უკრაინაში დააკავეს დივერსიული აქტების მზადებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც, უკრანული მედიის ცნობით, გეგმავდა დივერსიის მოწყობას ჩერკასის ოლქის მდებარე სამხედრო აეროდრომზე.
უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტომასალების თანახმად, დაპატიმრებული ამზადებდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს და თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ასევე აწარმოებდა სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვას.
ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება, დეტონატორები, სპეციალური ლიტერატურა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნის სქემები.