ოკუპანტებმა დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე
საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან.
ინფორმაციას ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ახალუბანში ტარიელ ვათიაშვილი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.