Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2022

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბრაზილიასთან მატჩით გახსნის მსოფლიოს ჩემპიონატს

0
დღეს, ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება წყალბურთში. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. სერბი დეიან სტანოევიჩის დამოძღვრილი გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში მსოფლიოს თხუთმეტი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ჩაებმება.


საქართველოს ნაკრებმა უმთავრესი სანაკრებო ფორუმის საგზური სამი თვის წინ მიიღო, სპორტის საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომელმაც ფინალური ეტაპის ერთი მონაწილე - რუსეთი ჩემპიონატიდან მოკვეთა, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო. რუსებს მსოფლიოზე თამაში ევროპის ჩემპიონატზე მერვე ადგილის დაკავებით ჰქონდათ განაღდებული. იმ ევროპირველობაზე მეცხრეზე გერმანია გავიდა, ხოლო მეათეზე - საქართველო. გერმანიას მუნდიალზე ისედაც მიემგზავრებოდა და რუსეთის დისკვალიფიკაციის შემდეგ გამონთავისუფლებული ადგილი საქართველომ შეავსო.


 




უნგრეთის დედაქალაქში, ალფრედ ჰაიოსის სახელობის ცურვის ეროვნულ არენაზე, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ქართველი წყალბურთელები ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს, სადაც ბრაზილიის გარდა, მონტენეგროსა და უნგრეთსაც შეხვდება. 23 ივნისს გაიმართება მატჩი მონტენეგროსთან და 25 ივნისს - უნგრეთთან.


მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის თანახმად, თექვსმეტი მონაწილე ოთხ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. B ჯგუფში ითამაშებენ იაპონია, საბერძნეთი, გერმანია და ხორვატია, C ჯგუფში - იტალია, კანადა, სამხრეთ აფრიკა და ესპანეთი, D ჯგუფში - ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და სერბეთი.


ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული ნაკრებები უმალ გაინაღდებენ მეოთხედფინალის საგზურებს. მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი მერვედფინალურ წყვილებს შეადგენენ.


ბრაზილიასთან მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართელოს პირველი არხით გადაიცემა. აქვე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაც მსოფლიოს ჩემპიონატზე: ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო


ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России