Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას

0
მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ნებისმიერ პირს შეეძლება განაცხადის შეტანა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე, ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას. მდინარაძემ პროცედურა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და წინასწარვე შეგვიძლია გითხრათ შეფასების წესთან დაკავშირებით:

1.    ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე;

2.    სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით;

3.    ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება", - განაცხადა მდინარაძემ. 

როგორც დეპუტატი ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, თუმცა გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ამას [კანდიდატურის წარდგენას] მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს საზოგადოებისთვის  - თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არც ერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში - კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩავერთვებით", - თქვა მან. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა, ხოლო, უახლოეს ხანში პარლამენტი პროცედურებში ცვლილების შეტანას გეგმავს. 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი", - განმარტა დეპუტატმა.

სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12 პუნქტში იყო მოცემული. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის წესს.

რეკომენდაციაში წერია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი დაპირება იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად, ექნება მაღალი ლეგიტიმაცია", - თქვა მდინარაძემ. 

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა 30 ნოემბერს ეწურება.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин посетил фестиваль «Москва — на волне. Рыбная неделя»





Москва

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин посетил фестиваль «Москва — на волне. Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Виктор Пинчук

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве


Ролан Гаррос

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пассажирский самолет сбил птицу при посадке в уфимском аэропорту



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России