თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე მივიდნენ და რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგეს საზოგადო მოღვაწეებმა, მსახიობებმა, პოლიტიკოსებმა. ოჯახს მიუსამძიმრა და რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.
რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.