როგორ დავუბრუნდეთ სასწავლო პროცესს საზაფხულო შესვენების შემდეგ
ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სირთულეებთან ასოცირდება საზაფხულო შესვენების შემდეგ სამუშაო ან სასწავლო პროცესში ჩაბმა. ამ დროს მოტივაციის ნაკლებობას განვიცდით და გვსურს, დასვენების დრო უფრო მეტად გახანგრძლივდეს.
იმისათვის, რომ უკეთ ფოკუსირება შევძლოთ, მნიშვნელოვანია ცხრილის ორგანიზება. მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი გაკვეთილების თუ ლექციების გრაფიკის შესახებ და სწორად დაალაგეთ თითოეული დღის სასწვლო მოვლენა. ასე უკეთ გაერკვევით სამომავლო საქმეებში. ასევე შეიმუშავეთ გეგმა მომავალი გამოცდების, ტესტირებების, ქვიზების შესახებ. ჩამოწერეთ თარიღები, მოვალეობები და გაანაწილეთ როგორც დასვენების, ისე სამუშაო დღეები.
თუ გაქვთ საშაულება და სურვილი, წინასწარ შეასრულეთ პირველი კვირის სამუშაო. შეგიძლიათ გადახედოთ სილაბუსს და წაიკითხოთ პირველი წიგნი ან ნაშრომი, რომელსაც გთავაზობენ. ასე უფრო წინ წახვალთ და მეტი მოტივაციაც გექნებათ.
იპოვეთ თქვენთვის სასურველი წიგნი ან სპიკერი, რომლის მოსმენაც დაგეხმარებათ იყოთ მეტად ორგანიზებული და დისციპლინირებული. ის, ვინც შთაგაგონებთ, თუ ინსპირაციის ნაკლებობას განიცდით.
გაერკვიეთ თქვენს მიზნებში და ოცნებებში. კარგად გაიაზრეთ ამ კონკრეტული წლისთვის რისი მიღწევა გსურთ და შემდეგ დაისახეთ გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა ამისათვის საჭირო.
ნუ დაივიწყებთ სხვა პრიორიტეტებს, რათა ნაადრევად არ გადაიტვირთოთ. შეხვდით მეგობრებს, აკეთეთ საქმე, რომელიც გიყვართ. მიმართეთ რელაქსაციას და ისეირნეთ ფეხით, რაც შეიძლება დიდხანს. იზრუნეთ, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე.
წყარო: em.muni.cz
ფოტო: today.com
