მამუკა ხაზარაძე: „გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს“
„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ - ბოტებია“, - წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. ფეისბუკ-პოსტში იგი ამბობს, რომ ვრცელდება ვითომდა მის მიერ გაკეთებული განცხადებები და იქმნება გვერდები, რომელთანაც მას საერთო არ აქვს.
„იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე. მისი შეფასებით, ტროლ - ბოტების უკან ქვეყნის არაკეთილმოსურნე სპეცსამსახურები დგანან, თუმცა შესაბამისი უწყებები ამას არ იძიებენ, რითაც საზოგადოებაში მათ ქმედებებზე ხელის დაფარების ეჭვს იწვევენ.
„#ძირსსიყალბე!
ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.