რუსთაველის გამზირზე პროტესტის 59-ე დღეს მორიგი აქცია იმართება
ანტისაოკუპაციო პროტესტის 59-ე დღეს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს სიტყვით „სირცხვილიას“ ორგანიზატორები მიმართავენ.
აქციის მოთხოვნები უცვლელია. პარლამენტის წინ შეკრებილები აპროტესტებენ ისეთ მოცემულობას, როგორიცაა:
გიორგი გახარია ისევ შს მინისტრია
18 ადამიანი უკანონოდაა დაკავებული გავრილოვის ღამის შემდეგ
რუსეთმა საოკუპაციო ხაზი ისევ გადმოწია და გუგუტიანთკარსაც ვკარგავთ
აქცია პარლამენტის წინ 22 საათამდე გასტანს.