ფოთში ჩვილზე ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ, ძიძა გამოკითხვაზე იმყოფებოდა
ვიდეოჩანაწერში, რომელიც მშობლის თქმით, ფარულად არის გადაღებული, სავარაუდოდ, ბავშვის ცემის ხმა და შეძახილი („ჭამე!“) ისმის.
ვიდეოში ბავშვთან უხეშად მოპყრობის სხვა კადრებიც ჩანს. პოლიციამ უკვე გამოკითხა მშობელი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ძიძა ფოთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა პრესსამსახური დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით მიმდინარეობს.