Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

ფარული მიყურადების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვა ძლიერი და ნათელია - დეგნანი

0
ფარული მიყურადების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვა ძლიერი და ნათელია - დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს  ფარული მიყურადების კანონთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მოსაზრება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას წარმოადგენდა, იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, იყო პირდაპირი, ძლიერი და ნათელი, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით  მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური.

ელჩის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილ შეფასებაშიც ნათქვამია, რომ  შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება.

„ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე,  იზრდება მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენის ხანგრძლივობა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში  უკანონო მოსმენებისა და მიყურადების მასობრივი [შემთხვევების ]შესახებ  გახმაურდა, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც ერთ-ერთი უნივერსიტეტში მიმდიმარე ღონისძიებას ესწრებოდა.

მისი თქმით, „ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“.

ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა 26 აგვისტოს ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა დასკვნაში წერია, რომ „კანონპროექტი მიღებულ იქნა ნაჩქარევად“ და შემდგომ დამუშავებას მოითხოვს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ „მეტიც, არასაკმარისი ჩანს საიდუმლო თვალთვალის ზედამხედველობის საერთო მექანიზმი“.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება ე.წ. მოსმენების კანონზე.

"ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიულები, ევროპელები", - განაცხადა ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

პატრტია "ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის, მათ შორის, არც ვენეციის კომისიის მიერ, არც პრეზიდენტის მხრიდან:

"ის [პრეზიდენტი] ვალდებული იყო, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოედგინა. არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის და თვითონაც [სალომე ზურაბიშვილმა] ახსნა, როცა ვეტოზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს იყო უფრო პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ვიდრე სამართლებრივი".

7 ივნისს პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ.

ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ასევე, ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება გაგრძელდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე შეაფასეს კრიტიკულად. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. არასამთავრობოების თანახმად, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.

.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице





Москва

В Москве прошла Премия-практикум «Харизма Года»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы и глава Башкортостана подписали соглашение в рамках ПМЭФ



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Театр «Сказка» приглашает на грандиозное театральное шоу «Песни первых птиц»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


Мария Шарапова

Превзойдет саму Шарапову? юная Мирра Андреева наступает на пятки звездам тенниса



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России