Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2023

სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

0
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აპროტესტებენ მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას. ისმის შეძახილები: „მკვლელო!", „მკვლელო!"


მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება.


„შემდეგი ნაბიჯი იქნება სტრასბურგის სასამართლო. არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს. ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლება ყოფილიყო. ამას პოლიტიკა ჰქვია?! ეს არის პოლიტიკა, რაც ჩვენთან ხდება?! მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, მთელი ცივილიზებული მსოფლიო არის ჩემი შვილის მხარეს", - განაცხადა გიული ალასანიამ.


მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ „ფეისბუკ"- გვერდზე ექსპრეზიდენტის სახელით გამოქვეყნდა მისი სიტყვები:


„მე ვერაფერი გამტეხავს!

ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!


ყველა ძალის გაერთიანების დროა!

ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!"




სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


„შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში და ალბათ მსოფლიოში არ დაბადებულა იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის სასამართლოებში სამართალი არ არსებობს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეტაპები სწრაფად იქნეს გავლილი და გაგზავნილი იქნეს სტრასბურგის სასამართლოში. მეორე მხრივ, 2-3 დღეში გასაჩივრდება რეგლამენტის 39-ე მუხლით, სტრასბურგის სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოსაყენებლად", - განმარტა ადვოკატმა.




მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა სასამართლო პროცესს სპექტაკლი უწოდა.


„ორი თვე გვატარეს... დღეს, როდესაც დავინახე სამართალდამცველების მეტი რაოდენობა, „ვივამედთანაც" იყვნენ მობილიზებულები, გასაგები იყო, რომ ეს დადგმული იყო. საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. არ უნდა გავჩერდეთ, მიშა სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ", - თქვა მან.




მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.




მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.




 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России