ზუგდიდში ჩამოშლილი მიწის მასიდან ორი მუშა ამოიყვანეს
ზუგდიდში, საკანალიზაციო სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა ერთი მათგანი მალევე, მეორე მუშა კი დაახლოებით ერთი საათში ამოიყვანეს.
წინასწარი დათვალიერებით, არცერთ მათგანს სერიოზული ტრავმები არ აღენიშნება. სამედიცინო გამოკვლევის მიზნით მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩიქობავას ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა მივიდა. მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, იყო თუ არა დარღვეული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაიფერი“ აწარმოებს. მისი წარმომადგენლის ინფორმაციით, ადგილზე დამონტაჟებულია მიწის დამჭერი კონსტრუქციები..