საფრანგეთის პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებას გააგრძელებს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის აპირებს ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებას მომავალ კვირებში, რათა შეეცადოს, შემცირდეს დაძაბულობა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.
მაკრონმა ეს განცხადება გააკეთა 25 აგვიტოს, საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტის კულუარებში ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც ის პარიზში შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს.
„გუშინ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს ირანის გარშემო და გამოიკვეთა ორი მიმართულება: „დიდი შვიდიანის“ არც ერთ წევრს სურს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და „დიდი შვიდიანის“ ყველა წევრი მომხრეა ამ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისა, თქვა მაკრონმა.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა. სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა. ხელშეკრულების ევროპელი ხელის მომწერები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი ცდილობენ გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება.