Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

ნინო დოლიძე: „მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია“

0
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის, შალვა პაპაუაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხდება რეალური პრობლემებისა და საქმისგან ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე, ნაცვლად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი 12 პუნქტის შესრულებისა.


„დრო არ ითმენს და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ზოგადად, მმართველი პარტია უფრო ჩართული ყოფილიყო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა წარმოგვიდგინა. კარგი იქნებოდა, რომ ეს წარემართა ისე, როგორც იყო სწორედ ევროკავშირის რეკომენდაცია – ინკლუზიურად, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, მათ შორის, ყველა იმ ორგანიზაციის ჩართულობით და არა ლიმიტირებულად, რომლებმაც გამოხატეს სურვილი, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში წარმოადგინონ ყველა ის რეკომენდაცია თუ მოსაზრება, რაც მათ გააჩნიათ. არაერთხელ ვთქვი, რომ „სამართლიანი არჩევნების“ სურვილი იყო, ჩვენი ექსპერტიზა, გამოცდილება და ცოდნა, რაც ამდენი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, გამოგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სამუშაო ჯგუფში, რომელიც იქნებოდა არჩევნებთან დაკავშირებით და წარმოგვედგინა რეკომენდაციები ყველა არჩევნების შედეგად, რაც გვაქვს და ზოგადად, პროცესი ყოფილიყო ისე, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ევროკავშირის შეფასება იქნებოდა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, –  განაცხადა ნინო დოლიძემ.


ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, რადგან ივნისში გამართულ აქციებში თითქმის მთელი მესამე სექტორი იყო ჩართული და მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ მომავალს. 


„ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს მოვითხოვთ მომავალშიც და მარტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით იქნა ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობთ, რომ ესეც ერთგვარი პრობლემაა, რადგან რეალურად კითხვებს აჩენს მთავრობის რაღაც სურვილთან დაკავშირებით, რამდენად უნდათ სიღრმისეული საარჩევნო რეფორმის გატარება, თუ ასე დისკუსიით უნდათ გააგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების განცხადებაც ვნახეთ გუშინ. ესეც სწორედ ამას ადასტურებს, რომ ისინი არიან სოლიდარული „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიდექით და ერთად ვითხოვდით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ, რომლის თქმითაც, „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე მონაწილეობის სურვილი გააჩნია:


„არ ვიცი რა ულტიმატუმზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. სწორედ ამიტომ გვინდა ჩართულობა და მონაწილეობა, რომ თუ კი რამით შეუძლია წაადგეს „სამართლიანი არჩევნების“ გამოცდილება და ცოდნა საარჩევნო რეფორმების გატარების ჯგუფს, აქ მიგვეღო მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი სურვილი და ეს იქნება მომავალშიც. სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, გააგრძელებს საარჩევნო რეფორმის მიმართულებით მუშაობას. რაც შეეხება მთავრობის ფორმირებაში „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სამართლიან არჩევნებს არასდროს უთქვამს, რომ მთავრობის ფორმირებაში რაიმე მონაწილეობის სურვილი გააჩნია. თავიდანვე გამოვხატეთ სურვილი, რომ შევუერთდებოდით სამუშაო ჯგუფს. ISFED-ის სურვილია, ყოველთვის, თუ სადმე არის შესაძლებლობა, დაეხმაროს ქვეყანას, იქნება ეს მმართველი პარტიის სამუშაო ჯგუფი  თუ - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა“.


საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.


"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России