Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Август
2022

განახლდება თუ არა სპექტაკლები სტრასბურგში ქართულ თოჯინების თეატრში?

0
განახლდება თუ არა სპექტაკლები სტრასბურგში ქართულ თოჯინების თეატრში?

გასული წლის ოქტომბრის ბოლოს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ეზოში, ჟან ჰერმანის ქუჩაზე, სტრასბურგსა და მის შემოგარენში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის პირველი ქართული თოჯინების თეატრი გაიხსნა და სპექტაკლის პრემიერაც შედგა. თოჯინების ღია თეატრის კონსტრუქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დაფინანსებით, ქართველმა მხატვარმა, შოთა ლელაძემ ააშენა. პირველი სპექტაკლიც მისი სცენარით, რეჟისურითა და მის მიერ შექმნილი თოჯინებით დაიდგა. პროექტის თანახმად, რომელიც დიასპორის დეპარტამენტმა 9000 ევროთი დააფინანსა, თოჯინების თეატრი მუდმივმოქმედი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც შოთა ლელაძე ამბობს, გასული წლის 30 ოქტომბრის, ანუ, პრემიერის შემდეგ, ის სპექტაკლების გამართვას ვეღარ ახერხებს. მის პრეტენზიებს რადიო თავისუფლებასთან პასუხობს ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, ირაკლი გივიაშვილი.

მხატვარი და პოლიტიკური პლაკატების ავტორი შოთა ლელაძე, თითქმის 30 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და ქართველ ბავშვებს საკვირაო სკოლაში ხატვას ასწავლის. ის საფრანგეთის მოქალაქეა. იდეა ევროპაში პირველი ქართული თოჯინების თეატრის დაარსების შესახებ რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ჩანაფიქრი სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს მაშინდელ მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილს გაუზიარა და 2021 წლის გაზაფხულზე, თეატრის მშენებლობისთვის დაფინანსებაც მიიღო.  

 შოთა ლელაძე გვიყვება, იქიდან გამომდინარე, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო წესის თანახმად, დიასპორის დეპარტამენტში დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტის შეტანის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, თოჯინების თეატრის დაარსების იდეის შესახებ პროექტი დეპარტამენტში ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით შევიდა.

თითქმის ექვსი თვე დასჭირდა შოთას, რომ მარტოს, საკუთარი ხელებით აეშენებინა თეატრის კონსტრუქცია, დაემზადებინა დეკორაციები და თოჯინები, დაეწერა სცენარი და დაედგა სპექტაკლი:

„არც ქარს ვუშინდებოდი, არც წვიმას...იმ 9000 ევროში, რაც თეატრის ასაშენებლად იყო განსაზღვრული, თოჯინების ფული არ იყო გათვალისწინებული. ამიტომ თოჯინები...თავად შევქმენი, საკუთარი ხარჯებით და თეატრს ვაჩუქე. მშენებლობის პროცესში თავის ტრავმა მივიღე, მაგრამ ისე ვიყავი ამ იდეით შეპყრობილი და გატაცებული, რომ ამ ტრავმას ვერ ჩავაშლევინებდი ჩვენს გეგმებს“.

სპექტაკლში სახელწოდებით „ავჯაგარა ჯუმბერიტოს თავგადასავალი“, რომელიც შოთა ლელაძის სცენარით დაიდგა, თოჯინები, ანუ პერსონაჟები, პუჩინელა, ჯაზელიტა და როგორკო შოთას მოსწავლეებმა, 13-14 წლის მოზარდებმა გააცოცხლეს. მგლის როლი კი ელჩის მძღოლს ერგო:

„ვერ წარმოიდგენთ, რა ენთუზიაზმით ჩაერთნენ ქართველი ბავშვები ამ პროცესში. სპექტაკლში თოჯინები ექვსმა მოზარდმა გააცოცხლა. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რომ არ დაღლილიყვნენ. გამოცდილი მსახიობებისთვისაა რთული სცენის უკან, ხელებაწეული დგომა, ბავშვები კი ისეთი ბედნიერები და მოწადინებულები იყვნენ, რომ არც დაღლას დაგიდევდნენ და არც სხვა სირთულეს. უნდა გენახათ, როგორი მონდომებით დადიოდნენ რეპეტიციებზე, რამდენი იშრომეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ თურმე მხოლოდ ერთი დღისთვის. მას შემდეგ, გამუდმებით კითხულობენ ბავშვები, რატომ აღარ იდგმება სპექტკალები, რატომ აღარ არსებობს თოჯინების თეატრი, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს“.

ახლა, ერთი წლის თავზე, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ეზოში, თოჯინების თეატრის მხოლოდ კონსტრუქცია, ე.წ. ჩონჩხი დგას. არადა, როგორც შოთა ლელაძე გვეუბნება, შეთანხმების მიხედვით, თოჯინების თეატრს ქართველი ბავშვებისთვის პერმანენტულად უნდა შეეთავაზებინა სპექტაკლები:

„პრემიერის დღეს ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი წარმომადგენლობის ეზოში. პრემიერაზევე ითქვა, რომ თეატრი გააგრძელებდა მუშაობას და ქართველ ბავშვებს ექნებოდათ საშუალება, ქართულ ენაზე ეხილათ სპექტაკლები. სამშობლოსგან შორს მყოფებს, ჰქონოდათ შეხება ქართულ კულტურასთან, ენასთან. და ახლა გამოვიდა, რომ მოვატყუეთ ისინი. ახლა მე გამოვდივარ ავი ყარაბას-ბარაბასი“.

შოთა ლელაძის თქმით, ევროპის საბჭოში საქართველოს მაშინდელი მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი გივიაშვილის დაპირებითვე, გვიანი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, თეატრს იქვე, წარმომადგენლობის შენობაში უნდა დაედო ბინა, თუმცა, როგორც ის ამბობს, გასული წლის 30 ოქტომბრის, ანუ სპექტაკლის პრემიერ შემდეგ, ირაკლი გივიაშვილმა, რომელიც ახლა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეა, მასთან კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეწყვიტა:

„სპექტაკლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მისმა მძღოლმა გადმომცა, ირაკლიმ თქვა, აღარ შემაწუხოსო. რამდენჯერმე კიდევ ვცადე დაკონტაქტება. გვქონდა მოლაპარაკება, რომ ზამთრის თვეებში, სპექტაკლები შენობაში ჩატარდებოდა, მაგრამ მერე მითხრა, რომ პარკეტი გაფუჭდებაო. ამავე პროექტის ფარგლებში, გეგმაში გვქონდა, რომ ქართველი ბავშვებისთვის გარდა ხატვისა, თოჯინების კეთებაც უნდა მესწავლებინა, მაგრამ რამდენჯერაც დაველაპარაკე, იმდენჯერ მითხრა, „შემდეგში გავიაროთ“. გაზაფხულზე , ბავშვებმა სპექტაკლების განახლება რომ მოინდომეს, მაშინ დამიკავშირდა ირაკლი და მითხრა, უკრაინელი ლტოლვილებისთვის უკრაინულად გავმართოთ სპექტაკლიო. მოვიძიე უკრაინული ენის მცოდნე ახალგაზრდა. რამდენიმე რეპეტიციის მერე კი აღარ მოვიდა და სპექტაკლი ვერ შედგა. საბოლოოდ, 2022 წლის ივნისში ისე ამოეწურა ირაკლი გივიაშვილს წარმომადგენლობაში მისიის ვადა და ისე დაბრუნდა საქართველოში, რომ მასთან შეხვედრა ვეღარ მოვახერხე და თეატრის ამბავი ჰაერში გამოეკიდა“.

შოთა ლელაძე საქართველოს წარმომადგენლობას ევრო საბჭოში და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტს თხოვნით მიმართავს, რომ მოხერხდეს სტრასბურგსა და მის შემოგარენში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის პირველი ქართული თოჯინების თეატრის შენარჩუნება და მიეცეს მას და მის მოსწავლეებს ახალი სპექტაკლების დადგმის საშუალება:

„თეატრი, თავისი მუსიკითა და სიტყვიერებით, სამშობლოსგან შორს მყოფ ბავშვებს სულიერების ჩამოყალიბებაში ეხმარება. არაფერს ვითხოვ, მხოლოდ გვერდში დგომას, რომ მოვახერხოთ ამ თეატრის შენარჩუნება, რომლის მშენებლობაში ამდენი ენერგია ჩავდე. რომლის მშენებლობისთვისაც თანხა გამოიყო და გამოდის, რომ ეს თანხაც გამოიყო მხოლოდ ერთი დღისთვის? მანდ, სავარაუდოდ, ჰგონიათ, რომ აქ სპექტაკლები გრძელდება. არადა, წარმომადგენლობის ეზოში მხოლოდ თეატრის ჩონჩხი დგას. გასულ კვირაში ვიყავი მისული წარმომადგენლობაში, ველაპარაკე დროებით წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ის ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას სპექტაკლების გამართვის თაობაზე და მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნას უნდა დაველოდო, რომელიც ამ საკითხს გადახედავს“.

რატომ ვეღარ მოხერხდა თითქმის 30 ათას ლარად დაფინანსებული პროექტის გაგრძელება, არის თუ არა საქმის კურსში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტი, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროექტი მხოლოდ ერთ სპექტაკლზე შეჩერდა? ამ კითხვებით რადიო თავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა და დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კომენტარი სთხოვა. თუმცა, მუხრან გულაღაშვილთან დალაპარაკება ვერ მოხერხდა.

რას პასუხობს ირაკლი გივიაშვილი თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს?

შოთა ლელაძის პრეტენზიებს სპექტაკლების შეჩერების შესახებ, რადიო თავისუფლებასთან პასუხობს ირაკლი გივიაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და ამჟამად, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილე.

ირაკლი გივიაშვილსა და შოთა ლელაძეს შორის სატელეფონო საუბარი 31 აგვისტოს, მას შემდეგ შედგა, რაც სტრასბურგში თოჯინების თეატრის ბედით რადიო თავისუფლება დაინტერესდა.

ირაკლი გივიაშვილის თქმით, სპექტაკლები ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობების გამო შეჩერდა, რასაც შემდგომ უკვე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კოვიდ-შეზღუდვები მოჰყვა.

"ამ თეატრის გახსნა საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით მოხერხდა. პირველი სპექტაკლის ორგანიზებაში ჩემი მეუღლეც იყო ჩართული. პირადად ჩემი მძღოლი, ჩემი დავალებით, სპექტაკლში მგლის როლის შემსრულებელი იყო. ჩვენი საელჩოს დამლაგებელი პრემიერაზე წამყვანი იყო. ჩემი თანაშემწე თვეების განმავლობაში შოთას მძღოლი იყო და თეატრის ასაშენებლად საჭირო ინვენტარის შესაძენად მინივენით დაჰყავდა. ბევრს უკვირდა სამინისტროში და არა მხოლოდ იქ, რა უნდა საელჩოს ეზოში თეატრსო, მაგრამ როგორც შოთა თავად ამბობდა, ასეთი უტოპიური იდეა ვირწმუნეთ და გავაკეთეთ ეს პროექტი. ის თუ რატომ არ ტარდებოდა სპექტაკლები და რატომ იყო წყვეტა, შოთამ იცის. ეს არის ღია თეატრი. სტრასბურგში, ნოემბრიდან-თებერვლის ჩათვლით ცივა და ვერც რეპეციები ჩატარდება და ვერც სპექტაკლები. რაც შეეხება შენობის შიდა ტერიტორიაზე სპექტაკლების ჩატარებას, ეს კონსტრუქცია ისეთია, რომ მისი დაშლა და საელჩოს შენობაში შეტანა ფიზიკურად ძალიან რთული იყო, მაგრამ ამას ემატებოდა ისიც, რომ საფრანგეთში პანდემიის გამო შეზღუდვები იყო დაწესებული შენობის შიგნით შეკრებებზე".

როგორც ირაკლი გივიაშვილი გვეუბნება, კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გაზაფხულზე, კონკრეტულად მაისში, ბავშვების მოთხოვნითა და მისი ინიციატივით, თოჯინების სპექტაკლის უკრაინულ ენაზე დადგმა დაიგეგმა, თუმცა, შოთა ლელაძემ ამ სპექტაკლის გამართვა გარკვეული ლოგისტიკური პრობლემების გამო ვეღარ მოახერხა:

"როდესაც გაზაფხულზე პანდემიის პიკმა გადაიარა, ბავშვებმა სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ ჯგუფში დასვეს კითხვები, იგეგმებოდა თუ არა სპექტაკლების განახლება. მე მაშინვე დავუკავშირდი შოთას და შევთავაზე უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის სპექტაკლის დადგმა. შოთამ მოიძია ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელმაც უკრაინული ენა იცოდა და რომელიც დაეხმარებოდა მას სპექტაკლის თარგმნაში, ჩატარდა რამდენიმე რეპეტიციაც, თუმცა, საბოლოოდ სპექტაკლი ვეღარ შედგა, რადგან როგორც შოთამ გვითხრა, გოგონა აღარ მივიდა რეპეტიციებზე. საბოლოოდ, მან ვეღარ მოაბა თავი სპექტაკლის ჩატარებას. ჩემი მეუღლეც უკვე თბილისში იყო და საორგანიზაციო საკითხებში ვეღარც ის ჩაება".

ირაკლი გივიაშვილი ირმუნება, რომ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უახლოეს პერიოდშივე შეუძლია დაგეგმოს სპექტაკლი და მას ამაში ხელს არავინ შეუშლის:

"შოთამ მომავალ კვირაშივე რომ მოინდომოს სპექტაკლის გამართვა, პირდაპირ გეუბნებით, მას ამის არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, თავად მოაბას ამას თავი. მის მაგივრად სპექტაკლებს ვერავინ დადგამს. ისაა სამხატვრო ხელმძღვანელი. ახალ ელჩს, რომელიც ჩემს ნაცვლად უნდა დაინიშოს, პირადად მოვუყვები ამ თეატრის შესახებ და ისიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მას. მე დღეს შოთას ველაპარკე და ვუთხარი, რომ თუნდაც დღესვე დაწეროს სოციალურ ქსელში, რომ იწყებს რეპეტიციებს სპექტაკლისთვის და საელჩოსგან მას ყველანაირი ხელშეწყობა ექნება".

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში უახლოეს პერიოდში გასცემს კითხვას პასუხს, როგორ და რა ფორმატით გააგრძელებს სტრასბურგში თოჯინების თეატრი ფუნქციონირებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ წარადგინონ სხვადასხვა სახის პროექტი და ამ პროექტების განსახორციელებლად დაფინანსება მოიპოვონ.

ბოლო ასეთი კონკურსის გამარჯვებულები მიმდინარე წლის 25 ივლისს გამოვლინდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიის წევრებმა 150-მდე განაცხადიდან, 44 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. ჯამში, ამ პროექტების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 746 000 ლარი გამოიყო.

კონკურსის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაფინანსება გასცა მაგალითად, აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ქართული აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციისთვის; საბერძნეთში, ათენში, ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის მუდმივმოქმედი სცენის მოსაწყობად; ირლანდიაში, დუბლინში, ქართული კულტურის ცენტრის/ბიბლიოთეკის დასაარსებლად; შვეიცარიაში, ციურიხში, თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიების გასამართად; სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდასაჭერად.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры





Москва

Трихолог, ведущий специалист многофункциональный клиники KindCare в Дубае Кристина Евдошенко: что такое андрогенная алопеция и как ее лечить


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

VK Fest

Природа Башкортостана, страсть для гурманов и много музыки: как прошел VK Fest в Уфе. ФОТО




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Красногорский филиал Музея Победы подготовил специальную программу ко Дню России



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России