან - ამბობს პრესმდივანი შტეფან კორნელიუსი ბერლინში. ამასთან, კორნელიუსის თქმით... Читать дальше...



ტრამპის მიზანი ირანში: სტრატეგიული დამორჩილება თუ სისტემური კოლაფსი?

Radiotavisupleba.ge 

ირანთან რამდენიმეკვირიან დაძაბულობას და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გადასროლას მოჰყვა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმები მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებზე, მათ შორის ირანის სამხედრო ობიექტებსა და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის საცხოვრებელ სახლებზე.

"დიქტატურები უნდა დასრულდეს!" - ზურაბიშვილი ირანზე. სამხედრო ოპერაციას ჯერ არ გამოხმაურებია "ოცნების" მთავრობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერას უცხადებს ირანელ ხალხს, ხოლო თეირანს მოლაპარაკებების აბუჩად აგდებაში სდებს ბრალს, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე. ფაქტს არ გამოხმაურებია "ქართული ოცნების" მთავრობა.

ირანში "თითქმის ტოტალურად" გათიშულია ინტერნეტი, დარტყმების ინტენსიფიკაციის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ირანში "თითქმის ტოტალურად" გათიშულია ინტერნეტი, იმ ფონზე, როცა აშშ და ისრაელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ მასშტაბურ, კოორდინირებულ საჰაერო დარტყმებს.

რუსეთი ირანის საკითხის „პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოგვარებას" მოითხოვს - აშშ-სა და ისრაელის სამხედრო დარტყმების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი მოითხოვს, რომ ირანის გარშემო არსებული ვითარება „პოლიტიკურ -დიპლომატიური მოგვარების კალაპოტს დაუბრუნდეს“ და გამოხატავს მზადყოფნას, რომ “როგორც მანამდე, მზად არის დახმარებისთვის სამშვიდობო გამოსავლის ძიენაში, საერთაშორისო სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ინტერესთა ბალანსზე დაყრდნობით”.

Bloomberg-ი: რუსეთი განიხილავს სამშვიდობო მოლაპარაკებიდან გასვლის შესაძლებლობას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას გავიდეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან, რომლებიც აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარეობს - თუ უკრაინა არ დათანხმდება მოსკოვის მიერ მოთხოვნილ ტერიტორიულ დათმობებს.

რუსეთში ისტორიკოსი დააპატიმრეს, ნემცოვის ხსოვნისთვის პატივის მიგების გამო

Radiotavisupleba.ge 

28 თებერვალს რუსეთში ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს საზოგადოება "მემორიალის" ეკატერინბურგის განყოფილების თავმჯდომარე, ისტორიკოსი ალექსეი მოსინი - მას 9 დღით მიესაჯა პატიმრობა, შეუთანხმებელი აქციის ორგანიზების ბრალდებით. ისტორიკოსი წინა დღეს დააკავეს, როცა ყვავილებს განათავსებდა 11 წლის წინ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად. 68 წლის მოსინის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო ეკატერინბურგის ლენინის რაიონულმა სასამართლომ - იუწყება "მედიაზონა". შეუთანხმებელ... Читать дальше...

რუსეთის კოლონიაში კვლავ შიმშილობა დაიწყო პოლიტპატიმრად აღიარებულმა ჟურნალისტმა, ნიკა ნოვაკმა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ჟურნალისტმა ნიკა ნოვაკმა - რომელიც უფლებადამცველებს პოლიტიკურ პატიმრად ჰყავთ აღიარებული - შიმშილობა გამოაცხადა მას მერე, რაც იგი სამი თვით კვლავ გაგზავნეს კამერული ტიპის საკანში, ირკუტსკის ოლქში მდებარე კოლონიაში, სადაც იგი სასჯელს იხდის. ამ ცნობას ავრცელებს მისი მხარდამჭერების ჯგუფი. შიმშილობის დაწყების შესახებ პოლიტპატიმარმა დედამისს წერილში აცნობა. ნოვაკი ასევე ამბობს, რომ გარდა კამერულ საკანში გაგზავნისა, მას წაართვეს ფერადი ფანქრები, რადგან ისინი "სახიფათო ნივთად" მიიჩნიეს - აღნიშნავს "ნასტოიაშჩეე ვრემია". Читать дальше...

ირანი რაკეტებს უშვებს ისრაელისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართულებით

Radiotavisupleba.ge 

28 თებერვლის დილას ისრაელში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში, ირანის ტერიტორიიდან რაკეტებისა და დრონების გაშვებასთან დაკავშირებით. ისრაელის სამხედროებმა, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მანამდე ირანის სამიზნეებზე დაიწყეს დარტყმების განხორციელება.

აფეთქებები ირანში, საჰაერო განგაში ისრაელში - გრძელდება ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია თეირანის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო იერიში დაადასტურეს ისრაელმა და აშშ-მა, 28 თებერვალს.

თეირანი ისრაელს იღებს მიზანში, მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა დაიწყო "მასშტაბური საბრძოლო ოპერაციები" ირანის წინააღმდეგ - ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ 28 თებერვალს "პრევენციული დარტყმა" განახორციელა ირანზე.


Музыкальные новости




Rss.plus





„მოხარული ვართ, რომ ტირასპოლში, მოლდოვის რესპუბლიკაში ვართ.“ დნესტრის ორმა ნაპირმა „ერთი-ერთზე“ დიალოგი განაახლა

Radiotavisupleba.ge 

კიშინიოვმა ტირასპოლის ადმინისტრაციას განუცხადა "კონვერგენციის ფონდის" შექმნის შესახებ, რომლის მიზანი „რეინტეგრაციის სტიმულირებაა". ეს არის მოლდოვის პირველი მსგავსი ინიციატივა სეპარატისტულ რეგიონთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა.

ეკატერინა შულმანი რუსებსა და ომზე: „ნორმალურობის ილუზიის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება“

Radiotavisupleba.ge 

პოლიტოლოგმა ეკატერინა შულმანმა რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული The Current Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში შეჭრამ რუსეთის საზოგადოებაზე. ვინ იღებს სარგებელს ომისგან, ვინ განიცდის ზარალს და ხედავენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები „გვირაბის ბოლოს სინათლეს“.

დონალდ ტრამპი ირანში დაწყებულ სამხედრო ოპერაციაზე - "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი მესიჯი მარტივია „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.

ისრაელმა ირანს დაარტყა

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 28 თებერვალს მან მიიტანა „პრევენციული დარტყმა“ ირანზე და ისრაელის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა - დარჩნენ დაცულ ზონებში.




Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России