სამხრეთ აფრიკაში გიგანტური ზომის კალმარი გამოირიყა
სამშაბათს კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სკარბოროს პლაჟის კლდოვან სანაპიროზე გიგანტური კალმარის ნეშტი გამოირიყა. სამხრეთ აფრიკის საინფორმაციო საიტის news24-ის მიხედვით ორგანიზმი, რომლის სიგრძე თითქმის 4,3 მეტრი იყო, მეორე გიგანტური კალმარია, რომელიც წელს ამ რეგიონის სანაპიროზე აღმოჩნდა.
ბოლო ცნობილი გიგანტური კალმარი (Architeuthis dux), რომელიც კეიპტაუნის მახლობლად ნაპირზე გამოირიყა, 30 აპრილს გამოჩნდა სკარბოროს სანაპიროდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კილომეტრის დაშორებით, ლონგ ბიჩზე კომმეტჯიში, იტყობინება Live Science.
ამ ცეფალოპოდის სიგრძე დაახლოებით 3,5 მეტრს შეადგენდა. შედარებისთვის, ყველაზე დიდი კალმარი, რომელიც ოდესმე უნახავთ, იყო 13 მ და ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ პოტენციურად ამ არსების სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 20 მეტრსაც კი, თუმცა ასეთი ზომის კალმარი არასოდეს ყოფილა შემჩნეული.
წყარო: livescience.com
ფოტო: livescience.com
