ირანი აშშ-ის სანქციებს ჯავად ზარიფის წინააღმდეგ უწოდებს „ბავშვურს“ და „უგუნურს“
აშშ-ის გადაწყვეტილებას, თეირანზე ზეწოლის გაძლიერების კამპანიის ჩარჩოში სანქციები დაუწესოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯავად ზარიფს, ირანმა უწოდა „ბავშვური“ და „უგუნური“.
სიტყვაში, რომელიც ირანის პრეზიდენტმა5 ჰასან როჰანიმ წარმოთქვა ქალაქ თავრიზში, 1 აგვისტოს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ზარიფს საფინანსო სანქციები დაუწესეს, მან თქვა, რომ აშშ-ის ნაბიჯიდან ჩანს, რომ მას ზარიფისა ეშინია.
ისინი (ამერიკელები) ბავშვურად იქცევიან. ყოველ დღე ამბობდნენ, „მოლაპარაკება გვსურს წინასწარი პირობების გარეშეო“ და ახლა სანქციებს უწესებენ საგარეო საქმეთა მინისტრს, თქვა როჰანიმ გამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა. „ჩვენი მტრები იმდენად უმწეო არიან, რომ დაკარგეს გონივრული მოქცევის და ფიქრის უნარი“, თქვა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა დაიწყო მას მერე, რაც აშშ გავიდა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც შედგა ირანსა და მსოფლოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს და რომლის თანახმად ირანი ზღუდავდა თავის ბირთვულ პროგრამას, ხოლო სანაცვლოდ სანქციებს გაუუქმებდნენ.