Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

"გარდიანი": დუმის ყოფილი წევრის განცხადებით, დუგინას მკვლელობის უკან რუსეთის "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" დგას

0
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, კიევში დაფუძნებული, ილია პონომარიოვი, რომელიც კრემლის საწინააღმდეგო ქმედებების გამო გააძევეს, ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქების უკან არიან რუსი პარტიზანები, "ნაციონალური რესპუბლიკური არმია", რომელიც, მისი თქმით, რუსეთში იატაკქვეშა დაჯგუფებაა და მიზნად აქვს დასახული პუტინის რეჟიმის დამხობა. ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი „გარდიანი,“ რომელსაც არ შეუმოწმებია სიმართლეა თუ არა პონომარიოვის განცხადებები.


რუსი მიმომხილველები შაბათის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობას კიევს აკისრებენ, რასაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს.


ტელეგრამის არხით ამავე დროს გავრცელდა ნაციონალური რესპუბლიკური არმიის განცხადება.


ეს აქცია, როგორც სხვა არაერთი პარტიზანული ქმედება რუსეთში ბოლო თვეებში, მოაწყო "ნაციონალურ რესპუბლიკურმა არმიამ“ - თქვა პონომარიოვმა გადაცემაში, „თებერვლის დილა“, რომელიც ეთერში გავიდა 21 აგვისტოს საღამოს 7 საათზე.


ეს არის რუსულენოვანი ოპოზიციური არხი, რომელიც კიევში ამოქმედდა წლის დასაწყისში. პონომარიოვმა დასძინა: "გუშინ მოსკოვთან მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ თავდასხმით გადაიშალა ახალი გვერდი რუსეთში პუტინიზმის წინააღმდეგ. ახალი - მაგრამ არა უკანასკნელი“.


რუსეთის პარლამენტის მემარცხენე ფრთის დეპუტატი ერთადერთი კანონმდებელი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას მხარი არ დაუჭირა.


ტელეგრამის არხით "ნაციონალური რესპუბლიკური" არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 21 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ რუსი აქტივისტები, „სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა პარტიზანები და "ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" მებრძოლები, უკანონოდ ვაცხადებთ წამქეზებლურ ომს, რუსეთის ხალხების მძარცველებს და მჩაგვრელებს!"


განცხადების ავტორები ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ აცხადებენ პუტინს, რომელმაც "ფეხით გათელა კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და აშკარადა უაზრო სიკვდილზე გააგზავნა რუსი ჯარისკაცები“. სხვათა შორის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამის არხით გავრცელდა, ნახსენებია საქართველო: „მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, აღარ ესროლონ ჩვენს ძმებს სხვა ქვეყნებში, საქართველოში, სირიაში და სხვაგან“.


განცხადების ბოლო ნაწილის ლოზუნგი ასე ჟღერს: გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს! მკითხველებს არხი მოუწოდებს კავშირი იქონიონ მასთან ტელეგრამის არხის „როსპარტიზანის" საშუალებით.


კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.


დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России