რუსეთში სამხედრო ბაზაზე ახალ აფეთქებები მოხდა
8 კაცი დაშავდა აჩინსკთან ერთ-ერთ საცავში საბრძოლო მასალის აფეთქების შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აცნობეს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში. იქ დასძინეს, რომ სამ პირს ამბულატორიული დახმარება ჩაუტარეს, ერთი - საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იუწყებიან, რომ აფეთქების მიზეზი გახდა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ-ერთ ჭურვზე მეხის დაცემა.
სოფლის ადმინისტრაციის საიტის თანახმად, სოფლის მაცხოვრებლებს დროებით დაბა მალინოვკაში გადაიყვანენ.
ორი დღით ადრე 8 აგვისტოს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან ასევე რამდენიმე დაშავებულზე. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით დაღუპულია ორი ადამიანი.