Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2022

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია: ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია

0

რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია – ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“ განაცხადა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში განცდა, რომ უკრაინის შემდეგი იქნება, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს.

„როდესაც რუსული აგრესია გაქვს გამოვლილი, ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველთვის მისვამენ. ჩემმა ოჯახმა პირველი რუსული, საბჭოთა ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა, რომელიც გრძელდება. როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა – ყირიმის მსგავსად, ანექსიაზე დანიშნული რეფერენდუმი და შემდეგ მისი გაუქმება, რომელიც შესაძლოა, ხვალაც დაბრუნდეს.

ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ახლა, აქ, ამ შენობაში მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნისათვის. ის, რაც არ გაკეთებულა ყირიმსა და საქართველოში რუსული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს და ნაწილობრივ გაკეთდა კიდეც – ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს რუსეთის რეალური სახე და რუსეთის რეალური მიზნები. მაგრამ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი – რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია – ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე – „ქალები კონფლიქტებში“ საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინელმა ქალებმა შეწყვიტეს მსხვერპლად ყოფნა, ისინი ასრულებენ თავიანთ როლს, დგანან მტკიცედ და სრულად ახდენენ ერის ერთიანობის არაჩვეულებრივ დემონსტრირებას“ და ეს სრულ აღფრთოვანებას იმსახურებს.

,,სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც 106 დღის განმავლობაში, უკრაინაში ვუყურებთ. სიტყვები არ მყოფნის ამ სასტიკ ომზე საუბრისას, რომელსაც რუსეთი იმ ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს, რომელსაც თავის ძმად და ახლობელ ქვეყანად წარმოაჩენს.

პარადოქსი აშკარაა – ეს არ კეთდება ახლობელი ქვეყნისა და ახლობელი ხალხის მიმართ. ეს არის ხალხი ყოველდღე კვდება და კვდებიან ქალები და ბავშვები. იმის თქმა მსურს, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლნი ქალები არიან და საქართველოში, გვაქვს ამგვარი კონფლიქტების გამოცდილება. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულმა სამმა აგრესიამ აჩვენა, რომ ქალები იყვნენ როგორც მსხვერპლები, ასევე ლტოლვილები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინამ გვაჩვენა, რომ ქალებმა შეწყვიტეს მსხვერპლად ყოფნა, ისინი ასრულებენ თავიანთ როლს, დგანან მტკიცედ და სრულად ახდენენ ერის ერთიანობის არაჩვეულებრივ დემონსტრირებას. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები მართავენ, ეს არის ომი, რომელსაც მთელი უკრაინელი ერი წარმართავს.

ეს ჩვენს სრულ აღფრთოვანებას იმსახურებს და მინდა ეს გზავნილი გადავცე ქალბატონ ზელენსკას – ყველა ქართველი ქალის სოლიდარობის გზავნილი, რომელთაც მე აქ წარმოვადგენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ კონფლიქტში დაზარალებული ქალები და ქალი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ирина Серегина

Сотрудники Росгвардии проверили готовность детских оздоровительных лагерей к работе в г.о. Клин




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу

Муж Заворотнюк дал волю эмоциям на прощании с актрисой


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Победитель Чемпионата по рыбалке на Рыбной неделе получил 1 млн рублей



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России