Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2022

პაპუაშვილი: დასავლურმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ ქართველ და მოლდოველ ხალხს

0
ნორვეგიაში ვიზიტით მყოფმა საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგასთან, მასუდ გარახანისთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა. 



პარლამენტის სპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.



„წარმოვადგენ რა, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მეც ვაწყდები გამოწვევებს, მით უმეტეს ამ გამოწვევებით სავსე დროში, როდესაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის ფონზე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ, გადავხედოთ და ხელახლა გავიაზროთ NATO-სა და ევროკავშირის მიდგომები, პერსპექტივები და როლი ჩვენს რეგიონში. ამ მხრივ, როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე გააგზავნა ევროკავშირის წევრობის განაცხადი, რასთან დაკავშირებითაც ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილების იმედი და მოლოდინი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორი, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და  ნატოში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.



უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 2008 წელს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ - 2014 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იყო.


„ვფიქრობ, რომ დადგა ის მომენტი, როდესაც დასავლურმა და დემოკრატიულმა საზოგადოებამ სოლიდარობის ნიშანი უნდა გაუგზავნოს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ქართველ და მოლდოველ მოსახლეობას და მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ იმ მისწრაფებაში, რასაც ევროპული ოჯახში დაბრუნება ჰქვია.  ასევე,  გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ ხელი შეუშალოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებას დემოკრატიული საზოგადოებისკენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ჰენრიკ თუნს.


3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.


ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.


9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.


რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.


ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России