Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2019

43-ე დღე: ნიკა გვარამია იქნება გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი

0
43-ე დღე: ნიკა გვარამია იქნება გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის 43-ე დღე კვლავაც გადაცემების სადისკუსიო ფორმატს დაეთმობა. „სირცხვილიას“ მე-9 გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იქნება „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.  

გვარამიას 1 აგვისტოს შეატყობინეს, რომ ის გამოკითხვაზეა დაბარებული „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ნიკა გვარამია გადაცემა „სირცხვილიას“ პირველი ბლოკის სტუმარი იქნება და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეაფასებს. ხოლო მეორე ბლოკში „სირცხვილია“ პოეტ რატი ამაღლობელსა და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ყოფილ ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს უმასპინძლებს.

„რეპრესიები გრძელდება! ხელისუფლებამ ადამიანებზე მასობრივი დევნა დაიწყო და 20 ივნისს, სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების გამპროტესტებელ ხალხს სისხლის სამართლის უმძიმესი მუხლებით გამართლებას უპირებს“, - ვკითხულობთ აქციის 43-ე დღის ანონსში.

ნათქვამია ასევე, რომ გადაცემა „სირცხვილია“ ტრადიციულად სწორედ იმ  ადამიანებზე საუბრით დაიწყება, „რომლებსაც საკუთარმა ხელისუფლებამ ჯერ დასცინა რუსი ოკუპანტის პარლამეტში დასმით, შემდეგ დაარბია ამის გაპროტესტების გამო და პასუხისმგებლობის აღიარების ნაცვლად, ეს პასუხისმგებლობა ისევ ამ ადამიანებზე გადმოიტანა“.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ყოველდღე სხვადასხვა თემას ეძღვნება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Игорь Бутман рассказал подробности о Московском джазовом фестивале




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

6-летняя девочка сломала позвоночник, прыгая на батутах в Москве

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Подмосковные атлеты выиграли 7 медалей на Мемориале братьев Знаменских


Новак Джокович

Джокович обратился к Алькарасу после победы на «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Минск

Стало известно, о чём беседовал Александр Гусев с президентом Беларуси в Минске



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России